TBILISI SHOPPING FESTIVAL გრძელდება – 4-5 ივლისს აუთლეტ ვილიჯი სტუმრებს განსაკუთრებული შეთავაზებებით და აქტივობებით უმასპინძლებს
Tbilisi Shopping Festival, რომელიც 27 ივნისს თბილისი აუთლეტ ვილიჯში გაიხსნა და უამრავ სტუმარს უმასპინძლა, საინტერესო პროგრამით გრძელდება. ფესტივალის დასკვნითი დღეები 4-5 ივლისს გაიმართება, ვიზიტორებს აუთლეტის მუდმივ ფასდაკლებებთან ერთად, დამატებითი შეთავაზებები, ცოცხალი მუსიკა და მრავალფეროვანი გასართობი აქტივობები ელოდებათ.
ფესტივალის ფარგლებში, აუთლეტ ვილიჯის მუდმივ 30%-იდან 70%-მდე ფასდაკლებასთან ერთად, მაღაზიებში დამატებითი შეთავაზებები იმოქმედებს, რაც სტუმრებს კიდევ უფრო ხელსაყრელ პირობებში შოპინგის შესაძლებლობას მისცემს.
ორივე დღის განმავლობაში ფესტივალის სხვადასხვა სივრცეში სტუმრებს მრავალფეროვანი ცოცხალი მუსიკალური პროგრამა დახვდებათ, ხოლო 4 ივლისს, 18:00 საათზე, ფესტივალის მთავარ სცენაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ წარდგება.
5 ივლისს სტუმრებს განსაკუთრებული შეთავაზება ელოდებათ, მთელი დღის განმავლობაში აუთლეტ ვილიჯის ფასდაკლებასთან ერთად გაორმაგებული PLUS ქულების აქცია იმოქმედებს.
ფესტივალის განმავლობაში სტუმრებს კვლავ დახვდებათ ქართველი დიზაინერების pop-up სივრცეები, მათ შორის Lalo Cardigans და სხვა ქართული ბრენდები. ასევე წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი კვების კონცეფციები, ხოლო საბავშვო გასართობი სივრცე ორივე დღეს 11:00-იდან 19:00 საათამდე იმუშავებს.
თბილისი აუთლეტ ვილიჯი, რომელიც ქალაქის ცენტრიდან 30 წუთის სავალზე მდებარეობს, 40-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდს აერთიანებს. აუთლეტ ვილიჯი მთელი წლის განმავლობაში მომხმარებლებს 30%-იდან 70%-მდე მუდმივ ფასდაკლებებს სთავაზობს. ღია ცის ქვეშ განთავსებული გამორჩეული არქიტექტურა, კომფორტული გარემო და მრავალფეროვანი ბრენდები აუთლეტ ვილიჯს შოპინგისა და დასვენების განსაკუთრებული დანიშნულების ადგილად აქცევს.







