Quick Internship Program – Quick-ს სჭირდება ტალანტები და თან ბევრი.
მათთვის, ვისაც საკუთარი უნარების იმედი აქვს და უნდა თავი გამოცადოს კრეატიულ ინდუსტრიაში, Quick აცხადებს ორ კვირიან ინტენსიურ უფასო ტრენინგ კურსს. კურსის დასრულების შემდეგ კი საუკეთესო სტუდენტები შეუერთდებიან Quick-ის გუნდის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას, რომელიც ძირითადად “work shadowing”-ის მოდელზეა დაფუძნებული. სტაჟიორები იმუშავებენ სააგენტოს გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად იმ პროექტების უმრავლესობაზე, რომლებზეც ისინი ყოველდღიურად მუშაობენ.
AI-ს გავლენით ტალანტების ბაზარი შეიცვალა. სტრუქტურირებული ცოდნა უფრო ხელმისაწვდომი გახდა, და თან ეს ცოდნა მუდამ იცვლება. ამის გამო, ჩვენი კრიტერიუმებიც შეიცვალა – ვცდილობთ ვიპოვოთ ისინი, ვისაც ყველაზე მეტად უყვართ ახალი ცოდნის მიღება და აქვთ უნარი აყვნენ ჩვენს ტემპს. სტრუქტურა, რომელსაც პროგრამა ეფუძნება, იმ ადამიანების აღმოჩენაზეა მორგებული, ვისაც საინტერესო და კრეატიული პროექტების კეთების ყველაზე დიდი მოტივაცია აქვთ.
პირველ ეტაპზე, დაინტერესებული ადამიანები Quick-ის ვებგვერდზე უნდა გაეცნონ სტაჟირების მიმართულებებს და გაგზავნონ CV და 500 სიტყვიანი სამოტივაციო წერილი. ტრენინგზე დამსწრე ადამიანების ადგილები შეზღუდულია, ამიტომ აირჩევიან ყველაზე მეტად მოტივირებული მონაწილეები.
ამის შემდეგ დაიწყება ორ კვირიანი პრაქტიკული ტრენინგები. ჩვენი გუნდის პროფესიონალები მონაწილეებს გადასცემენ ყველა იმ ცოდნასა და ინსპირაციას, რაც აუცილებელია სააგენტოში მუშაობის დასაწყებად. ისინი:
- გაეცნობიან Quick-ის მუშაობის სტილს და სააგენტოს ღირებულებებს
- შეიძენენ საბაზისო ცოდნას სარეკლამო სფეროში
- შეასრულებენ მცირე, რეალურ დავალებებს
- მიიღებენ რეგულარულ უკუკავშირს მენტორებისგან, რაც დაეხმარებათ სწრაფ პროფესიულ განვითარებაში და სწავლის პროცესში
ტრენინგის ბოლოს მონაწილეები გააკეთებენ საბოლოო პროექტს. პროექტისა და ზოგადი მოტივაციის საფუძველზე შეირჩევა გარკვეული რაოდენობა, რომლებიც Quick-ის ანაზღაურებადი სტაჟირების გუნდს შეუერთდებიან და საკუთარ მენტორებთან ერთად დაიწყებენ რეალურ პროექტებზე მუშაობას.
Quick-ში გვჯერა, რომ მონდომებული ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის შესაბამისი გარემოსა და შესაძლებლობების შექმნის შემთხვევაში, ისინი თავადვე შეძლებენ აამაღლონ კრეატიული სტანდარტი საქართველოში და აკეთონ განსაკუთრებული, დასამახსოვრებელი პროექტები.
თუ ამ სტატიის კითხვისას საკუთარი თავი ამოიცანი და თვლი, რომ ჩვენსავით გიყვარს ეს სფერო, მაშინ შემოუერთდი პროექტს.


