fbpx

TAIFUN – ქართული ლეიბლი OneOneWorld წარმოგიდგენთ ახალი ტრეკის მუსიკალურ ვიდეოს


გააზიარე სტატია


ავტორი: თამუნა გეფერიძე

TAIFUN-ის მუსიკალური ვიდეოს პრემიერა 7 მაისს შედგა. ახალ ტრეკს ასრულებენ Amikko, Sabanayesyes, Tashyo და Akasix6six. ტრეკი კი ახალი ქართული ლეიბლის, OneOneWorld-ის ფარგლებში გამოიცა. 

მუსიკალურ ვიდეოზე ერთდროულად რამდენიმე არტისტმა იმუშავა. გადაღება – ტატო კოტეტიშვილი, პოსტ პროდაქშენი – ვინდა ფოლიო, პროდიუსინგი – ჰიპ-ჰოპ მოძრაობა “კვალი”, სცენარი კი თვითონ ტრეკის ავტორებსა და ნიკოლოზ მდივანს ეკუთვნით.  

რაც შეეხება ტრეკს, ის არის საკმაოდ პოზიტიური, მარტივად დასამახსოვრებელი და  ვიდეო დრამატურგიულად ფილმსაც კი მოგაგონებთ. სიმღერა და ვიზუალური მხარეც ეხება საკუთარ თავზე ზრუნვას, მოვლას, საკუთარი თავის “შეკეთებას”. ვიდეოს შექმნის მიზანი იყო მსმენელისთვის გაგვეზიარებინა ის სითბო, რომელიც თან ახლავს ამ ქმედებებს.  

TAIFUN რეალურად ერთი წლის წინ ჩაიწერა, სპონტანურად, მაგრამ ჩაწერისთანავე არტისტები მიხვდნენ, რომ ის განსაკუთრებული იყო და ვიდეოკლიპის გადაღების იდეაც მალევე გაჩნდა. თავდაპირველად Tashyo-მ ჩაწერა მისამღერი უნდა მოუარო სულ, უნდა შეაკეთო სულ…” და შემდეგი ვერსიებიც ბუნებრივად მიჰყვა. 

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by @oneoneworld_

არტისტის თქმით, გუნდის გარეშე ვიდეოკლიპი ვერ იხილავდა დღის სინათლეს, მაგრამ ერთობლივი ძალისხმევით, 2 მაისს გამოვიდა  ტრეკი და ვიდეომასალაც. ახალი ლეიბლიც – OneOneWorld  ზუსტად ის სივრცე და გუნდია, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ერთიანობას. 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.