fbpx

Red Bull Turn It Up-ის პირველი ქართული შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება


გააზიარე სტატია

14 ნოემბერს კლუბ SAMA-ში, პირველად საქართველოში, საერთაშორისო შეჯიბრება Red Bull Turn It Up გაიმართება. ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება და მასში მონაწილეობას ოთხი წინასწარ შერჩეული დიჯეი/სელექტორი მიიღებს. მათი მთავარი ამოცანა თემატურ გამოწვევებზე შემოქმედებითი პასუხის გაცემა და მსმენელების ხმების მოპოვებაა.

შეჯიბრების დასრულების შემდეგ მსმენელებისთვის Kordz დაუკრავს.

Tropic Ananana, Halal Gvantsal, noki და NAKASHA ის დიჯეები/სელექტორები არიან, რომლებიც Red Bull Turn It Up-ის პირველ ქართულ შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას.

Red Bull Turn It Up-ს მხოლოდ ერთი გამარჯვებული ჰყავს. მას აუდიტორია წითელი ან ლურჯი ფერის მანათობელი სამაჯურების აწევით ირჩევს. გამარჯვებული დიჯეი შეჯიბრების მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2027 წლის თებერვალში დუბლინში გაიმართება.

შეჯიბრების ფორმატი

შეჯიბრება სამი რაუნდისგან შედგება. გოგო-ბიჭის წყვილები წითელ და ლურჯ მხარეებს წარმოადგენენ.

სამი რაუნდის განმავლობაში დიჯეები წინასწარ განსაზღვრულ თემებზე რამდენიმე წუთის განმავლობაში B2B (Back-to-Back) ფორმატში დაუკრავენ. გამარჯვებულს აუდიტორია გამოავლენს, რომელიც მონაწილეებს იმპროვიზაციის უნარის, კრეატიულობისა და ენერგიის მიხედვით შეაფასებს.

თითოეული წყვილის გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალურ რაუნდში დაუპირისპირდებიან. თემატურ გამოწვევებთან ერთად, ფინალისტებს საკუთარი მუსიკალური გემოვნებისა და იმპროვიზაციის უნარის წარმოსაჩენად ფრისტაილის რაუნდიც ექნებათ.

Red Bull Turn It Up-ის სტუმრებისთვის კარი 20:00 საათზე გაიხსნება. ფორმატის მიხედვით ღონისძიებას  მხოლოდ 18 წელზე მეტი ასაკის  მსმენელები დაესწრებიან.  ბილეთების შეძენა შესაძლებელია Tkt.ge-ზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.redbullturnitup.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.