fbpx

მითი / Myth – მოკლე კრიტიკული ესე


გააზიარე სტატია

მითი / THE MYTH

თბილისში რაღაც გამოჩნდა. რაღაც გიგანტური, უცხო – აბსოლუტური თვითდაჯერებულობის ნაყოფი. გამოჩნდა როგორც ნაპირზე გამორიყული ლევიათანი: უზარმაზარი და სრულიად სხვა ამბის ნაწილი. ნაშენი როგორც ნიშანი – დადგმული დემონსტრაცია, რომ მოდერნიზაცია მატერიალიზდა. ამბიციისა და ფოლადის მეგალომანიაკალური არქიტექტურული პროკლამაცია, გამოსახულება რეალობის გარეშე – ფიქცია, რომელიც ყოფიერების როლს ასრულებს.

Something appeared in Tbilisi. Large, convinced of itself, strange – the result of absolute self-certainty. Like a Leviathan washed ashore – enormous, and belonging to a different story entirely.  Built as a sign – the staged conviction of materialized modernization. A megalomaniacal architectural proclamation in ambition and steel, performing the image of the reality it claimed to represent. The image preceding any possible reality. An appearance that never quite became a presence.

 

ფანტომი / THE PHANTOM

წლების განმავლობაში ის არსებობდა როგორც ფანტომი, საკუთარი თავის ილუზორული აჩრდილი. ის არასდროს გახსნილა. მისი პროგრამა თეორიად დარჩა, მხოლოდ ტყავი – ტყავი შიგთავსის გარეშე. ნაცვლად ამისა, მან გააჩინა ის, რის გაჩენასაც საერთოდ არ გეგმავდა: საზოგადოებრივი და კულტურული განხეთქილება.

For years it stood as a phantom, a ghost of its illusory self; it never quite opened. The program remained theoretical. The skin without an inside. What it gave the city instead was something unintended: a permanent, unresolvable argument.

 

ჭრილობა / THE WOUND

ვინ წყვეტს, რა ბედი ელის ქალაქს? შეუძლია თუ არა რაღაცას აკუმულირდეს მემკვიდრეობად ისე, რომ არასდროს იქცეს არქიტექტურად? რა მართებს ქალაქს იმ შენობის მიმართ, რომელსაც რეალურად არც კი უარსებია?

Who decides what a city becomes? Whether a structure can accumulate into heritage without ever becoming architecture? What a city owes to a building it never truly inhabited?

 

თეორია / THE THEORY

ორ მდგომარეობას შორის მოქცეული ობიექტი. ერთში – ის როგორც გამოსახულება, მედია არტეფაქტი, რომელიც საკუთარი თავის უსასრულო რეპროდუქციით საზრდოობს; შინაარსს სამუდამოდ მოწყვეტილი გარსი. ბოდრიარის ტერმინებით: სიმულაკრი – უფრო ზუსტად, „ობზერვაციული არქიტექტურის“ მაგალითი, სადაც მედიაცია პირველადი ხდება, ხოლო სივრცის ათვისება, თანმდევ როლს ასრულებს. ხოლო მეორეში – მუდმივი იდეოლოგიური დაპირისპირების პოლიგონი, კონტროვერსია – უფრო მეტად რეალიზებული, ვიდრე თავად სივრცე. ეს გაორებული არსებობა არა მხოლოდ შენობის მდგომარეობის სიმპტომი, არამედ მისი შემქმნელი ლოგიკის გარდაუვალი შედეგია: მკვდრადშობილი წარმოების მეთოდი, შინაარსზე ფორმის ტოტალური უპირატესობა.

An object suspended between two conditions. In one, it operated as an image – a media artefact feeding on its own reproduction, a shell permanently detached from its content. In Baudrillard’s terms: a simulacrum – more precisely, an instance of observational architecture, where mediation becomes primary and occupation is reduced to a byproduct. In the other, a permanent ideological battleground, the controversy – more inhabited than the architecture itself. This split existence was not merely a symptom of the building’s condition, but the inevitable consequence of the logic that produced it: a stillborn mode of production, a total prioritization of observation over occupation.

 

ირონია / THE IRONY

ახლა მას ანგრევენ და, როგორც ყოველთვის, ყველას რაღაც აქვს სათქმელი. იმპულსი, რამაც ის ააშენა – მყისიერ გამოსახულებაზე ორიენტირებული, კულტურის ტყავში გადაცმული პოლიტიკა – არის ზუსტად ის იმპულსი, რომელიც ახლა უკვე მას ანგრევს. ავტორები იცვლებიან, ლოგიკა რჩება. და თავად შენობაზე მეტად, ეს ის საგანია, რაზეც დაფიქრება ღირს. რადგან ის, რაც შემდეგ აშენდება, არც ის იქნება არქიტექტურა. ის იქნება მესიჯი. ყოველთვის ასე იყო.

And now, it is being withdrawn. And suddenly everyone has something urgent to say about it. They always did. The impulse that built it – fast, image-first, politics dressed as culture – is the same impulse demolishing it. The authors changed. The logic remained. And that, more than anything about the building itself, is worth sitting with. Because what follows will not be architecture either. It will be a message. It always was.

738 total views, 219 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.