fbpx

როგორ გარდაქმნა BIIMO-მ Tbilisi Art Fair-ის ბროშურა ხელოვნებად


გააზიარე სტატია

BIIMO-მ ციფრული ინსტალაცია შექმნა, რომელიც განთავსდა თბილისის ხელოვნების ბაზრობის ბროშურაზე. ის, რაც საინფორმაციო მასალაა, ღონისძიების დასრულების შემდეგ, საკოლექციო ციფრული ხელოვნების ობიექტად გარდაიქმნა.

“წელს TAF • Tbilisi Art Fair მიმდინარეობს. ჩემი ძირითადი მიმართულება ციფრული ხელოვნება და ქუჩაა, ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა “Augmented Reality tag”, რომელიც ყველას შეუძლია ნახოს მობილურის დახმარებით, taf-ის საინფორმაციო ბროშურაზე. 

ჩემი ფიქრები იმ ადამიანებთან არის, ვინც პოლიტიკური თუ სოციალური მდგომარეობის გამო იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, ან ახლა იღებს ამ რთულ გადაწყვეტილებას. ქართველი ხელოვანები (მათ შორის მეც), წლებია ამ მოცემულობაში ვართ. ერთმანეთის მხარდაჭერაა ის, რაც გვჭირდება ერთიანობისთვის. 

წასვლა არ ნიშნავს, რომ სახლი დატოვე. ახალ გარემოშიც კი, იდენტობა და მეხსიერება “ძველ მისამართზე” რჩება – ეს არის გადარჩენისა და საკუთარი თავის ხელახლა პოვნის პროცესი. 

მუდამ უნდა ვისაუბროთ გამოწვევებზე ასეთი პლატფორმების გამოყენებით, როგორიც taf ან სხვა პროექტებია. თან ქაღალდი, რომელიც უნდა გადაეყარათ, ახლა შეიძლება შეგროვდეს  და ეს იდეა ძალიან მომწონს.”

როგორ შეიქმნა ინსტალაცია?

დავწერე სპეციალური WEB AR რედაქტორი, რომელშიც დამეხმარა ჩემ მიერ შექმნილი ციფრული სკულპტურა და გადავწყვიტე სცენა მომემზადებინა. შემდეგ შევარჩიე taf-ის საინფორმაციო ფურცელი, გადავაქციე მარკერად და გახდა ჩემი ინსტალაციის მთავარი ობიექტი.

 

ვინ არის BIIMO?

BIIMO ქართველი ხელოვანია, რომლის მთავარი სცენა ქუჩაა და ძირითადი მიმართულება – ციფრული ხელოვნება. 

BIIMO-ს ინსტალაციები ვენეციის ბიენალეზე, საქართველოს პარლამენტის შენობაზე, მუზეუმებსა და დიდ საგამოფენო სივრცეებში გვხვდება, მათ შორის:

2026 წელს გამოიფინა ამსტერდამში, rijksmuseum-ში,  Google AI-ის გუნდისა და  ArtCrush Gallery-ის ერთობლივი ორგანიზებით.  თემა: მუზეუმში დაცული ხელოვნების ნიმუშების გარდაქმნა ციფრულ სამყაროში. ნახვა შესაძლებელია აქ: Wildeman op een eenhoorn | Digital Forest

2026 წელს მარტში BEEPLE STUDIOS x Shepard Fairey (Obey Giant)-თან და სხვა ხელოვანებთან ერთად წარმოდგენილი იყო მისი ნამუშევარი “Follow Me”.

BIIMO ქართულმა საზოგადოებამ გაიცნო “PUPPET HOUSE” ინსტალაციით, რომელიც 2021 წელს პარლამენტის შენობაზე პროექტორის დახმარებით განათავსა.

ამას მოჰყვა ლევან ამაშუკელთან კოლაბორაციით, ერთობლივი ციფრული ინსტალაცია 2022 წელს  “ДЕТИ” ვენეციის ბიენალეს რუსეთის პავილიონის ფასადზე.

BIIMO-ს სიახლეები შეგიძლიათ გამოიწეროთ აქ: https://www.facebook.com/biimo.2024/ 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.