fbpx

ნუცა აბაშიძის პირველ ფოტოგამოფენა –  “Daydreaming”


გააზიარე სტატია

CCA Tbilisi წარმოგიდგენთ ნუცა აბაშიძის პირველ ფოტოგამოფენას სახელწოდებით –  “Daydreaming”. გამოფენაზე ხელოვანი გვიყვება ცხადსა და სიზმარს შორის გარდამავალ მდგომარეობაზე. გამოსახულებები ასახავს ზღვრულ კავშირებს, სადაც გარემო და ადამიანი ერთმანეთს ერწყმის ან პირიქით, შორდება.

გადაღებისას განცდილ “უწონადობის” შეგრძნებას, რომელსაც ნუცა აბაშიძე “დღის ზმანებას” (Daydreaming) ადარებს, თავისი აღქმის ალტერნატივების ძიებისთვის იყენებს.

ნუცა აბაშიძე: “მუშაობის პროცესში ჩემთვის არ არსებობს კონკრეტული ტექნიკები, წესები ან წინასწარი განზრახვები. ყოველდღიურობის თითქოს უმნიშვნელო ეპიზოდები ერთ წამში იღებს ან კარგავს ფორმას და ვცდილობ ამ ცვლილებებს დავაკვირდე, გამოვააშკარაო ისინი  და ჩემებური ინტერპრეტაცია მოვუძებნო.

გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები მოიცავს 2021-2025 წლების პერიოდს. გამოსახულებების ძირითადი ნაწილი მობილური ტელეფონითაა გადაღებული.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.