fbpx

“ჯორჯიან ბასი” კინოდაჯილდოება ელისოს ტრანსპორტის პარტნიორია.


გააზიარე სტატია

ელისო უკვე მესამედ, ტრადიციულად, გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ტარდება, რომელიც ყოველწლიურად 14 ივნისს კინემატოგრაფისტების უმრავლესობის შეკრების ადგილად იქცა.

ნატალია ჯუღელი:“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუმრებმა კომფორტულად და უსაფრთხოდ იმგზავრონ. მოხარული ვარ, რომ ჯორჯიან ბასის სახით კინოდაჯილდოებას ახალი მხარდამჭერი ჰყავს.”

ქართველი და საერთაშორისო კინოპროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ – ანგელა შანელეკი, თეო ხატიაშვილი, მალგორჟატა შუმოვსკა, გიორგი შველიძე, ლეა გლობი – გამოავლინა 2026 წლის გამარჯვებულები:

  • საუკეთესო ფილმი | „ხმელი ფოთოლი“, რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე
  • საუკეთესო რეჟისორი | თამარ კალანდაძე, ჟულიენ პებრელი „ქართლის ცხოვრება“
  • სპეციალური აღნიშვნა საუკეთესო რეჟისორი | ქეთევან ვაშაგაშვილი „ცხრათვიანი კონტრაქტი“
  • საუკეთესო მსახიობი | ნინი იაშვილი  „ქალაქის ხმაური“
  • სპეციალური აღნიშვნა საუკეთესო მსახიობი | ტატო ოქრიაშვილი, საბა წიკლაური, რატი აბრამიშვილი „მილი“
  • საუკეთესო ოპერატორი | შალვა სოყურაშვილი „მილი“
  • საუკეთესო მონტაჟი | ანკა გუჯაბიძე, ლევან ბუთხუზი „თემორე“
  • საუკეთესო კინომუსიკა | კოტე კალანდაძე „არავინ არ ჩანს“

დაჯილდოების ცერემონიაზე, „ნატო ვაჩნაძის ფონდის“ სახელობის პრემიის ლაურეატად, ქართულ ფოტოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დასახელდა ნათელა გრიგალაშვილი.

“ჩვენთვის, როგორც კომპანიისთვის, უმნიშვნელოვანესია, რომ მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისა და ქვეყნის სტუმრების ყოველდღიურ კომფორტზე ზრუნვით არ შემოვიფარგლოთ. გვჯერა, რომ ქვეყნის პროგრესი მხოლოდ გამართული ინფრასტრუქტურით არ განისაზღვრება და რომ ნამდვილი განვითარება კულტურისა და ხელოვნების გაძლიერებასაც ეფუძნება.

სწორედ ამიტომ, ჯორჯიან ბასისთვის განსაკუთრებული პატივია კინოინდუსტრიის მხარდაჭერა. კინემატოგრაფია განვითარების, თვითგამოხატვისა და ჩვენი ქვეყნის კულტურული პოტენციალის მსოფლიოსთვის წარდგენის უნიკალური საშუალებაა. ჩვენ გვსურს ვიყოთ იმ მნიშვნელოვანი პროცესის თანამონაწილე, რომელიც ქართული კინოსა და იმ ადამიანების აღიარებას ემსახურება, ვინც ამ ინდუსტრიას ქმნის.

ეს პარტნიორობა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობისა და იმ საერთო ხედვის გამოხატულებაა, რომლის მიხედვითაც ხელოვნების მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მომავალში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ინვესტიციაა.”- ლიკა ხაჩიძე – ჯორჯიან ბასის მარკეტინგის მენეჯერი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.