ძალა, რომელიც ჩვენ გვერდით მდგომ ადამიანებს აქვთ – თიბისის ახალი ვიდეორგოლი
მაშინ როცა ცხოვრებაში რაღაც ახლის დასაწყისი სულ ახლოსაა, მნიშვნელოვანია, გჯეროდეს და თუ რამის გჯერა, არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა.
ასეთ მნიშვნელოვან დროს ხვდები, რომ ის, რაც დამოუკიდებელ ადამიანებს აერთიანებს, არის რწმენა – რწმენა საკუთარი თავისა და ერთმანეთის.
„მთავარია გჯეროდეს“ – ასე ჟღერს თიბისის ბრენდის ახალი გზავნილი, რომლითაც ბრენდმა ადამიანების ცხოვრებაში თვითრწმენის მნიშვნელობასა და გავლენას გაუსვა ხაზი. ვიდეოების ახალი სერია გვახსენებს, რომ თვითრწმენა ძლიერდება მაშინ, როცა მნიშვნელოვან მომენტებში შენ ირგვლივ ის ადამიანები არიან, რომლებსაც სჯერათ შენი შესაძლებლობების.
ვიდეო გვაჩვენებს იმას, რაც გარე მაყურებლისთვის ხშირად უხილავი რჩება – გვახედებს კულისებში – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
მუსიკალური ბენდი მაყურებელთან პირველი შეხვედრისთვის ემზადება და სწორედ აქ იწყება მთავარი გამოცდა, რომელსაც თვითრწმენისა და მხარდაჭერის გარეშე რთულია გაუმკლავდე. ეს არის მომენტი, რომელსაც თან ახლავს ღელვა, გაუთვალისწინებელი დაბრკოლებები, შიში, რომ ამ ყველაფრის პირისპირ შეიძლება მარტო აღმოჩნდე და სწორედ ამ დროს ხდება მნიშვნელოვანი – ვინ დგას შენ გვერდით.
ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში დგება „სასცენო დებიუტის“ მომენტი, რომელსაც შიში და ეჭვები მოსდევს. ამ დროს ყველა გამამხნევებელი სიტყვა, მზერა, შეძახილი, ისეთი შენიშვნაც კი, როგორიც არის „მხრებში გასწორდი“, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და პატარა რეპლიკასაც აქვს ძალა საკუთარ თავში გაპოვნინოს რწმენა, რომლის შესახებ, შეიძლება აქამდე არც კი იცოდი; დაგაძლევინოს დაბრკოლება, რომელიც დაუძლეველი ჩანდა და გაჩვენოს გზა, რომელსაც აქამდე ვერ ამჩნევდი.
ყველა „სასცენო დებიუტს“ თან ახლავს ადამიანების თანადგომა – ოჯახის წევრები, მეგობრები, სრულიად უცხო ადამიანებიც კი გვაძლევენ ძალას დავიწყოთ ახალი თავგადასავალი. როცა იცი, რომ შენ გვერდით სწორედ ის ადამიანები დგანან, რომლებსაც შენი სჯერათ და მზად არიან დახმარებისთვის, შიში უკან იხევს და გზას უთმობს ახალ ენერგიას, რომელიც აუცილებელია მუდმივი თავგადასავლების გზაზე.
არ აქვს მნიშვნელობა სად დგახარ ცხოვრებაში, ყოველთვის არსებობს გზა, რომელიც ჯერ არ დაწყებულა და მის დასაწყებად მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, ეს ნაბიჯი კი, შეიძლება, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი თავგადასავლის დასაწყისი აღმოჩნდეს. ასეთ დროს – დიდი თავგადასავლის წინ – საკუთარი თავის რწმენასთან ერთად, მნიშვნელოვანია – ვინ დგას შენ გვერდით. დასაწყისი ახლოსაა, მთავარია გჯეროდეს.


