მოქნილი ქალაქი – მარკუს აპენცელერის ლექცია სამხატვრო აკადემიაში
„რაც უფრო კომფორტული ხდება ჩვენი ქალაქი, მით უფრო მყიფე, ძვირი, არაჯანსაღი და უცნაურად უსახური ხდება ის. კომფორტი, როცა მას ზღვარგადასულად ვესწრაფვით, საბოლოოდ თავადვე იქცევა დისკომფორტად,“ – მარკუს აპენცელერი.
5 ივნისს, 16:00 საათზე სამხატვრო აკადემიაში გიწვევთ გერმანელი ურბანისტის, მარკუს აპენცელერის ღია ლექციაზე, სახელწოდებით „მოქნილი ქალაქი”.
ლექცია შეეხება თანამედროვე ქალაქების განვითარებას – არქიტექტურის, ბუნების, საჯარო სივრცეებისა და ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ურთიერთკავშირის ჭრილში.
ლექციის მთავარი თემებია:
- რატომ არ უნდა ისწრაფვოდეს ქალაქი თანამედროვე გაგებით სრული კომფორტისკენ.
- ბუნება და საჯარო სივრცეები, როგორც ურბანული ინფრასტრუქტურის ქვაკუთხედი
- ინდუსტრიული მემკვიდრეობა – რესურსი თანამედროვე ქალაქგეგმარებაში
- არქიტექტურა, როგორც სოციალური ურთიერთობების ფორმირების ინსტრუმენტი
მარკუს აპენცელერი – საერთაშორისო არქიტექტურული და ურბანისტული სტუდიის MLA+ დამფუძნებელი, პროფესორი და მკვლევარი, რომლის საქმიანობა ურბანულ ტრანსფორმაციას, ინდუსტრიული ტერიტორიების განახლებასა და მდგრად განვითარებას მოიცავს. კომპანია მსოფლიოს მასშტაბით არაერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა ლონდონის 320 ჰექტარის ოლიმპიური პარკის რედეველოპმენტი, 45 ჰექტარზე გაშენებული Xiangmi Park შენჟენში და სხვა.
ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე.
407 total views, 407 views today


