JBS სკოლა ახალი საგანმანათლებლო სივრცე თანამედროვე ჰოლისტური განათლების მოდელით
საქართველოში ახალი საგანმანათლებლო სივრცე, JBS სკოლა იხსნება. სკოლა მოსწავლეებს თანამედროვე ჰოლისტური განათლების მოდელს სთავაზობს, რაც ნიშნავს, რომ განათლება არ შემოიფარგლება მხოლოდ აკადემიური ცოდნით. აქ ყურადღება ექცევა მოსწავლის, როგორც ინტელექტურალურ, ისე ემოციურ, სოციალურ და შემოქმედებით განვითარებას.
ჰოლისტური ნიშნავს მთლიანობას, ერთიან ხედვას. განვითარების ამგვარი მოდელი კი პასუხს სცემს ყველა ახალ საგანმანათლებლო პრობლემასა და გამოწვევას.
ახალი საგანმანათლებლო სივრცის გაჩენა და ფუნქციონირება კი ახალ გამოწვევებს ბადებს ბრენდინგისა და დიზაინის სფეროში. იმისათვის, რომ ნებისმიერმა ორგანიზაციამ, მათ შორის სკოლამაც ბუნებრივად და მკვეთრად მიაწვდინოს მესიჯი საზოგადოებას აუცილებელია სწორი და დასამახსოვრებელი ვიზუალი და სტილი, ბრენდინგი და დიზაინი.
JBS სკოლის კონცეფციის ვიზუალუზაციის ამოცანა დიზაინის ინსტიტუტის გუნდს ხვდა წილად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ახალი საგანმანათლებლო სივრცე ახალი მეთოლოგიის გარდა, ისტორიას, კონკრეტულად კი, ჯანო ბაგრატიონის მემკვიდრეობას ატარებს. გუნდის მიზანი იყო ეპოვა ბალანსი და გარდაექმნა ლეგენდარული ქართველი ოლიმპიელი სპორტსმენის ღირებულებები თანამედროვე აკადემიურ სისტემაში. ღირებულებები და სისტემა, რომელიც ახალ სტანდარტებს დაამყარებდა განათლების სფეროში.
“ჩემპიონის სული” და “ჯანსაღი კონკურენცია არა მხოლოდ მოედანზე, არამედ ცხოვრებაშიც” – ეს იყო ჯანო ბაგრატიონის მემკვიდრეობისა და თანამედროვე ჰოლისტური მეთოდის ბალანსი, რომელიც ბრენდინგის მთავარ მოტივად და მიზნად იქცა, რადგან JBS სკოლა ორიენტირებულია სწავლებასა და იმ უნარ-ჩვევების განვითარებაზე ბავშვებში, რომელიც არა მხოლოდ სკოლასა და გამოცდებზე, არამედ სკოლის გარეთ, რეალურ ცხოვრებაშიც გამოადგებათ, რადგან კითხვაზე რა ვისწავლეთ სკოლაში? ან გამოგვადგა თუ არა სკოლაში მიღებული ცოდნა ცხოვრებაში? -ვიღებთ ნეგატიურ და გამოუსედაგარ პასუხებს
“ჩვენი მიზანი იყო, საქართველოშიც შეგვექმნა გარემო, სადაც თანაბრად ზრუნავენ ბავშვების გონების, სხეულისა და ხასიათის განვითარებაზე. ეს არ უნდა ყოფილიყო რიგითი სკოლა ეს უნდა ყოფილიყო ადგილი, სადაც ბავშვები შეუპოვარ და თავდაჯერებულ ადამიანებად ყალიბდებიან”– აცხადებს JBS სკოლის თანადამფუძნებელი ლევან ახვლედიანი.
მაგრამ სრულყოფილი და სწორი პოზიციონირებისათვის ბაზარზე, აუცილებლია ასევე ამ ბაზრის შესწავლაც, რადგან JBS სკოლა ახალი, ამბიციური და უცხო განაცხადია აკადემიურ სივრცეში და მნიშვნელოვანია ბრენდინგი იყოს ინოვაციური, მაგრამ ამავდროულად კონსერვატიული და დინამიურიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გასაგები და სანდო მშობლებისათვის.
კვლევითი კომპანია “ანოვას” ჩართულობით გამოირკვა, რომ მშობლებისთვის დღევანდელ რეალობაში აკადემიურ მიღწევებზე მეტად ბავშვების ემოციური უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი. სწორად აქ შეიცვალა გუნდის ფოკუსი და ბრენდს დაემატა ახალი მესიჯი “ემოციური უსაფრთხოება და პიროვნული განვითარება.”
ბრენდის სტრატეგიული ჩარჩო დაეფუძნა განათლების საერთაშორისო ექსპერტის, ტროი ფილმანის გამოცდილებას, რომელმაც JBS სკოლის ყოვლისმომცველი პროგრამა და განათლების მოდელი შეიმუშავა, ხოლო შემოქმედებითი დავალება გადაეცა დიზაინერს გია ბოხუას, რომლის ხედვა და ნამუშევრებიც გამოირჩევა კონცეპტუალური სიზუსტითა და სიმარტივით.
“JBS Academy-ის ლოგო შექმნილია თამამი და მასიური JBS ვორდმარკის საფუძველზე, რაც იდენტობას ძლიერ და თავდაჯერებულ ხასიათს აძლევს. ამავე დროს, მისი მოცულობითი ასოები საშუალებას იძლევა, შიგნით სპორტული აქტივობების გამოსახულებები მოექცეს, რაც ლოგოს უფრო დინამიკურ სისტემად ხდის. ეს მიდგომა იდენტობას მეტ მრავალფეროვნებას სძენს, რადგან ლოგო ერთდროულად ფუნქციონირებს როგორც მკაფიო, დამოუკიდებელი ნიშანი და როგორც მოქნილი გრაფიკული ელემენტი.
ჯამში, გვაქვს მყარი ნიშანი, რომელსაც მხარს უჭერს ცოცხალი ფლუორესცენტური მწვანე ფერი. ეს ფერი შესანიშნავად აისახება ბრენდის ტანსაცმელსა და ბეჭდვით მასალებზე. საბოლოოდ იქმნება გამორჩეული, ენერგიული და თანამედროვე იდენტობა, რომელიც ბრენდს თავდაჯერებულ და ადვილად დასამახსოვრებელ ვიზუალურ სახეს აძლევს, ხოლო მის განვითარებას ძლიერი და დამაჯერებელი საწყისით ამყარებს. “- საუბრობს დიზაინერი გია ბოხუა.
საბოლოო ჯამში შერჩეული სტილი ნაკლებად დამკვიდრებულია საგანმანათლებლო სფეროში, მაგრამ ის მკვეთრად გამოხატავს ბრენდის ღირებულებებს. ხოლო გზა, რომელიც გაიარა გუნდმა კონცეფციიდან ვიზუალამდე, მნიშვნელოვანი, საინტერესო და რაც ყველაზე მთავარია თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია დიზაინს, კომპლექსურ კვლევასა და გამართულ სტრატეგიას შექმნას არა მხოლოდ ორგანიზაციის იმიჯი, არამედ საფუძველი ჩაუყაროს ახალ საგანმანათლებლო კულტურას. ამ შემთხვევაში JBS სკოლისა და დიზაინის ინსტიტუტის თანამშრომლობით საფუძველი ჩაეყარა ერთობლივ გამარჯვებას, რომელიც ქვეყნის მომავალს ემსახურება.
JBS სკოლა პირველ მოსწავლეებს 2026 წლის სექტემბრიდან მიიღებს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
+995511703344
თბილისი, ო. ჩხეიძის 5.







