fbpx

თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო


გააზიარე სტატია

თიბისი საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, ფულადი გზავნილების გათამაშებაში ჩაერთონ და მოიგონ სუპერ-პრიზი – 25 000 ₾ და ასევე სხვა ფულადი პრიზები.

კამპანია 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მის ფარგლებში 96 გამარჯვებული გამოვლინდება.

გათამაშებაში ჩასართავად მომხმარებელმა ფულადი გზავნილების ერთ-ერთი სისტემის (Western Union, Ria, MoneyGram, Intel Express, Rico Gram) საშუალებით საკუთარ თავს მინიმუმ 100 ერთეულის ოდენობის ფულადი გზავნილი უნდა გაუგზავნოს და თიბისის ინტერნეტ- ან მობაილბანკში გაანაღდოს. თითოეული განაღდებული გზავნილი გათამაშებაში მონაწილეობის დამატებითი შანსია.

კამპანიის ფარგლებში ყოველდღიურად თამაშდება 500 ₾, ყოველთვიურად – 5 000 ₾, ხოლო 31 დეკემბერს მთავარი სუპერ-პრიზი – 25 000 ₾.

დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: გზავნილების წამახალისებელი გათამაშება ემიგრანტებისთვის.




მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.