fbpx

Plant Lovers Station – Powered by ARDI – არდის გამორჩეული სივრცე Stockton Invites-ზე


გააზიარე სტატია

დამოუკიდებელი მუსიკალური ლეიბლი და შემოქმედებითი პლატფორმა Stockton წელს უკვე მეორედ გამართავს მუსიკალურ ფესტივალს – Stockton Invites. ფესტივალის მეორე გამოშვება უფრო ფართო მასშტაბით ბრუნდება და 5 და 6 სექტემბერს სათიბეში  ქართველ  მუსიკოსებს უმასპინძლებს.

ფესტივალის მთავარი იდეაა „Less, Better“ – ნაკლები, მაგრამ უკეთესი. გაზრდილი მასშტაბის მიუხედავად, Stockton Invites წარმოგვიდგენს კონკრეტულად ფესტივალისთვის შერჩეულ ბენდებსა და მუსიკოსებს ექსკლუზიურ გარემოში, სადაც მთავარი ამოცანა სტუმრებისთვის ხარისხიანი, გააზრებული მუსიკალური გამოცდილების შექმნაა.

თანამედროვე სამყაროში მუსიკალური ფესტივალის ცნება დიდი ხანია გასცდა სტანდარტულ სცენასა და კონცერტებს და იქცა სივრცედ, სადაც ადამიანები ახალ შეგრძნებებსა და მრავალფეროვან გამოცდილებას ეძებენ. 

სწორედ ამ ფილოსოფიას იზიარებს Stockton Invites, რომელიც მხოლოდ მაღალი ხარისხის მუსიკის გაზიარებით არ შემოიფარგლება და მუსიკას, ბუნებას და ადამიანებს ორბეთში მდებარე სათიბეს ულამაზეს ბუნებრივ ამფითეატრში ახვედრებს ერთმანეთს. 

5 და 6 სექტემბერს ფესტივალის გამორჩეული სივრცე იქნება Plant Lovers Station – Powered by ARDI, სადაც მცენარეები, მუსიკა და განტვირთვა გაერთიანდება.

თანამედროვე, სწრაფად ცვალებად და ციფრული ტექნოლოგიებით გადატვირთულ ყოველდღიურობაში ბუნებასთან კავშირის აღდგენა ადამიანისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სწორედ ამ შინაგანი ჰარმონიის პოვნასა და განსაკუთრებული გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად არდი, რომელიც ფესტივალის სტუმრებს მულტისენსორულ ორგანულ სივრცეს სთავაზობს.

5 სექტემბერს, შაბათს, 16:00-იდან ემბიენტ ლაივ სესიას Wayward Atom წარადგენს,ხოლო 17:00 საათზე კი Sandro Bibich  ხმით კურნების სესიას გამართავს.

Plant Lovers Station – Powered by ARDI ფესტივალის მეორე დღესაც გაგრძელდება  Spilled Ambience-ის ემბიენთ ლაივ სესიით, საღამოს 17:00 საათიდან კი არდის სივრცეში სტუმრებს საშუალება ექნებათ იგრძნონ, თუ როგორ გარდაიქმნება ბუნების უხილავი ენერგია ჟღერადობად  ლევან შანშიაშვილის პროექტით „მცენარეების მუსიკა“.  “მცენარეების მუსიკა”  არის ტექნოლოგიისა და ბოტანიკის სინთეზი, სადაც მცენარეთა ბიოლოგიური იმპულსები ცოცხალ  ჰარმონიებად გარდაიქმნება. 

“ეს სივრცე ბუნებრივად ჯდება არდის, როგორც ბრენდის მისიაში. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს დავუბრუნოთ სიმშვიდე, ჩამოვაშოროთ ზედმეტი საფიქრალი, რათა დრო გაცილებით საინტერესოდ გამოიყენოს – გამოცადოს ახალი შესაძლებლობები, შეცვალოს გარემო, იპოვოს საკუთარი თავი და ამასთან, იცხოვროს მეტი სიმშვიდით.” – სალომე გველესიანი, არდის მარკეტინგის დირექტორი 

Stockton Invites-ზე  Plant Lovers Station – Powered by ARDI ქალაქის ქაოსისგან ერთგვარი თავშესაფარი იქნება – ადგილი, სადაც ტექნოლოგია ეხმარება ადამიანს, ხელახლა მოუსმინოს ბუნების რიტმს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ინტერაქციულად გაეცნონ არდის სამოგზაურო დაზღვევის სპეციალურ შეთავაზებას – QR კოდის საშუალებით სტუმარი აირჩევს მისთვის სასურველი მოგზაურობის ტიპს და მიიღებს შესაბამის ფლეილისტსა და სპეციალურ პრომოკოდს.

ფესტივალი 5 და 6 სექტემბერს სათიბეში გაიმართება, ორივე დღეს ფესტივალზე დასწრება და ლაივ სესიებამდე სხვადასხვა აქტივობის  შესაძლებლობა კი 14:00 საათიდან დაიწყება.  თბილისიდან ტრანსპორტირების უზრუნველყოფის შესახებ  დამატებითი ინფორმაცია სოციალურ ქსელში განთავსდება.






მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.