fbpx

“ყვარელი ლეიქ რეზორტი” – წარმოსახვითი განსაწმენდელი ურბანული ქაოსიდან ეკოლოგიურად სუფთა გარემოში გადასასვლელად


გააზიარე სტატია

 ყვარელი ლეიქ რეზორტისსტუმრების მიმღები პავილიონი ერთგვარი წარმოსახვითი განსაწმენდელია დაბინძურებული ურბანული მოცემულობიდან ბუნებრივ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში გადასასვლელადშენობა ერთდროულად მყარად დამიწებულ და წარმოსახვით წრეზე მოძრავ ობიექტს წარმოადგენსსასტუმროსკენ მიმავალ გზაზე, სტუმრების მისაღებ სივრცეში მოხვედრისას, ვიზიტორი ხვდება შენობაში, რომელშიც ყველა მხრიდან ბუნებრივი გარემო შემოდის და შესაბამისად, ადამიანიც  ბუნების ნაწილად აღიქვამს თავს.

კახეთი აღმოსავლეთ საქართველოს ერთერთი ხშირად მონახულებადი რეგიონია, ყვარლის ტბა კი ქალაქ ყვარელთან მდებარე ყველაზე მიმზიდველი ადგილიტბა კახეთის მთათა სისტემაში ჩაძირული წყალია, რომელიც ყვარლის მთებით და მთებზე შეფენილი ტყით არის გარშემორტყმული

შენობის მდებარეობა ტბის  და ტყის ურთიერთშეხვედრის ადგილას არის განსაზღვრულიგეგმარებითი პროგრამა წარმოადგენს სასტუმროთათვის განკუთვნილ ცალკე მდგომ სტუმრების მიმღებ ობიექტს, რომელიც რეზორტის ტერიტორიაზე ვიზიტორის მისვლისას პირველი შემხვედრი შენობაა, მანქანის პარკინგზე დატოვების შემდეგ მიმართულებას აძლევს სასტუმროსკენ და ტერიტორიაზე ეკო ტრანსპორტით გადაადგილებას უზრუნველყოფს.

დავით გიორგაძე, არქიტექტორი: “პროექტზე მუშაობისას მთავარი გამოწვევა იყო, რომ უნდა დაგვეკმაყოფილებინა ვიზიტორებისთვის კომფორტული რეგისტრირებისა და გადაადგილების პროცესი და ასევე მომსახურე პერსონალისთვის მოხერხებული ოპერირება. 75 მანქანაზე გათვლილ პარკინგის სივრცეს დიდ ტერიტორია აქვს ათვისებული, შესაბამისად, საჭირო იყო ტერიტორიაზე შენობის ისე განთავსება, რომ ბუნებრივი გარემოსგან არ მოწყვეტილიყო. კვადრატული ფორმის შენობის 45 გრადუსით მობრუნებით გარემოს ყველა მხარესთან ვიზუალური და ფიზიკური კავშირი  შევქმენით. ინტერიერს და ექსტერიერს შორის საზღვარი გამქრალია, რის შედეგად შენობაში ყოფნისას იქმნება განცდა, რომ გარემოს ნაწილი ხარ.

შენობა წარმოადგენს ბეტონის კვადრატული ფორმის სახურავის ქვეშ მოქცეულ, ღია და დახურული სივრცეებისგან შექმნილ თავისუფალი გადაადგილების სისტემას. ეს თავისებურება ტემპერატურის ცვლილების შედეგად წარმოქმნილ ბუნებრივ განიავებასაც უწყობს ხელს. სახურავის ქვეშ არის მოქცეული რესეფშენის ძირითადი სივრცე, სტუმრებისთვის განკუთვნილი ტუალეტები, სერვისი და ბექ ოფისი. ბექ ოფისს, სადაც მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი საჭირო სივრცეები არის განთავსებული, საჯარო სივრცისგან იზოლირებული მდებარეობა აქვს, რაც ხელს უწყობს  ვიზიტორთათვის ეფექტური და კომფორტული სერვისის მიწოდებას.

შენობის ტექტონიკა წარმოადგენს ბეტონის კვადრატულ სახურავს, დაყრდნობილს ოთხ ელემენტზე: ორ დახურულ ბეტონის მზიდ მოცულობაზე (გეგმაში წრიული ფორმის სტუმრების ტუალეტებისთვის და კვადრატული ფორმის ბექ ოფისისთვის), ერთ კოლონაზე და რკინაბეტონის დისკოზე.

ორი მოცულობის დამაკავშირებელი მინის ვიტრაჟები გარემოზე 360 გრადუსით გახსნილ, კვადრატული ფორმის ძირითად სივრცეს შემოსაზღვრავენ. რკინაბეტონის სახურავი პერიმეტრულად 6მეტრიან კონსოლებს ქმნის, რომელიც ოთხი რკინაბეტონის კოჭით შეკრული დინამიკური გეომეტრიით არის გახისტებული

ყვარლის ტბის კურორტის სტუმრების მიმღები პავილიონი, რომლის ავტორი არქიტექტორი დავით გიორგაძეა, EUmies Awards -ზეა ნომინირებული. ევროკავშირის პრიზი თანამედროვე არქიტექტურისთვის – Mies van der Rohe Award, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული არქიტექტურული ჯილდოა. აქ განიხილება თანამედროვე არქიტექტურული პროექტები, რომლებიც გამოირჩევა ხარისხით, ინოვაციითა და სოციალურ/კულტურული გავლენით.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.