fbpx

TBILISI SHOPPING FESTIVAL 27 ივნისს გაიხსნება


გააზიარე სტატია

Tbilisi Shopping Festival პირველად 27 ივნისს გაიმართება, ეს იქნება ახალი საზაფხულო ღონისძიება, რომელიც შოპინგს, გართობასა და მრავალფეროვან გამოცდილებას ერთ სივრცეში გააერთიანებს.

ფესტივალი აუთლეტ ვილიჯში ჩატარდება და სტუმრებს ოთხი დღის განმავლობაში: 27-28 ივნისს და 4-5 ივლისს უმასპინძლებს. Tbilisi Shopping Festival-ის მიზანია ზაფხულის სეზონზე შექმნას განსაკუთრებული გარემო, სადაც შოპინგი, კულტურა, გართობა და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები ერთიან დასამახსოვრებელ გამოცდილებად იქცევა.

27 ივნისს გაიმართება საჯარო შეხვედრა დათო ტურაშვილთან, გუგა კოტეტიშვილთან და ნინო დარასელთან. სტუმრები ისაუბრებენ თბილისის კულტურულ იდენტობაზე, არქიტექტურაზე, მოდასა და დიზაინზე, ასევე იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდა ქალაქის უნიკალური ხასიათი სხვადასხვა კულტურისა და სავაჭრო გზების გზაჯვარედინზე. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხება თბილისის შემოქმედებით გარემოსა და მის როლს თანამედროვე კულტურულ სივრცეში. 28 ივნისს სტუმრების წინაშე ჯგუფი „თამადა“ წარდგება, ფესტივალის სრული პროგრამა კი სულ მალე გახდება ცნობილი.

ღონისძიება განკუთვნილია როგორც შოპინგის მოყვარულებისთვის, ასევე ყველასთვის, ვინც ზაფხულის დღეების სასიამოვნო გარემოში გატარებას გეგმავს.

აუთლეტ ვილიჯი, რომელიც ქალაქის ცენტრიდან მხოლოდ 30 წუთის სავალზე მდებარეობს, 40-ზე ბრენდს აერთიანებს. მათ შორის წარმოდგენილია არაერთი საერთაშორისო ბრენდი, რომელიც საქართველოში ექსკლუზიურად მხოლოდ აუთლეტ ვილიჯშია ხელმისაწვდომი. სივრცე სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში სთავაზობს 30%-დან 70%-მდე მუდმივ ფასდაკლებებსა და ექსკლუზიურ შეთავაზებებს. ღია ცის ქვეშ განთავსებული გამორჩეული არქიტექტურა, კომფორტული გარემო და მრავალფეროვანი ბრენდები აუთლეტ ვილიჯს შოპინგისა და დასვენების განსაკუთრებულ დანიშნულების ადგილად აქცევს.

Tbilisi Shopping Festival-ის კონცეფცია ეფუძნება თანამედროვე გამოცდილებას, სადაც შოპინგი მხოლოდ შეძენას აღარ ნიშნავს და სოციალური, კულტურული თუ გასართობი აქტივობების მნიშვნელოვან ნაწილად იქცევა. ფესტივალი სწორედ ასეთი სივრცის შექმნას ისახავს მიზნად.

ფესტივალის დეტალური განრიგი და დამატებითი სიახლეები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

131 total views, 131 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.