„საქართველო, როგორც ქეისი: დემოკრატიიდან ავტორიტარულ მმართველობამდე“
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ბერლინში მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართება.
ღონისძიების ორგანიზატორია ახლად დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ-გერმანული ქალთა ალიანსი“ (GGWA) და მისი თანადამფუძნებელი – საერთაშორისო სისხლის სამართლის მკვლევარი და ადამიანის უფლებათა იურისტი სოფიკო შაბურიშვილი.
ეს ინიციატივა ეკუთვნით ბერლინში მცხოვრებ ქართველ ქალებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ძალების გაერთიანებით შეუძლიათ პერსპექტივის შეცვლა და რეალური ცვლილებების მოტანა. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ერთად ძალა ვართ! ბერლინში უამრავი ნიჭიერი და გამორჩეული ქართველი ქალი ცხოვრობს, რომლებსაც გერმანელ კოლეგებთან ერთად ბევრი მნიშვნელოვანი და სასიკეთო საქმის კეთება შეუძლიათ. ეს პლატფორმა სწორედ ამ ერთიანობას, საზოგადოებრივ პროცესებში ქალების ხშირად უხილავ, თუმცა გადამწყვეტ როლსა და ჩვენს საერთო, დემოკრატიულ მომავალს ეძღვნება.
ღონისძიება აერთიანებს სამართლის, პოლიტიკის, სოციოლოგიისა და მედიის ექსპერტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ხელოვანებს, რათა სიღრმისეულად გააანალიზონ საქართველოში განვითარებული მოვლენები და შეაფასონ არსებული ვითარება ევროპული პერსპექტივიდან.
2026 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ბერლინში, PANDA Platform-ზე შეკრება არა ზეიმს, არამედ რეალობის გააზრებას მიეძღვნება. იმ დროს, როდესაც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები რეალურ დროში ინგრევა, ექსპერტები, რომლებიც ამ ეროზიის უშუალო მოწმეები არიან, ავტორიტარული მიტაცების მექანიზმებს გააანალიზებენ იმ ხელოვანებთან ერთად, რომლებიც საზოგადოების დაუმორჩილებლობას აღბეჭდავენ.
„საქართველო, როგორც ქეისი: დემოკრატიიდან ავტორიტარულ მმართველობამდე“ აერთიანებს იურისტებს, რომლებიც ეროზირებულ სასამართლო დარბაზებში იბრძოდნენ, ჟურნალისტებს, რომლებიც სახელმწიფო ზეწოლის ქვეშ მუშაობენ, ეკონომისტებს, რომლებიც ინსტიტუციურ იარაღად ქცევის პროცესს აკვირდებიან და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს, რომლებიც რეპრესირებულ სამოქალაქო სივრცეში მოქმედებენ. მათი გზავნილია: ის, რაც საქართველოში ხდება, არის მოდელი და არა ანომალია.
- როდის: ორშაბათი, 2026 წლის 26 მაისი
- კარი გაიღება: 18:30 | დასაწყისი: 19:00
- სად: PANDA platforma, Knaackstraße 97 (Kulturbrauerei-ის მცირე ეზოში), 10435 ბერლინი
ნაწილი I – ექსპერტთა პანელი: უკუსვლის ანატომია
საქართველოსა და გერმანიის ექსპერტები (იურისტები, პოლიტოლოგები, ეკონომისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები) განიხილავენ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევის პროცესს და იმ ადრეულ ნიშნებს, რომლებითაც ავტორიტარული ტენდენციების ამოცნობაა შესაძლებელი.
მოდერატორები
- ანა ლომია, LL.M. – გამოცდილი იურისტი და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი. მუშაობდა გერმანიის ბუნდესტაგსა და საერთაშორისო კორპორაციებში.
- ლანა ჩხარტიშვილი, LL.M. – მმართველობის სტრატეგი და საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის აპარატის ყოფილი უფროსი.
- სალომე დვალი, LL.M. – საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამოქალაქო ჩართულობის სპეციალისტი, რომელიც ბერლინში დემოკრატიული მედეგობის პროექტებზე მუშაობს.
სპიკერები | პანელი I, ნაწილი I
- ალიონა სტრუჟი – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) აღმოსავლეთ ევროპის მიმართულების კოორდინატორი.
- თამუნა ილურიძე – ბერლინში მოღვაწე დამოუკიდებელი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი.
- ნინო ვადაჭკორია მიუნხი – ბერლინის ჰერტის სკოლის (Hertie School) სამაგისტრო პროგრამების ასოცირებული დეკანი.
- ნინო სააკაშვილი – სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ექსპერტი 30-წლიანი გამოცდილებით, ფონდ „ჰორიზონტის“ დამფუძნებელი.
- დოქტორი ლელა გრისბახი – ორგანიზაცია MY GEORGIA Women e.V.-ის დამფუძნებელი, მუშაობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე.
სპიკერები | პანელი I, ნაწილი II
- სოფიკო შაბურიშვილი – ადამიანის უფლებათა იურისტი და ქართულ-გერმანული ქალთა ალიანსის თანადამფუძნებელი.
- ანასტასია პოციუმბანი – გერმანიის საგარეო პოლიტიკის საბჭოს (DGAP) მკვლევარი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში.
- ნინო ლეჟავა – ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სასტიპენდიო პროგრამის ხელმძღვანელი (2026 წლის ივლისიდან), „სოვლაბის“ თანადამფუძნებელი.
- ლაურა ვორში – ბერლინის ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის (IEP) მკვლევარი აღმოსავლეთ სამეზობლოსა და სამოქალაქო ჩართულობის მიმართულებით.
- ლელა სისაური – ბერლინ-მიტეს რაიონულ საკრებულოში (BVV Mitte) „მწვანეების“ ფრაქციის სპიკერი კულტურისა და განათლების საკითხებში.
ნაწილი II – ხელოვნება, წინააღმდეგობა, მეხსიერება
მულტიმედიური გამოფენა და ვიდეოპროგრამა, რომელიც ეძღვნება პროტესტებს, პოლიტპატიმრებსა და სამოქალაქო წინააღმდეგობას.
მონაწილე ხელოვანები
- სოფია (სოფო) ტაბატაძე – ბერლინში მოღვაწე არტისტი და კურატორი. წარმოადგენს პროექტს “ახალი ქართული ანბანი”.
- ნინა სუმბაძე – ვიდეოარტისტი. ქმნის ქრონოლოგიურ კოლაჟებს საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ.
- ნათია ზანონი / Lila Veil – მომღერალი და მუსიკოსი, რომელიც ღონისძიებაზე ცოცხლად შეასრულებს კომპოზიციებს.
- ნინო იოსელიანი – მულტიდისციპლინური არტისტი, რომელიც დამსწრეებს საკუთარ ილუსტრირებულ პოეზიას გააცნობს.
- ნანა იოსელიანი (nana.ios) – ვოკალისტი და პროდიუსერი, რომელიც აერთიანებს dream-pop-სა და ციფრულ თხრობას.
- DJ Maloin (მაიკო ხუფაცარია) – ფოტოგრაფი და დიჯეი. მისი შემოქმედება ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების სინთეზია.
ორგანიზატორები:
„ქართულ-გერმანული ქალთა ალიანსი“ (GGWA), MY GEORGIA Women e.V. და ბერლინში მოქმედი ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.
ასაკობრივი შეზღუდვა: 18 წლამდე პირებს PANDA platforma-ზე დაშვება შეუძლიათ მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით (§5 JuSchG).



