25 ოქტომბერს თბილისში Miller Mix-ის ფარგლებში BLOND:ISH დაTijana T დაუკრავენ.
“ჩემი მუსიკალური გემოვნება საკმაოდ მრავალფეროვანია. ზოგისთვის ეს შეიძლება დამაბნეველი იყოს, მაგრამ როდესაც აცნობიერებენ, რომ ჩემთვის მუსიკა ენერგიაა და არა კონკრეტული ჟანრი, ეს ნიშნავს, რომ მსმენელთან მესიჯი სწორად მივიტანე” – 25 ოქტომბერს BLOND:ISH თავის შემოქმედებით სამყაროს ქართველ აუდიტორიასაც გააცნობს. ღონისძიება, რომელიც Miller-ის ბრენდის და Beatport-ის კოლაბორაციით დაიგეგმა, კლუბში “ხიდი” გაიმართება. მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ როგორც BLOND:ISH-ის, ასევე სხვა ქართველი დიჯეების სეტები Beatport-ის იუთუბ არხზე გაისტრიმება და ამით მილიონობით ადამიანს საშუალება მიეცემა, რომ ჩვენი საკლუბო სივრცე კიდევ უფრო ახლოს გაიცნოს.
Miller-ის და Beatport-ის კოლაბორაციული ტურნე, რომელსაც Miller Mix-ის სახელით ვიცნობთ, 6 ქვეყანას მოიცავს: ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, უნგრეთი, ყაზახეთი და საქართველო. პროექტის მიზანია, რომ ყველა შერჩეულ ლოკაციაზე აღმოაჩინოს საინტერესო და სახასიათო არტისტები და ის მსოფლიოს გააცნოს. ეს პროცესი კი მოიცავს ელექტრონული მუსიკის ცნობილი სახეების და უცნობი არტისტების ერთ სივრცეში თავმოყრას და ამ გამოცდილების სტრიმინგის გზით გაზიარებას.
თბილისის ღონისძიებისთვის მთავარ ჰედლაინერად BLOND:ISH შეირჩა, რომელსაც ამ სცენის ვეტერანი შეიძლება ვუწოდოთ. მისი მუსიკალური კარიერა, რომელიც 15 წელზე მეტს მოიცავს, სავსეა გამორჩეული მომენტებით, მსოფლიოს ყველაზე დიდ ფესტივალებზე დაკვრით დაწყებული და ლეგენდარულ არტისტებთან თანამშრომლობით დასრულებული.
თავდაპირველად BLOND:ISH მუსიკოსმა Vivie-ann Bakos-მა თავის მეგობართან ერთად როგორც დუეტი ისე ჩამოაყალიბა, თუმცა მოგვიანებით ის არტისტის სოლო მოგზაურობის ნაწილად იქცა. Kompakt, Get Physical Music და Noir Music-ზე გამოცემულმა კომპოზიციებმა პროექტის მიმართ ყურადღება კარიერის საწყის წლებშივე გამოიწვია, რის გამოც BLOND:ISH მალევე გახდა ყველა დიდი კლუბის თუ ფესტივალის სასურველი სტუმარი.
აღსანიშნავია, რომ ორიგინალური კომპოზიციების შექმნის პარალელურად, მუსიკოსი ხშირად აქვეყნებს სხვადასხვა მუსიკოსებისთვის შექმნილ რემიქსებს და ამ სიაში ისეთ გიგანტებს ვხვდებით, როგორებიცაა Madonna, Depeche Mode, Taylor Swift და სხვა. ამის გარდა, 2017 წელს, BLOND:ISH-მა გადაწყვიტა, რომ თავადვე შეექმნა პლატფორმა ახალბედა მუსიკოსებისთვის, რომელთაც მუსიკის სცენაზე თავის დამკვიდრება სურდათ. ზუსტად ამის შედეგია ლეიბლი ABRACADABRA.
“ABRACADABRA არის ქალ არტისტებზე ორიენტირებული პლატფორმა, რომლის მიზანია, რომ მთელს მსოფლიოში მიმოფანტული მუსიკა ხელოვნების და ეკო აქტივიზმის გზით გავაერთიანოთ” – სხვა ყველაფერთან ერთად Vivie-ann ცნობილია თავის ეკო მეგობრული ინიციატივებით, მათ შორის #PlasticFreeParty, რომლის მიზანია, რომ მუსიკის სივრცეში ეკოლოგიური ცნობიერება გაზარდოს.
Miller-ის და Beatport-ის თანამშრომლობის კიდევ ერთი საინტერესო ასპექტია ლოკალური არტისტების მხარდამჭერი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი სცენის პროდიუსერებს შეუძლიათ წინასწარ შემოთავაზებული ხმების დახმარებით საკუთარი კომპოზიცია ააწყონ. ამ კომპოზიციებს შემდეგ ჟიური განიხილავს და თავის ფავორიტს Miller Mix-ის ღონისძიებაზე BLOND:ISH-თან ერთად დაკვრის შანსს აძლევს. გარდა ამისა, გამარჯვებულ არტისტს წვდომა ექნება სხვადასხვა Beatport-ის ინიცირებულ ვორქშოპებზე, მუსიკის შექმნისთვის აუცილებელ პროგრამებსა და ხელსაწყოებზე.
ბმული მონაწილეებისთვის: https://millermix.beatport.com/georgia
Miller Mix-ის ღონისძიების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ ღონისძიების და სტრიმების პარალელურად, Beatport თბილისის სცენაზე გადაიღებს დოკუმენტურ ფილმს, რომელზეც წვდომა ყველას ექნება.
25 ოქტომბრის ღონისძიებისთვის ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და მისი შეძენა შესაძლებელია შემდეგ ლინკზე: http://tkt.ge/BLONDISHKhidi


