fbpx

კინოდაჯილდოება „ელისო 2026-ის“ ჟიურის შემადგენლობა ცნობილია


გააზიარე სტატია

წელს, ნატო ვაჩნაძის ფონდის მიერ ორგანიზებული კინოდაჯილდოება „ელისო“ მესამედ, ტრადიციულად გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში გაიმართება, სადაც გამარჯვებულები ექვს კატეგორიაში გამოვლინდებიან:

  • საუკეთესო ფილმი
  • საუკეთესო რეჟისორი
  • საუკეთესო ოპერატორი
  • საუკეთესო მსახიობი
  • საუკეთესო მონტაჟი
  • საუკეთესო კინო მუსიკა

 

დაჯილდოება „ელისოს“ გენერალური სპონსორია თიბისი.

პროექტის მთავარი პარტნიორი: კოკა-კოლა.

მხარდამჭერები – რუმს ჰოტელი, სარაჯიშვილი, ბლუტაბლა, ენკენი ფილმსი, ზუმერი, დანიის ინსტიტუტი, პოლონეთის ინსტიტუტი, ანდერსენი.

მედია პარტნიორი: At.ge.

ფილმებს მესამე წელია ქართველი და საერთაშორისო კინოპროფესიონალებისგან შემდგარი ჟიური აფასებს.

 

2026 წლის ჟიურის შემადგენლობა:


ანგელა შანელეკი – გერმანია
რეჟისორი/სცენარისტი/მსახიობი



თეო ხატიაშვილი – საქართველო
კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

 

მალგორჟატა შუმოვსკა – პოლონეთი
რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი

 

ლეა გლობი – დანია
რეჟისორი, კინოოპერატორი

 

გიორგი შველიძე –  საქართველო
კინოოპერატორი

 

„ელისო“ საქართველოში ერთადერთი მოქმედი პროფესიული კინოდაჯილდოებაა. წელს ნომინაციებს შორის პირველადაა საუკეთესო კინო მუსიკა.

როგორც, ნატო ვაჩნაძის ფონდის დირექტორი, ნატალია ჯუღელი ამბობს, მიუხედავად სირთულეებისა, 2026 წელს მრავალფეროვანი და დატვირთული კონკურსი გველის – 

”წელს 11 ფილმი შემოვიდა და საკმაოდ ძლიერი კონკურსია. ფინანსური ნაკლებობის მიუხედავად, ქართული კინო წინ მიიწევს და კინოავტორებს მკვეთრად გამოხატული და სრულიად განსხვავებული ხმა აქვთ.  სწორედ ამიტომ შევეცადეთ მრავალფეროვანი ჟიური გვყოლოდა.
ძალიან საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ”


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.