ბუკინისტური წიგნის ფესტივალი – 22-23 აპრილი
ცოტა არ არის ისეთ ადამიანთა რიცხვი, რომელსაც რაც გინდ კარგი გამოცემა იყოს, მაინც ძველი წიგნი ურჩევნია ახალს. იმ ძველ გამოცემებში თითქოს რაღაც ნოსტალგიას ხედავენ, კონკრეტულ ყდებთან და ფურცლებთან თავიანთი ემოციური მიჯაჭვულობა აქვთ. ზოგს უბრალოდ ძველი წიგნის სუნი უყვარს… ყველას თავისი დამოკიდებულება და განცდა აქვს წიგნებთან…
ქართველი მკითხველი უკვე დიდი ხანია, რაც მეგობრობს წიგნის ფესტივალებთან, მაგრამ მსგავსი ღონისძიების ბრწყინვალების შესახებ ჯერ ცოტა თუ გვსმენია.
წელს აპრილი წიგნის მოყვარულთთათვის კიდევ ერთი ამბით ხდება განსაკუთრებულად ძვირფასი – 22-23 აპრილს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი წიგნის საერთაშორისო დღეს მასშტაბურ ღონისძიებას უძღვნის. საქართველოში მსგავსი ფესტივალი პირველად ტარდება და ლიტერატურის მოყვარულებს დაუვიწყარ ორ დღეს სთავაზობს.
სტუმრებთან შესახვედრად ქალაქის ცნობილი და საყვარელი ბუკინისტები შეიკრიბებიან, მოაწყობენ სხვადასხვა სახის ექსპოზიციებს, დამთვალიერებელს გააცნობენ ნახატებს, პოსტერებს, ჟურნალ-გაზეთებს, წიგნებსა და ღია ბარათებს. აქ დაგხვდებათ უნიკალური ბიბლიოგრაფიული მასალები მათი საოცარი კოლექციებიდან.
ღონისძიება უამრავ საინტერესო აქტივოას აერთიანებს და ნებისმიერი დამთვალიერებლის გულის მოგებას გვპირდება.
მათ, ვისაც უყვართ ბუკინისტური წიგნები, ყველაფერი ეს ერთ სივრცეში ელით და კოლექციათა გამდიდრების უნიკალური შანსი ეძლევათ.
ფესტივალზე მისულთ სხვა არაერთი აქტივობა დახვდებათ, სხვადასხვა სახის აქტივობები. არ გამოგრჩAt ლიტერატურული თავგადასავლები და გაატარეთ დაუვიწყარი დღეები ბუკინისტური წიგნების ფესტივალზე.
ქართველ მკითხველებს ძალიან კარგი შანსი გვაქვს, შევხვდAt 22 და 23 აპრილს 11:00-დან 20:00 საათამდე, გუდიაშვილის 7 ნომერი, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი.
182 total views, 21 views today


