fbpx

თბილისის 27-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 29 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე გაიმართება


გააზიარე სტატია

კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე“ გიწვევთ თბილისის 27-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც 2026 წლის 29 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე გაიმართება. კინოჩვენებებს კინოთეატრი „ამირანი“ უმასპინძლებს.

29 ნოემბერს,  ფესტივალის  გახსნის დღეს, კინოთეატრ „ამირანში“  წარმოდგენილი იქნება რეჟისორ პაველ პავლიკოვსკის ფილმი „სამშობლო“ (Fatherland).  

წლევანდელი ფესტივალის პროგრამა 80-მდე ქართულ და უცხოურ ფილმს მოიცავს. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს თანამედროვე ქართულ და საერთაშორისო კინოს, აღმოაჩინოს ახალი ავტორები და განსხვავებული კინემატოგრაფიული ხედვები.

ნახეთ, რა საინტერესო პროგრამა ელის კინომოყვარულებს:

თბილისის 27-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ქართულ პანორამაში წარმოდგენილი ფილმების სია.

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები | Full-length Fiction Films

– ეს იყო სიზმარი, It Was a Dream – Nutsa Alexi-Meskhishvili, Georgia, France, 80’

– ველი, Field – Lasha Tskvitinidze, Georgia, 145’

– მეორეხარისხოვანი როლი, Supporting Role – Ana Urushadze, Georgia, 140’

– მთვარე მამაა ჩემი, The Moon Is a Father of Mine – George Ovashvili, Georgia, 100’

– ცრემლსადენი გაზი, Tear Gas – Uta Beria, Georgia, 92’

– ჯაჭვი, Chain – Giorgi Khurtsilava, Georgia, 77’

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები | Short Films & Animation

– აქ ვარ, I’m Here – Saba Bodokia, Georgia, 13’

– ბრავო, Bravo – Nia Zhvania, Georgia, 14’

– ბუნაგი, The Den – Giorgi Getiashvili, Georgia, 26’

– გაზაფხულის ფუგა, Spring Fugue – Mariam Bitsadze, Georgia, Switzerland, 12’

– დამალული, Hidden in Frame – Ana Sarukhanova, Georgia, 16’

– დისტანცია, The Distance – Beka Giorgadze, Georgia, 14’

– 1 გოგო და 5 ბიჭი, 1 Girl & 5 Boys – Giorgi Samsiani, Georgia, 27’

– ვაზომოტორული რინიტი, Vasomotor Rhinitis – Mikheil Gabaidze, Georgia, 15’

– სხვა სიმღერა, Inner Song – George Todria, Nitsa Jojua, Georgia, 5’

– ტრაგედია უგმიროდ, Tragedy Without a Hero – Revaz Nasidze, Georgia, 29’

– ფეხსაცმლისა და ველოსიპედის ამბები, The Shoe and the Bike Stories – Levan Birkadze, Georgia, 14’

– ღარი, Ghari – Andria Odzelashvili, Karl Neubart, Georgia, 10’

– ჭიამაიების ბოლო ზაფხული, The Last Summer of Ladybugs – Levan Chkonia, Georgia, 28’

– 5-იდან 7-მდე, de 5 à 7 – Giorgi Parkosadze, Georgia, 10’

სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები | Feature-length Documentaries

– ბედნიერი იგივე წელი, Happy Same Year – Nikoloz Meskhi, Georgia, 69’

– ქმნისა და მაგიის ამბავი, Garbage Kids: A Story of Might and Magic – Dato Lobzhanidze, Georgia, 63’

– ერთი არასრული დღე საქართველოს ისტორიიდან 10.06.93, An Incomplete Day in the History of Georgia 10.06.93 – Salome Jashi, Georgia, 100’

– შენზე ვფიქრობდი ახლა, I Was Thinking of You – Maka Gogaladze, Georgia, 60’

– წმინდა სიმღერები, Sacred Songs – Nona Giunashvili, Georgia, 60’

– ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი, Hitchhikers Guide To Ratscha — Ani Kiladze, Georgia, 11’ 

მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები | Short Documentaries

– თავისუფლების მომენტი, Moment of Freedom – Alexander Koridze, Georgia, 9’

– პარალელეპიპედი, Paralelepipedi – Salome Khechoshvili, Georgia, 17’

– სველი საქმე, Liquid Affair – Tamar Maghradze, Georgia, 38’

– უთვალავი უძინარი ღამიდან, From Countless Sleepless Nights – Dea Tcholokava, Georgia, 17’

– ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია, Tbilisi Semiotics — Elene Glonti, Georgia, 11’

– საქართველო, რომელსაც ვიცნობდი, Georgia I Used To Know — Florian Salk, Georgia, 43’

– Hal-ის პატარა აღმოჩენები, HAL(L) Of The Small Findings — Anna Dziapshipa, Georgia/Turkey, 13’

ფესტივალის პროგრამა მოიცავს შემდეგ სექციებს:

  • ევროპული ფორუმი
  • დამზადებულია გერმანიაში
  • ფრანგული კოლექცია
  • იტალიური პალიტრა
  • დოკუმენტური სამყარო
  • უკრაინული ამბები
  • აპოლო: კინოს მეხსიერება
  • ქართული პანორამა
  • განსაკუთრებული სეანსები

ქართული პანორამა საკონკურსო სექციაა. კინოფესტივალის ოფიციალური პრიზი – ოქროს პრომეთე – ოთხ კატეგორიაში გადაეცემა საუკეთესო ფილმებს.

  • საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი;
  • საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი;
  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი;
  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.

საკონკურსო ფილმებს ორი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს –  ერთი განიხილავს მხატვრული ფილმების კატეგორიას, ხოლო მეორე – დოკუმენტურს. თითოეული ჟიური სამი წევრისგან შედგება. 

მხატვრული ფილმების ჟიური: 

ნინო ჟვანია (რეჟისორი)

ილო ღლონტი (რეჟისორი) 

გუგა კოტეტიშვილი (მხატვარი, მსახიობი) 

დოკუმენტური ფილმების ჟიური: 

კოტე კალანდაძე (რეჟისორი)

 მარიკა ჭაჭია (პროდიუსერი, რეჟისორი) 

დიანა მაღლაკელიძე (კინომცოდნე) 

გარდა ამისა, ევროკავშირი გადასცემს ორ ჯილდოს „ქართულ კინოში ადამიანის უფლებების საუკეთესო ასახვისთვის“ როგორც მხატვრული, ისე დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში. ასევე, დოკუმენტური კინოს ასოციაცია DOCA დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულს სპეციალური ფულადი პრიზით დააჯილდოვებს. 

აღნიშნული პრიზების გარდა, წელს პირველად, დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემა OC Media გადასცემს  პრიზს კავკასიაში გადაღებული საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის.

კინოფესტივალის ტრადიციული ჯილდო – „საპატიო პრომეთე“ – წელსაც გადაეცემა ერთ ქართველ და ერთ უცხოელ კინემატოგრაფისტს. წლევანდელი ფესტივალის საპატიო პრომეთეს მფლობელები იქნებიან ქართველი რეჟისორი დიტო ცინცაძე და გერმანელი მსახიობი და მწერალი ჰანს ციშლერი.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პარტნიორები არიან: 

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო), გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი, პოლონეთის საელჩო საქართველოში, იტალიის საელჩო საქართველოში, შვედეთის საელჩო საქართველოში, ნორვეგიის საელჩო საქართველოში, ნიდერლანდების საელჩო საქართველოში, ავსტრიის საელჩო საქართველოში, ლატვიის საელჩო საქართველოში, შვეიცარიის საელჩო საქართველოში, დოკუმენტური კინოს ასოციაცია (DOCA), სტოქტონ რეკორდსი

სპონსორები: 

„თიბისი კონცეპტი“, „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“, „სტოქტონი“ და სასტუმრო „რუმსი“. 

ფესტივალის მედიამხარდამჭერები: „პუბლიკა“, at.ge, On.ge, „ტაბულა“ და „ინდიგო“.

ბილეთები გაიყიდება ონლაინ და კინოთეატრ “ამირანის” სალაროში.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი წლების განმავლობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ქართული და საერთაშორისო კინოხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში და მაყურებელს თანამედროვე კინემატოგრაფიის მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.