რა უპირატესობები აქვს “სელფის“ N1 როუმინგს სამოგზაუროდ?
მოგზაურობას გეგმავ და ფიქრობ რომელი კომპანიის როუმინგი გამოიყენო? უცხოეთში მოგზაურობისას მობილური კავშირი უბრალოდ კომფორტი არაა; აუცილებელია ყველა ნაბიჯზე ნავიგაცია, ტრანსპორტის მოძიება, ახლობლებთან დაკავშირება თუ საჭირო ინფორმაციის მიღება – ეს ყველაფერი ინტერნეტზეა დამოკიდებული. არანაკლებ მნიშვნელოვანია, როუმინგი მარტივი გასააქტიურებელი იყოს, გარანტირებულად ირთვებოდეს და საიმედო კავშირს უზრუნველყოფდეს.
“სელფის” როუმინგის გამოყენებისას ყველაზე საჭირო აპლიკაციებით სრულიად უფასოდ, მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე ისარგებლებ: Uber, Bolt, Google Maps – ნავიგაციისა და გადაადგილებისთვის, Whatsapp Chat და Messenger Chat კავშირზე ყოფნისთვის და MyCellfie App როუმინგის მარტივად სამართავად. მაშინაც კი, როდესაც ინტერნეტპაკეტზე მეგაბაიტები სრულად გექნებათ ამოწურული, “სელფის” როუმინგის წყალობით მაინც შეძლებთ გამოიყენოთ ზემოთ ჩამოთვლილი აპლიკაციები და შეინარჩუნოთ კავშირი ახლობლებთან, შეძლოთ თავისუფლად ორიენტირება უცხო ქალაქსა და ქვეყანაში და გამოიყენოთ ტრანსპორტი, პაკეტის ვადის გასვლამდე.
“სელფის“ როუმინგთან ერთად მოგზაურობა უსაფრთხო, კომფორტული და მარტივი ხდება, მაშინაც კი, თუ გზას მარტო ადგახართ. ამ მშვიდ და კომფორტულ გამოცდილებას კი თან ერთვის პაკეტი “ევროპა“, მართლაც შეუდარებელი ფასებით:
- 1 GB ₾8
- 3 GB ₾20
- 5 GB ₾28
- 10 GB ₾52


