ONE Development – ბათუმის უსაფრთხო და მდგრადი მომავლის არქიტექტურა
ბათუმს საქართველოს ისტორიულ კონტექსტში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ქალაქის უნიკალური ურბანული იდენტობა და კულტურული მემკვიდრეობა დღესაც განსაზღვრავს მის ხასიათს. სწორედ ამიტომ, როდესაც ბათუმის თანამედროვე განვითარებაზე ვსაუბრობთ, უმთავრესი გამოწვევა ამ ისტორიული კონტექსტის დაცვა, კულტურული კოდის შენარჩუნება და ქალაქის უსაფრთხო, მდგრადი განვითარებაა. ასეთ დროს ბუნებრივად ჩნდება კითხვა – როგორ ჩანაცვლდეს ძველი, ავარიული და ამორტიზებული შენობები თანამედროვე არქიტექტურით ისე, რომ ქალაქმა ავთენტური იერსახეც შეინარჩუნოს და მოსახლეობის უსაფრთხოებაც უზრუნველყოფილი იყოს?
ამ გამოწვევას პასუხობს ბათუმში მოქმედი უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიის, ONE Development-ის სტრატეგია. ეს არის პირველი კომპანია, რომელიც ბათუმის „უსაფრთხო შენობების“ მუნიციპალურ პროგრამას შეუერთდა. ინასარიძის ქუჩაზე, ყოფილი „ლუდსახარშის“ ტერიტორიაზე განლაგებული ავარიული ნაგებობის ადგილას აშენდა ONE Tower – ღრმა ღეროვანი საძირკვლით, სეისმური უსაფრთხოების მაღალი სტანდარტითა და თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით აღჭურვილი კომპლექსი.
View this post on Instagram
ორ წელზე ნაკლებ ვადაში კომპანიის პორტფოლიომ 5 პროექტი გააერთიანა, რომელთა ჯამური ფართობი 415,000 მ²-ია. პორტფოლიოში შედის: One Residences, Sport City, HOME და ONE Tower. მიმდინარე პროექტებიდან სამი უშუალოდ ბათუმში მდებარეობს, ერთი – გონიოში, ხოლო ერთი – ურეკში.
ONE Development სექტორში პრესტიჟული ჯილდოს – European Property Awards 2025–2026-ის სამგზის მფლობელია.
კომპანიის დამფუძნებლები – ლუკა გერეხელია და შოთა ფუტკარაძე ადგილობრივები არიან. ბათუმის განვითარება მათთვის მხოლოდ ბიზნესშესაძლებლობა არ არის – ეს არის ქალაქი, სადაც გაიზარდნენ. მშობლიურ ქალაქში დეველოპერული საქმიანობის დაწყება მათთვის საშუალებაა, თავისი წვლილი შეიტანონ მის გონივრულ განვითარებაში. სწორედ ამიტომ, ყველა პროექტი – კონცეფციიდან აღსრულებამდე – ითვალისწინებს ქალაქის, მოსახლეობის, მომავალ მესაკუთრეთა და მომხმარებელთა ინტერესებს. მშენებლობა მიმდინარეობს უმაღლესი საინჟინრო სტანდარტებით და ისეა დაგეგმილი, რომ არსებული ინფრასტრუქტურა არ გადაიტვირთოს.
„თუკი პრეტენზია გაქვს იმაზე, როგორ ვითარდება შენი ქალაქი, მაშინ შენ თვითონ უნდა აჩვენო უკეთესი მაგალითი,“ – აღნიშნავს ლუკა გერეხელია.
ONE Development-ის ხედვა მკაფიო პრინციპებს ეყრდნობა: დაბალი სიმჭიდროვე, საერთაშორისო საინჟინრო სტანდარტები, უცხოელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა და თითოეული პროექტის შექმნა კონკრეტული ლოკაციის, სამეზობლოს ხასიათისა და ქალაქის ისტორიის გათვალისწინებით.
„ბათუმის ზრდის შეჩერება ნაკლებად სავარაუდოა – მაგრამ ვინ და როგორ ააშენებს, სწორედ ეს განსაზღვრავს, გახდება თუ არა ქალაქი უკეთესი ადგილი საცხოვრებლად მომდევნო თაობებისთვისაც,“ – ამბობს ლუკა გერეხელია.
დეველოპერული ბიზნესის სწორი სტრატეგია ბათუმის მომავლისთვის გადამწყვეტია. გრძელვადიან პერსპექტივაში ის აისახება როგორც ქალაქის იერსახეზე, ისე მის ტურისტულ პოტენციალზე.
„არქიტექტურული ხარისხი, სივრცის დაგეგმარება და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ბალანსი განსაზღვრავს ქალაქში ცხოვრებისა თუ სტუმრობის გამოცდილებას. ქალაქის ქაოსური და მჭიდრო განაშენიანებით ბათუმი კარგავს იმ ხიბლს, რაც ტურისტებს იზიდავდა. ONE Development-ის მიდგომაა – დაბალი სიმჭიდროვე და საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრაცია კი მიზნად ისახავს, რომ ქალაქის ზრდა ერთდროულად ემსახურებოდეს მოსახლეობის, ტურისტისა და ინვესტორის ინტერესებს და არა მხოლოდ მოკლევადიან მიზნებს,“ – ამბობენ კომპანიის დამფუძნებლები.
ONE Development-ის სტრატეგია იმის კარგი მაგალითია, რომ ურბანული პროგრესი და ისტორიული იდენტობის შენარჩუნება ურთიერთგამომრიცხავი ცნებები არ არის. ადგილობრივი გარემოს ავთენტური მახასიათებლებისა და საერთაშორისო სტანდარტების სინთეზით, ONE Development ქმნის ახალ პრეცედენტს ქართულ დეველოპმენტში, სადაც პასუხისმგებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი ქალაქის მდგრადი მომავლის მთავარი გარანტია.





