ZEG Storytelling Festival ივნისში ბრუნდება
19 ივნისს ZEG Storytelling Festival მეექვსედ ბრუნდება და აერთიანებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან ამბების მთხრობელებს, მოაზროვნეებსა და შემოქმედებს სხვადასხვა სფეროდან.
დღეს მსოფლიო ერთდროულად რამდენიმე ფრონტის ხაზზეა. ომები მიმდინარეობს როგორც ბრძოლის, ისე საინფორმაციო ველზე. დემოკრატიული ღირებულებები საფრთხის წინაშეა, სიმართლე კი დაუსრულებელი თავდასხმის ობიექტი. ამ ხმაურში ხშირად სწორედ ის ისტორიები რჩება ჩრდილში, რომლებიც რეალობის აღქმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ფესტივალი, როგორც ყოველთვის, სივრცეს უთმობს კომპლექსური თემების განხილვასა და საინსპირაციო აქტივობებს, მათ შორის – პანელურ დისკუსიებს, პერფორმანსებს, ვორქშოფებს, ფილმების ჩვენებას, საფეხმავლო ტურებსა და სხვა საინტერესო გამოწვევებს.
ZEG შექმნილია იმ ადამიანებისათვის, ვისაც სჯერა, რომ ამბებს სამყაროს შეცვლა შეუძლიათ. ფესტივალის მონაწილეთა სია კი იმდენად მრავალფეროვანია, რომ ნებისმიერი პროფესიის მსმენელი იპოვის შთაგონებასა და მოტივაციას.
100-ზე მეტ მომხსენებელს შორის არიან:
ვიეტ თან ნგუენი – პულიცერის პრემიის ლაურეატი, წიგნის, The Sympathizer-ის ავტორი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მწერალი ომებსა და იძულებითი გადაადგილების თემებზე; დევიდ ბელტი – მეწარმე და ნოვატორი, დეველოპერი, რომელმაც ბრუკლინის გემთსაშენის საუკუნოვანი საწყობი New Lab-ად აქცია და ნიუ-იორკის ტექნოლოგიური სფეროს 50 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დასახელდა; კარენ ჰაო – ჟურნალისტი, რომლის ნამუშევარიც Empire of AI ცვლის წარმოდგენას იმაზე, თუ ვინ აკონტროლებს რეალურად ხელოვნური ინტელექტის რევოლუციას; ზელდა პერკინსი – ჰარვი ვაინშტაინის ყოფილი ასისტენტი, რომლის ათწლიანმა კამპანიამ გაუთქმელობის ხელშეკრულებების (NDA) წინააღმდეგ ბრიტანული კანონმდებლობა შეცვალა; კუმი ნაიდუ – სამხრეთაფრიკელი უფლებადამცველი, რომელიც 15 წლის ასაკში აპართეიდის წინააღმდეგ სკოლების ბოიკოტს უწევდა ორგანიზებას, მოგვიანებით კი ხელმძღვანელობდა Greenpeace-ისა და Amnesty International-ს; მაიკლ ბარენბოიმი – მევიოლინე, West-Eastern Divan Orchestra-ს კონცერტმაისტერი; ლეოპოლდო ლოპესი – ვენესუელელი ოპოზიციის ლიდერი, რომელმაც წლები გაატარა მადუროს ციხეში და შექმნა გლობალური მოძრაობა იმ ადამიანებისა, რომლებიც უარს ამბობენ ავტოკრატიის გამარჯვებასთან შეგუებაზე.
წელს ფესტივალს უბრუნდებიან წინა წლის მომხსენებლებიც:
ბაო ნგუენი – ემის ნომინანტი რეჟისორი, მისი ბოლო ფილმი The Stringer იკვლევს ვიეტნამის ომის ყველაზე ცნობილი ფოტოს სადავო ავტორობას; ჯული პოსეტი – დეზინფორმაციის მკვლევარი, რომელიც ამჟამად მარია რესას პროექტს, Information Integrity Initiative-ს ხელმძღვანელობს; რეიჩელ კორპი – ITN-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც გაიარა გზა სტუდენტი-ფრილანსერობიდან ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე სანდო საინფორმაციო ორგანიზაციის მართვამდე; ჯეიკ ფრიდმანი – კრეატიული მეწარმე, რომელმაც საკუთარი ხმის ჩამწერი ლეიბლი 19 წლის ასაკში დააარსა და მუსიკას, თეატრსა და კინოს აკავშირებს; ჯონ ლი ანდერსონი – The New Yorker-ის ჟურნალისტი და ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო კორესპონდენტი; ელაიზა ანიანგვე – კამერუნელი ემის მფლობელი ჟურნალისტი, რომელიც გენდერისა და ძალაუფლების საკითხებზე მუშაობს.
სპიკერების სრული სია ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
ფესტივალის დასახელება – ZEG იდეალურად ასახავს ჩვენს მისიას: აღმოვაჩინოთ და გავაზიაროთ ამბები, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დღეს, არამედ მნიშვნელოვანი გახდება შემდგომშიც. გვჯერა, რომ საინტერესო ამბის თხრობა მოითხოვს დისციპლინებს შორის ბარიერების დამსხვრევას და სწორედ ამიტომაც ZEG-ის გარშემო ვაერთიანებთ მწერლებს, მოაზროვნეებს, კინორეჟისორებს, ჟურნალისტებს, მეწარმეებსა და ხელოვანებს.
ფესტივალი 19-21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
ფესტივალის მხარდამჭერები: TBC Concept, UN Women, Tegeta, Volvo, Coca-Cola, AI Collaborative, The European Union, OHCHR, ALTA, Embassy of the Kingdom of the Netherlands to Georgia, Embassy of the Federal Republic of Germany Tbilisi, betsson.sport, Adjara Group, Honore, TKT.GE
მედია მხარდამჭერები: BPN, AT.ge, Georgia Today, OK Magazine, What About Georgia
ბილეთები: https://www.zegfest.com/tickets
*თიბისი კონცეპტის ნებისმიერ სადებეტო ბარათზე ვრცელდება 15%-იანი ფასდაკლება.
- მეტი ინფორმაცია წაიკითხე აქ: https://www.zegfest.com
- სიახლეებისთვის გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენი: https://www.zegfest.com/sign-up
- მოგვძებნეთ სოციალურ ქსელში: Facebook, Instagram, LinkedIn, X, YouTube, TikTok



