fbpx

Tbilisi Open Air 2026: Winter Edition გუდაური 28 თებერვალსა და 1-ელ მარტს გაიმართება.


გააზიარე სტატია

სიახლე Tbilisi Open Air-ისგან: ახალი ფესტივალი Tbilisi Open Air: Winter Edition, რომელიც 2026 წლის ზამთრის ბოლო და გაზაფხულის პირველ დღეს (28 თებერვალი – 1 მარტი), გუდაურში ჩატარდება. 

ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია თიბისი. Winter Edition, ისევე როგორც ზაფხულის Tbilisi Open Air, ყოველწლიური იქნება.  Tbilisi Open Air 2026: Winter Edition in Gudauri დღისა და ღამის მიხედვით გადანაწილებული იქნება როგორც ღია, ასევე შიდა სივრცეებში:

  •  28 თებერვალი – დღე:
    APRÈS SKI STAGE  Marco Polo Gudauri Outdoor Area (ღია სივრცე)
    კარი გაიღება 14:00-ზე.
    15:00 MECHANICAL RAINBOW | 16:00 STEPHANE | 17:30 BEDFORD FALLS | 19:00 REJJIE SNOW

 

  • 28 თებერვალი – ღამე:
    HIDEOUT STAGE  Marco Polo Gudauri Tennis Courts (დახურული სივრცე)
    კარი გაიღება 20:45-ზე.
    21:00 BJAZZ 11 & TEMURIKO | 22:30 SEVDA | 01:00 HARRISON BDP
  • 1 მარტი:
    მეორე საფესტივალო დღეს ფესტივალი მთაზე გადაინაცვლებს, სადაც 11:30 საათზე დაიწყება TOA Ski Challenge – სამოყვარულო სათხილამურო შეჯიბრი, რომელში მონაწილეობაც ყველა მსურველს შეეძლება.
    სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია დაახლოებით 13:00 საათზე დაიყება. დეტალური ინფორმაცია Ski Challenge-ის წესებისა და რეგისტრაციის პროცესის შესახებ თებერვალში გამოქვეყნდება.
    დაჯილდოების შემდეგ Khada Hut ‘Khijina’-ს გარე სივრცეში, Free-DOM Stage-ზე, მუსიკალური თავგადასავალი გაგრძელდება:
    14:00 მწვანე ოთახი | 15:00 ANNA SUÈ

 ბილეთები იყიდება ონლაინ: tkt.ge/openair 

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

იყიდება მხოლოდ პირველი დღის, 28 თებერვლის, ბილეთები.

1-ელი მარტის საფესტივალო დღეზე დასწრება ყველასთვის თავისუფალია.

Early Bird ეტაპზე იყიდება მხოლოდ 500 აბონემენტი (Full Pass), რომლის მფლობელებიც ფესტივალის სრულ პროგრამაზე შეძლებენ დასწრებას.

 

EARLY BIRD:

აბონემენტი – 100 ლარი

აბონემენტი ახალი თიბისი ბარათით – 85 ლარი

აბონემენტი თიბისი კონცეპტ Visa ბარათით – 75 ლარი

 Early Bird-ის დასრულების შემდეგ, აბონემენტის ფასი მოიმატებს და სხვა კატეგორიის ბილეთების გაყიდვაც დაიწყება.

 სასტუმრო Alpina-ს ფესტივალზე დასწრების მსურველებისთვის აქვს შეთავაზება, პაკეტი: სასტუმროს ნომერი + ფესტივალის აბონემენტი. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სასტუმროს: +995 591 27 08 57

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფესტივალზე ასაკობრივი შეზღუდვების შესახებ:

10 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის შემოსვლა უფასოა, მაგრამ მათ აუცილებლად უნდა ახლდეთ ბილეთიანი სრულწლოვანი პირი, რომელმაც უნდა იქონიოს ბავშვის ასაკის დამადასტურებელი მოწმობა.

11-17 წლის ასაკის მოზარდებისთვის ფესტივალზე შესვლა ფასიანია და მათაც აუცილებლად უნდა ახლდეთ თან ბილეთიანი სრულწლოვანი პირი.

18+ წლის მოზარდებს ფესტივალის ტერიტორიაზე მოხვედრა დამოუკიდებლად შეუძლიათ ბილეთის შეძენის შემდეგ, თუმცა მათაც თან უნდა იქონიონ ასაკის დამადასტურებელი მოწმობა.

 

მუსიკა ათავისუფლებს!


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.