ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
გავლენიანმა მოდის გამოცემამ Business of Fashion-მა (BoF) ბოიგარსი „მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების“ (The Best Fashion Stores in the World) სიაში შეიტანა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართული ბრენდი ამ მასშტაბის საერთაშორისო შეფასებაში მოხვდა.
BoF-ის გლობალური სიის ევროპულ ნაწილში 20 მაღაზიაა წარმოდგენილი, ჯამში 31 სივრცე, 21 ქალაქში.
BoF წერს: „ბოიგარსი თბილისს გამორჩეულ, საერთაშორისო გამოცდილებას სთავაზობს. მოდის რუკაზე ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი საკულტო ადგილია. პატარა, მაგრამ, შემოქმედებითად ცოცხალ ქალაქში, ბოიგარსი მომხმარებელს, მრავალფეროვნებას და ისეთი დონის სელექციას სთავაზობს, როგორიც მსოფლიოს მოდის დიდ დედაქალაქებში გვხვდება. მოდის მოყვარულთათვის ეს საკმარისი მიზეზია, რომ საქართველოს ეწვიონ.”
აღიარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვისაც, თბილისი მოდის საერთაშორისო რუკაზე ცალკე წერტილად აღინიშნა ისეთი ცნობილი დედაქალაქების გვერდით, როგორებიცაა მილანი, პარიზი, ლონდონი და ბერლინი. ეს კი საქართველოში მოდის ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
ბოიგარსის და Business of Fashion-ის შესახებ
BOYGAR’S არის თბილისში მდებარე პრემიუმ და ლუქს სეგმენტის მულტიბრენდული მაღაზია, რომელიც მომხმარებელს ცნობილი მაღალი მოდის ბრენდების ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ჩანთებსა და აქსესუარებს სთავაზობს. სივრცე გამოირჩევა საგულდაგულოდ შერჩეული კოლექციებითა და თბილისში ამ ტიპის ბრენდების ყველაზე ფართო არჩევანით.
The Business of Fashion (BoF) არის მოდის, სილამაზისა და ფუფუნების ინდუსტრიების წამყვანი გლობალური მედია და ანალიტიკური კომპანია. გამოცემა აქვეყნებს სიღრმისეულ სტატიებს, ბიზნეს ანალიზს და ინდუსტრიის ტენდენციებს.







