fbpx

INNER FARM TALKS – მენტალურ კეთილდღეობაზე ზრუნვის დღე


გააზიარე სტატია

Inner Farm Talks – მენტალური კეთილდღეობისთვის გამართული წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, ინერის და კიკეთის ფერმის ორგანიზებით, მასპინძელი – ლიკა ევგენიძე.

ღონისძიება კიკეთის ფერმის გარემოში გააერთიანებს სფეროს წამყვან პროფესიონალებს და მათ, ვისთვისაც მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია.

ბუნებრივ გარემოსთან სინთეზში, დაგხვდებათ განსხვავებული სივრცეები ცოდნის გაზიარებისთვის და ახალი გამოცდილების მისაღებად.

მთავარ სცენაზე შეხვდებით სფეროს პროფესიონალებს, რომლებიც დაგეხმარებიან განსხვავებული რაკურსით, მიიღოთ მეტი ინფორმაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე.

მთავარი გამოსვლების პარალელურად, ტერიტორიაზე განთავსებული იქნება თემატური ზონები, სადაც შეძლებთ პირადად გამოცადოთ ისეთი გიდირებული პრაქტიკები, როგორებიცაა: ბგერითი თერაპია, იოგა, არტთერაპია, mindfulness და სუნთქვითი პრაქტიკები, მითოდრამის ჯგუფური სესია, ფსიქოლოგებთან შეხვედრები და მოუსმინო სხვა ადამიანების ამბებს storytelling-ის სივრცეში.

ღონისძიების სპეციალური სტუმარი იქნება იაპონური წარმოშობის საუნდჰილერი და ვიბრაციული თერაპიის პრაქტიკოსი – Kenji Azuma. მისი პრაქტიკა აერთიანებს მედიტაციას, ენერგეტიკულ მუშაობას და იმ იდეას, რომ ხმა არა მხოლოდ მუსიკალური გამოცდილებაა, არამედ სხეულის, ნერვული სისტემის და ცნობიერების რეგულირების ინსტრუმენტიც.

მენტალურ კეთილდღეობაზე ზრუნვის დღე დაიხურება ლიკა ევგენიძის და Kenji Azuma-ს პერფორმანსით, რომელიც  გაიმართება ღია სივრცეში, ბუნების გარემოში. პერფორმანსი იქნება ბგერითი თერაპიის, მედიტაციის და მუსიკალური ნამუშევრების ერთობლიობა.

ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო: tkt.ge/INNERFARMTALKS

სტუდიო ლიბერთის Mastercard World Elite და Visa Platinium ბარათებით ღონისძიების ბილეთის შეძენისას, ისარგებლეთ 30%-იანი ქეშბექით, მაქსიმალური ლიმიტი 120 ლარი.

Inner Farm Talks პარტნიორები: 

სტუდიო ლიბერთი

ჯიპიაი ჰოლდინგი

ბაკურიანი

ოკტოპუსი

basic.kitchen

კარაპს მედლაინი

კავკასიის მედიცინის ცენტრი

ველედა

tkt.ge

მედია პარტნიორები: 

At.ge

მარკეტერი

Entrepreneur Georgia

Forbes Georgia


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.