აბაა, ხართ „ძაან ქულ“ თუ არა? ქუჩაში რომ მოდიხართ, ყველა გაოგნებული თვალს გაყოლებთ, მანქანები იმტვრევა და თუ ლაპარაკს იწყებთ, თქვენ გარშემო ხალხი გროვდება?
არის დღეები, როცა ძალიან გინდა რაიმე განსაკუთრებულს მიაკვლიო, უცნაური ნივთი აღმოაჩინო. ფუნქციონალურობა არაფერ შუაშია. აი გინდა რაღაც სრულიად არაპრაქტიკული და სახალისო, მოკლედ - “რაღაცნაირი”.
თუ მზად ხართ ხულიგნობისთვის და ამაში გსურთ მეგობრებიც ჩაითრიოთ, “ბაიერსის” სადემონსტრაციო დარბაზში წარმოდგენილი რამდენიმე ნივთი დაგეხმარებათ საზოგადოებას მცირეოდენი შოკი მოჰგვაროთ, მეგობრები კი გაამხიარულოთ.