საერთო სამუშაო სივრცეები თბილისში


გააზიარე სტატია

საერთო სამუშაო სივრცეებს უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ყოველდღიურად. Coworking მოძრაობა მსოფლიოში 2005 წელს დაიწყო, როცა პროგრამების დეველოპერმა ბრედ ნოიბერგმა სან-ფრანცისკოში მოისურვა დამოუკიდებლად ემუშავა ისეთ ადგილას, სადაც ერთნაირი ინტერესების მქონე ადამიანები გაერთიანდებოდნენ და შეძლებდნენ გამოცდილების გაზიარებას, ერთმანეთის დახმარებას და შექმნიდნენ საქმიან და მეგობრულ გარემოს.

სოფო ვასაძე ჟურნალისტია, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია სამუშაოდ coworking სივრცეს იყენებს, და ამბობს, რომ ასეთი ადგილების მთავარი ხიბლი ახალი კავშირების დამყარებაა ადამიანებთან, რომლებთანაც შესაძლებელია თანამშრომლობა, მაგრამ თუ კონცენტრაციის პრობლემები გაქვთ, ბევრმა ხალხმა შესაძლოა თქვენს პროდუქტიულობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

Coworkig მოძრაობა 5 მთავარ კომპონენტზე დგას: საზოგადოება (კომუნა), გახსნილობა, კოლაბორაცია, მდგრადი განვითარება და ხელმისაწვდომობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც საერთო სამუშაო სივრცეს ირჩევს, ზოგავს რესურსებს, ამყარებს ახალ კავშირებს, ღიაა თანამშრომლობისთვის და ახალი გამოცდილების მისაღებად, და ამ ყველაფერს აკეთებს უფრო მარტივად და კომფორტულად.

საერთო სამუშაო სივრცეები ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, თუმცა განსაკუთრებით კომფორტულია სტარტაპებისთვის, რომლებსაც ცოტა დასაქმებული ჰყავთ და ნაკლები ფული აქვთ საკუთარი ოფისების შესანახად, ამავდროულად სჭირდებათ ახალი კონტაქტები განვითარებისთვის;

საერთო სივრცეასევე კომფორტულია იმ პირებისთვის, რომლებსაც კონკრეტულ დროს კონკრეტულ ადგილზე ყოფნა არ სჭირდებათ თავიანთი სამუშაოს შესასრულებლად, შესაბამისად, coworking ადგილებს ძირითადად პროგრამისტები, მწერლები, დიზაინერები, არქიტექტორები, ონლაინ პროდუქციის შემქმნელი ფრილანსერები მოიხმარენ.

საერთო სამუშაო სივრცეები ნელ-ნელა თბილისშიც ჩნდება. დღეს თბილისში სულ რამდენიმე coworkig ადგილი ფუნქციონირებს და მიუხედავად იმისა, რომ საერთო კონცეფცია აქვთ, მათ შორის სახასიათო განსხვავებები მაინც თვალშისაცემია, რაც სხვადასხვა ტიპის მომხმარებლის მისაზიდად არის საჭირო.

1) Vere Loft – სთავაზობს დაინტერესებულ პირებს ღია სამუშაო სივრცეს 365 დღე 24 საათის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს, დღის თუ ღამის განმავლობაში, სამუშაო თუ დასვენების დღეებში შეგიძლიათ ისარგებლოთ მათი სერვისით. ვერე ლოფტი საშუალებას გაძლევთ დაიქირაოთ სივრცე როგორც დღიურად, ასევე ერთი კვირით, თვით ან უფრო დიდი დროით. თუ Coworking სივრცის დიდი ხნით გამოყენებას აპირებთ, შეგიძლიათ პირადი მაგიდა დაიქირაოთ, სადაც თქვენი ნივთების მიტანაც შეგიძლიათ. აქვე ფუნქციონირებს შეხვედრების ოთახი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებთ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ vere loft-ში მომუშავე ადამიანებს შეუძლიათ გამოიყენონ აგრეთვე შემდეგი დანადგარები: HP პლოტერი, რენდერის მანქანა, A4, A3 და A1 ფორმატის პრინტერები.

2) Tbilisi impact Hub – საერთაშორისო ქსელის წევრი ჰაბია, რომელიც 85-ზე მეტ ამ ტიპის სამუშაო სივრცეს აერთიანებს. იმპაქტ ჰაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ის, ვინც მათ აბონემენტს შეიძენს თბილისში, შეუძლია ნებისმიერ იმ ქვეყანაში გამოიყენოს, სადაც იმპაქტ ჰაბია წარმოდგენილი. იმპაქტს ჰაბი თავის წევრებს პერიოდულად სთავაზობს ვორკშოპებს, ლექციებს, შეხვედრებს მათთვის საინტერესო თემებზე. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ცალკეული ადამიანებისთვის, ასევე მცირე კომპანიებისთვის, რომლებისთვისაც მცირე ოთახებია გამოყოფილია. ყველას, ვინც ამ სივრცეში მუშაობს, დღის განმავლობაში შეუძლია ისარგებლოს ჰაბის სამზარეულოთი, რომლის ღირებულებაც აბონემენტში შედის.

3) Ug Startup Factory – საქართველოს უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი ცენტრია, რომელიც გარდა 40 ადამიანზე განკუთვნილი საერთო სამუშაო სივრცისა, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს სტარტაპების წარმომადგენლებს. დამწყები ბიზნესების აქსელერაციის პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში, მათ შესაძლებლობა აქვთ მოიპოვონ დაფინანსება Sratup Factory-ს ფონდიდან და ასევე ჰქონდეთ წვდომა ელექტრონიკისა და ინჟინერიის ლაბორატორიასა და მობილური აპლიკაციების შექმნის ცენტრთან. პრინტერი და ცხელი სასმელები უფასოდ შედის აბონემენეტში, რომელსაც ამ სივრცით სარგებლობისთვის შეიძენთ.

4) ტექნოპარკი – ტექნოპარკში გამოყოფილი საერთო სამუშაო სივრცე დილის 8 საათიდან ღამის 12 საათამდე სთავაზობს როგორც ინდივიდებს, ასევე ჯგუფებს სამუშაო სივრცეს, რომელიც წინასწარ უნდა დაჯავშნოთ. შესაძლებელია როგორც დღიურად, ასევე უფრო ხანგრძლივად დაჯავშნა.

კვლევების თანახმად, საერთო სამუშაო სივრცეებში პროდუქტიულობის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ოფისებში, რასაც ერთი მხრივ, განაპირობებს ის, რომ 24 საათის განმავლობაში ღია ადგილას ადამიანები იმ დროს მიდიან სამუშაოდ, როცა მეტად შემოქმედებითები არიან და მეორე მხრივ, გარემო, სადაც სხვა ადამიანების შრომა ხილულია, მოტივაციას ზრდის და საქმეს უფრო მეტი ხალისით და სწრაფი ტემპით აკეთებენ.


რეკომენდირებული სტატიები
სად შევიძინოთ ხარისხიანი ქართული სუვენირები

სად შევიძინოთ ხარისხიანი ქართული სუვენირები

სად შევიძინოთ ხარისხიანი ქართული სუვენირები
ადამიანთა უმრავლესობა მოგზაურობისას სამახსოვროდ ყიდულობს რაიმე პატარა ნივთს - სუვენირს, რომელიც შესაძლოა იმ ქვეყნის ან ქალაქის სიმბოლოდაც კი აღიქმება
სპორტული წრეების ფასები თბილისში

სპორტული წრეების ფასები თბილისში

სპორტული წრეების ფასები თბილისში
გთავაზობთ დედაქალაქის მასშტაბით ბავშვთა სპორტული დარბაზებისა და კლუბების არასრულ ჩამონათვალს და მათი მომსახურების ღირებულებას
სტარტაპ საქართველოს ყველაზე საინტერესო და ყველაზე სათუო გამარჯვებულები

სტარტაპ საქართველოს ყველაზე საინტერესო და ყველაზე სათუო გამარჯვებულები

სტარტაპ საქართველოს ყველაზე საინტერესო და ყველაზე სათუო გამარჯვებულები
წარმოგიდგენთ ამ სტარტაპებიდან AT.ge-ს აზრით ყველაზე საინტერესო და ყველაზე სათუო იდეების წყვილს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.