თბილისის არქიტექტურული ფორუმი 2025: დღის წესრიგი მზადაა და ვორქშოფებზე რეგისტრაცია გახსნილია!
თბილისის არქიტექტურული ფორუმი 2025 უკვე ახლოვდება! სიამოვნებით ვაცხადებთ, რომ ღონისძიება სრულიად გაყიდულია (SOLD OUT), რაც არქიტექტურისა და დიზაინის საზოგადოების მაღალი ინტერესისა და ნდობის მტკიცებულებაა.
ფორუმის დღის წესრიგი უკვე ხელმისაწვდომია, და ექსკლუზიურ ვორქშოფებზე რეგისტრაცია ოფიციალურად გაიხსნა. მონაწილეებს შეუძლიათ დაიცვან ადგილი პრაქტიკული და ინტერაქციული სესიებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს არქიტექტურის, დიზაინისა და ურბანული ინოვაციის მომავლის კვლევას.
ვორქშოფები მოიცავს:
- ვორქშოფი #1: „რა მოხდებოდა, მდინარე მტკვარი რომ არ არსებობდეს?“
წარმოიდგინეთ თბილისი მტკვრის გარეშე რეგისტრაცია აქ - ვორქშოფი #2: AI-დრაივენ დიზაინი და ანიმაციის ვორფლოუ
გაეცანით, როგორ გამოიყენება AI-ს ხელსაწყოები, როგორიცაა MidJourney და Photoshop, არქიტექტურული დიზაინისა და კინემატოგრაფიული ანიმაციების შექმნაში.რეგისტრაცია აქ
რას უნდა ველოდოთ ფორუმზე:
- შთამაგონებელი პრეზენტაციები საერთაშორისო და ადგილობრივი არქიტექტორებისგან
- პანელური დისკუსიები თანამედროვე არქიტექტურულ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე
- პრაქტიკული და შემოქმედებითი ვორქშოფები
- საქართველოს პროდუქტ დიზაინერების გამოფენა
- სტუდენტური კონკურსის ნამუშევრების გამოფენა
- VIP ლაუნჯი სითიზენისგან & პარტნიორების ბრენდირებული ზონები
- ნეთვორქინგი პროფესიონალებთან, დიზაინერებთან და აკადემიურ წრეებთან
- აფთერთი და სასმლით გამასპინძლება
მონაწილეთა ხაზი:
- მანუელა გაუატო – Zaha Hadid Architects
- მარიოს ცილიაკოს – Foster + Partners
- Studio Tim Fu – AI-დრაივენ დიზაინის ექსპერტები
- ჯეიმი უოლასი – WilkinsonEyre Architects-ის ასოცირებული
- სხვა საერთაშორისო და საქართველოს არქიტექტორები, დიზაინერები და ლიდერები
თბილისის არქიტექტურული ფორუმი 2025 გაიმართება 27 სექტემბერს, ექსპო ჯორჯია, პავილიონი 11.
რეგისტრაცია იხსნება 9:00 საათზე, ხოლო ძირითადი პროგრამა იწყება 10:00 საათზე.
ეს უნიკალური ღონისძიება გვპირდება შთამაგონებელ გამოცდილებას არქიტექტურის, შემოქმედებისა და თბილისის მომავლის შესახებ.
ფორუმი იმართება CITYZEN-ის ინიციატივითა და მთავარი პარტნიორობით
- მთავარი პარტნიორები: British Embassy, Element Construction, Zerone, expo georgia
- ოქროს პარტნიორი : Geosteel
- ვერცხლის პარტნიორი: Ikma/KONE, Building Solutions, Episode, Signal, Lumen, Chateu Mukrani, Meama, Borjomi,
- ქომუნითი პარტნიორები: BSAC, RIBA, AIA, Caucasus University, Smart Academy, COLAB
- მედია პარტნიორი: Home.is, Entrepreneur.ge, At.ge, Urban. Media, Forbes.ge, On.ge, BMG, Formula, SS.ge, BPN



