fbpx

სტარტაპ საქართველოს ყველაზე საინტერესო და ყველაზე სათუო გამარჯვებულები


გააზიარე სტატია

საქართველოში, მთელი განვითარებული მსოფლიოს მსგავსად, სტარტაპების ბუმია – ინოვაციურის, არაინოვაციურის, ასეთის, ისეთის – ყველა ცდილობს ახალ ტრენდს ფეხი აუწყოს. ეს კარგიცაა. რაც უფრო მეტ ბიზნეს-მოდელს ვცდით, მით უფრო იზრდება იმის შანსი, რომ რომელიმემ გაამართლოს და მართლა მივიღოთ ის პროდუქტი, რაშიც ფულს გადავიხდით.

ამ პროცესში ლომის წილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, “სტარტაპ საქართველოს” მიუძღვის, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და ს.ს. “საპარტნიორო ფონდის” ერთობლივი პროექტია და ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური სტარტაპების დახმარებას ისახავს მიზნად.

თუ თქვენც გაქვთ რამე კარგი იდეა, შეგიძლიათ აქ დაარეგისტრიროთ, ბედი სცადოთ და 90%-მდე თანადაფინანსებაც მოიპოვოთ.

“სტარტაპ საქართველოს” დღემდე 52 იდეა აქვს დაფინანსებული.

წარმოგიდგენთ ამ სტარტაპებიდან AT.ge-ს აზრით ყველაზე საინტერესო და ყველაზე სათუო იდეების წყვილს.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო

Holosseum – ჰოლოგრაფიული მუზეუმი

ეს იდეა 28 წლის ლევან ბახიას ეკუთვნის, რომელმაც უკვე მოიპოვა “სტარტაპ საქართველოს” 100 000 ლარიანი დაფინანსება.

თავად იდეა კი შემდეგში მდგომარეობს – თბილისში, ქალაქის ცენტრში შეიქმნება სივრცე, სადაც დამთვალიერებელს საშუალება ექნება იხილოს საქართველოს სხვადასხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობა ინტერაქტიული და ფოტორეალისტური ჰოლოგრამების მეშვეობით.

მუზეუმში ნახავთ როგორც ვარძიის, უფლისციხის, თუშეთის, ენგურჰესის ანიმირებულ მაკეტებს, ასევე ინტერაქტიულ ინსტალაციებს საქართველოს ისტორიის სხვადასხვა მომენტიდან, ვეფხისტყაოსნიდან და ა.შ.

“ამჟამად შუა სამუშაო პროცესში ვართ, უკვე დავასრულეთ 8 ჰოლოგრამის აგება. დანარჩენი ექსპონატებიც დამუშვების სტადიაშია. ვვარაუდობთ, რომ მარტში შევძლებთ პროექტის დაწყებას. ვგეგმავთ ინტსალაციებს ვარძიასა და უფლისციხეში. თვითონ ჰოლომუზეუმი კი შარდენის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქარვასლაში გვინდა გავაკეთოთ.”

ყველაზე “საეჭვო” იდეა

“ფელამუშის კუბები”

ფელამუში aka თათარა თუ გაგისინჯავთ? რა პასუხიც არ უნდა გაგვცეთ, სამი ახალგაზრდა ქალის – თინათინ იჩქითის, სალომე ნასრაშვილისა და ნონა ნონიაშვილის სტარტაპ-იდეა სრულიად შეცვლის თქვენს წარმოდგენას ფელამუშზე.

ეს ჯგუფი “სტარტაპ საქართველოსგან” მოპოვებული 84 000 ლარიანი დაფინანსებით, არც მეტი და არც ნაკლები, ფელამუშის კუბების წარმოებას აპირებდა, თუმცა, როგორც “სტარტაპ საქართველოში” განგვიცხადეს, ეს პროექტი ამჟამად დაპაუზებულია – განმცხადებლების მიერ გარკვეული პირობების შეუსრულებლობის გამო.

ორივე სტარტაპს წარმატებას ვუსურვებთ და ხოლო გამარჯვებული პროექტების პროგრესის შესახებ AT.ge უახლოეს მომავალში მოგითხრობთ.


რეკომენდებული სტატიები
10 საუკეთესო საგანმანათლებლო ინტერნეტ-პლატფორმა

10 საუკეთესო საგანმანათლებლო ინტერნეტ-პლატფორმა

10 საუკეთესო საგანმანათლებლო ინტერნეტ-პლატფორმა
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ინტერნეტი მოიცვა საგანმანათლებლო რესურსების ბუმმა, რომელიც მომხმარებელს, ნებისმიერ სფეროში სხვადასხვა სახის უფასო სასწავლო პროგრამებს სთავაზობს.
ახალი რელიგია ხელოვნური ინტელექტისთვის

ახალი რელიგია ხელოვნური ინტელექტისთვის

ახალი რელიგია ხელოვნური ინტელექტისთვის
“მომავლის გზა” (Way of the Future) კალიფორნიაში დარეგისტრირებული, ახლად ჩამოყალიბებული რელიგიური კონფესიაა და ის თავიდან ბოლომდე ერთ პრაგმატულ მიზანს ემსახურება: მოამზადოს კაცობრიობა იმ მომენტისთვის, როდესაც დედამიწის მართვა ხელოვნური ინტელექტის, ანუ "კომპიუტერის" ხელში გადავა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.