fbpx

NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი – Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა


გააზიარე სტატია

პირველ ოქტომბერს საერთაშორისო დეველოპერულმა ბრენდმა NEXT-მა კინოსტუდია „ქართული ფილმის“   ისტორიულ პავილიონში დახურულ საღამოს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც კულტურული მემკვიდრეობით შთაგონებული ხაზის ორი ახალი მასშტაბური პროექტი – Cinema City და NEU Tbilisi ოფიციალურად წარადგინა.

მასშტაბური ღონისძიება გამორჩეული, თეატრალიზებული ფორმატით გაიმართა. საღამოს სხვადასხვა სფეროს მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, მათ შორის: ბიზნეს სექტორის ლიდერები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის წევრები და ცნობილი ქართველი მსახიობები.

NEXT-ის წარმომადგენლების თქმით, პრეზენტაციის განსხვავებული ფორმა და შემოქმედებითი მიდგომები პროექტების ხასიათიდან გამომდინარე შეირჩა. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თეატრალურ პერფორმანსებს და მუსიკალურ ნაწილს.

ცნობილი მსახიობების მონაწილეობით გაცოცხლდა სცენები ქართული ფილმების ოქროს ფონდიდან და NEU თბილისის ისტორიიდან, რამაც წარსულსა და თანამედროვეობას შორის უნიკალური კავშირი წარმოაჩინა. გამორჩეულად საინტერესო იყო მუსიკალური ნაწილი – ნიკა ნიკვაშვილის ორკესტრისა და ნატალიკო ქუთათელაძის შესრულებული კომპოზიციები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. 

საღამოს კულმინაცია NEXT-ის ახალი ხაზის პრეზენტაცია გახლდათ – ეს არის მსოფლიო უძრავი ქონების სფეროში მოწინავე მიმართულება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციით შთაგონებულ პროექტებს გულისხმობს და მიზნად დედაქალაქის კულტურული და არქიტექტურული მემკვიდრეობისათვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას ისახავს.

Cinema City-ისა და NEU Tbilisi-ის კონცეფცია სტუმრებს დეტალურად გააცნეს არჩილ სოლოღაშვილმა და გვანცა დარასელიამ. მათ მაყურებელს ამ სივრცეების ისტორია, არქიტექტურული ხედვა და განვითარების მიმართულებები გააცნეს.

Cinema City კინოსტუდიის უნიკალურ მემკვიდრეობას თანამედროვე საცხოვრებელ სივრცესთან და ქალაქის ახალ მიზიდულობის ცენტრთან აერთიანებს, ხოლო NEU Tbilisi მომავლის ურბანული განვითარების ხედვას რეალობად აქცევს ჩუღურეთის ისტორიულ გარემოში.

ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია ასევე მიმდინარეობდა ფილარმონიის დიდ ეკრანზე, სადაც მოქალაქეებს შეეძლოთ თვალი ედევნებინათ ღონისძიების მიმდინარეობისთვის ცოცხალ რეჟიმში.

ღონისძიების დასასრულს კომპანიამ მნიშვნელოვანი სიახლე გააჟღერა: პროექტ NEU Tbilisi-ის წინასწარი გაყიდვები უკვე ოფიციალურად დაიწყო. სპეციალური პირობებითა და შეთავაზებით ამჟამად მხოლოდ 26 აპარტამენტია გამოტანილი.

აღნიშნულმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩინა NEXT-ის, როგორც გლობალური ბრენდის ფილოსოფია – ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონე სივრცეების თანამედროვე ცხოვრებაში ორგანულად ინტეგრირება და ქალაქის მომავლის შექმნა წარსულისადმი პატივისცემით.

 

332 total views, 332 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.