წლის საუკეთესო ელექტროტექნიკა ლას-ვეგასში დაასახელეს


გააზიარე სტატია

სამომხმარებლო ელექტრონული ნაწარმის საერთაშორისო გამოფენაზე (The International Consumer Electronics Show – CES 2018), სხვადასხვა ნომინაციებში, დიდი ხნის მსჯელობის შემდეგ, წლის საუკეთესო ტექნიკური მიღწევები გამოავლინეს.

CES 2018 ლას-ვეგასში, 8-11 იანვარს გაიმართა. მასში მონაწილეობა 3900-მა ტექნოლოგიურმა კომპანიამ და 150 ქვეყნიდან ჩამოსულმა 170 000-მა დამთვალიერებელმა მიიღო.

წარმოგიდგენთ CES 2018-ის თითოეული ნომინაციის გამარჯვებულს, მათ შორის, „საუკეთესოთა შორის საუკეთესოს“ და „ხალხის რჩეულს“.

 


საუკეთესო უნივერსალური, ადაპტირებული ტექნოლოგია: Xenoma-ს ელექტრონული ქსოვილის პიჟამა – საღამური სამოსი

დაჯილდოების ცერემონიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უნივერსალური ტექნოლოგიები გახდა. ინოვაციური ქსოვილური სენსორის დამსახურებით, გამარჯვებულია – Xenoma. ამ ელექტრონულ ქსოვილს არ სჭირდება არც სარეცხი მანქანა და არც კანის მოვლის სპეციალური საშუალებები.

 


საუკეთესო სტარტაპი: Black Box Vr
Black Box Vr ქმნის მომავლის სპორტდარბაზს. HTC Vive-ის სპეციალური სავარჯიშო მოწყობილობისა და სხეულის მოძრაობის გამოთვლის საშუალებით, ვარჯიში ვიდეოთამაშად გარდაიქმნება. წელს კომპანია დარბაზის გახსნას სან-ფრანცისკოში გეგმავს, სადაც მომხმარებლებს მიეცემათ საშუალება ივარჯიშონ და ითამაშონ ერთდროულად. ეს გამოგონება ვირტუალური ფიტნეს-ბაზრის მხოლოდ დასაწყისია.

 


საუკეთესო ციფრული ფიტნეს ტექნოლოგია ჯანმრთელობისათვის: L’oreal UV Sense
რაც უფრო მცირეა მოწყობილობა, მით მარტივია მისი თან ტარება. L’oreal UV Sense – ფრჩხილის ზომის სენსორი, თქვენი სმარტფონის საშუალებით მოგაწვდით ინფორმაციას თქვენს ორგანიზმზე მზის გამოსხივების გავლენის შესახებ დღის განმავლობაში. ეს მოწყობილობა ორმაგად სასარგებლოა: ერთი მხრივ, გვეხმარება კანის კიბოს თავიდან აცილებაში და ამავდროულად, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს, მიკროტექნოლოგიების განვითარებაში.

 


ყველაზე კომპაქტური ტექნოლოგია: L’oreal UV Sense
„კომპაქტურობაში“ იგულისხმება არამხოლოდ ამ მოწყობილობის მარტივად ტარება, არამედ მისი ეკონომიურობაც. ეს მოწყობილობა არ საჭიროებს ელემენტს, ის უბრალოდ იღებს მონაცემებს თქვენი ფრჩხილიდან და უკავშირებს მას სმარტფონს. იმედია, ეს გამოგონება გახდება იმ ტექნოლოგიების წინაპარი, რომლებიც იზრუნებენ ჩვენს ჯანმრთელობაზე ენერგიის მინიმალური დანახარჯით.

 


საუკეთესო სატრანსპორტო ტექნოლოგია: Toyota e-Palette
სიტყვა – “მობილური” ძალიან მნიშვნელოვანია ავტომატურ სამყაროში და ტრანსპორტის ამ თვისებას მნიშვნელობას ანიჭებენ, თუნდაც მისი ქირაობისას. „ტოიოტას“ არ გამორჩენია მომხმარებლის ეს დაკვეთა და გადაწყვიტა შეექმნა ნივთების, ან სულაც მცირე ბიზნესის მარტივად გადაადგილების მექანიზმი. ეს მანქანა მატარებლის ვაგონს წააგავს, იგი უნივერსალურია და შეიძლება გამოიყენოთ როგორც ტაქსი, საკვები ობიექტი, ყვავილების მაღაზია, გადასაზიდი სერვისი, ოფისი ან საძინებელიც კი. ეს უნივერსალური ტრანსპორტი უდავოდ იდეალურია ჩვენი დინამიკური სამყაროს პირობებში.

 


საუკეთესო ხელსაწყო სახლის კინოთეატრის სფეროში: Optoma 4k Alexa Projector
ჯერ კიდევ არ შეგიძენიათ პროექტორი? DLP ტექნოლოგიის განვითარების დამსახურებით, ტელევიზორები დღითი დღე კარგავენ თავიანთ პოზიციებს. Optoma HD51A აერთიანებს ხარისხს, მოხერხებულობასა და ხელმისაწვდომობას. მისაღები ფასის გამო Optoma სახლის კინოთეატრის
იდეალური ელემენტი გახდება.

 


საუკეთესო ავტომატური პროდუქცია სახლისთვის: Lenovo Smart Display
უამრავი დისტანციური მაცივრისა და „სმარტ“ ელექტრომოწყობილობის ფონზე გამარჯვებულია Lenovo-ს Smart Display. იგი ერთ-ერთი პირველი და უდავოდ საუკეთესო „სმარტ დისფლეია“ გუგლის ეკოსისტემაში. Google ასისტენტის იდეალური ადაპტირებაა სახლის პირობებში, თანაც მშვენიერი დიზაინით.

 


საუკეთესო ინოვაცია (გარდამტეხი ტექნოლოგია): Toyota e-Palette
თუკი Toyota ახლო მომავალში არჩეულ ვექტორს არ გადაუხვევს, მაშინ საყვარელი რესტორანი, ანდაც მაღაზია პირდაპირ თქვენს სახლში „მოვა“. თვითმართვადი მანქანა მოგიტანთ არამხოლოდ კონკრეტულ შეკვეთას, არამედ პატარა მაღაზიასაც. ეს გასაოცარი და გარდამტეხი გამოგონება მთლიანად შეცვლის მიწოდების სერვისს. ამ მანქანის გამოყენება სხვადასხვაგვარად შეიძლება, რაც დღეს რთულად წარმოსადგენია, თუმცა სავსებით დასაშვებია (და ასეც იქნება) „თვითმართვად“ მომავალში. e-Palette-ის საშუალებით, Toyota გვაჩვენებს, რომ მსგავს ტექნოლოგიას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს არა მხოლოდ სატრანსპორტო ინდუსტრიაზე, არამედ მთელ ბიზნეს-სამყაროზე.

 


საუკეთესო ტელეფონი ან მობილური მოწყობილობა: Lenovo Miix 630
Windows 10 – „ორი ერთში“ – შესაძლოა უცნაური არჩევანია, თუმცა კონკრეტული დანიშნულებისათვის იდეალურია: მას აქვს Snapdragon 835 ჩიპსეტი (მიკროსქემა). შედეგად, Lenovo Miix 630 ელვისებური სიჩქარით ირთვება, მისი ელემენტი კი დაახლოებით 20 საათი ძლებს. ამას ემატება არაჩვეულებრივი კლავიატურა და ეს ყოველივე ქმნის იდეალურ ტელეფონს მათთვის, ვისაც ხანგრძლივი მოგზაურობა უწევს.

 


საუკეთესო ტვ (სატელევიზიო) პროდუქტი: LG 2018 C-Series OLED
LG-ს მორიგი OLED ეკრანი უკეთესი დიზაინითა და ხარისხით გამოირჩევა. B8-ს მომდევნო C8-ს სერია, ახალი Alpha 9 პროცესორითა და ახლად დამატებული Google ასისტენტის მეშვეობით, უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. LG პოზიციებს არ თმობს და Google-თან ერთად აგრძელებს მუშაობას სატელევიზიო პროდუქციის სრულყოფისათვის.

 


საუკეთესო სათამაშო (გეიმინგ) პროდუქცია: HTC Vive Pro
HTC, Vive-ის დამსახურებით, მსოფლიო ლიდერია PC-ის (პერსონალური კომპიუტერების) ვირტუალური სამყაროს პროდუქციებს შორის. ამ მოდელისთვის განახლებული ყურსასმენი გადამწყვეტ როლს თამაშობს. HTC Vive pro-ს აქვს ინტეგრირებული 3D აუდიო (ეფექტი), მეტად კომფორტული თავის ღვედი, ორმაგი ფრონტალური კამერა, ორი მიკროფონი და გაძლიერებული რეზოლუცია – 2,880 x 1,600-ზე, 615 პიქსელი ინჩზე. Vive Pro – ეს არის მცირე, თუმცა დადებითი სიახლე, რომელიც ვირტუალური სამყაროს ინდუსტრიას სწორი მიმართულებით განავითარებს.

 


საუკეთესო მოულოდნელი აღმოჩენა – „აფლაკის“ „ჩემი განსაკუთრებული იხვი“
ფუმფულა სათამაშო არ არის CES-ის ტიპური ნომინანტი, თუმცა ეს იხვი, დამსახურებულად მოხვდა გამარჯვებულთა სიაში. იხვი სპეციალურად დამზადდა სიმსივნით დაავადებულ ბავშვთათვის. მას გააჩნია სპეციალური კათეტერი RFID ჩიპით, იმისათვის რომ ბავშვები შეეგუონ ქიმიოთერაპიას და არ შეუშინდნენ მას. სათამაშოს აქვს სპეციალური „ემოჯი“ ბარათებიც, სხვადასხვა ემოციის გამოსახატად. ყველაფერთან ერთად, ის ფუმფულა, სასიამოვნო და საყვარელია. Afac აპირებს უფასოდ დაურიგოს სათამაშო ყველა ბავშვს აშშ-ს მასშტაბით, ვისაც სიმსივნის დიაგნოზი აქვს დასმული. რთულია, არ მოიწონო ასეთი ინიციატივა.

 


საუკეთესო სპორტული ტექნოლოგია: თავის ტრავმის პრევენციის ბიომეტრიული მონიტორინგის სისტემა (HIMS)
კაპას, რომელსაც თავის ტრავმის ბიომეტრიული პრევენცია შეუძლია სენსორების მეშვეობით, არაერთი სპორტსმენის სიცოცხლის გადარჩენა ძალუძს. სერიოზული დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში, სამედიცინო ბრიგადა მომენტალურად იღებს შეტყობინებას, რაც მყისიერი რეაგირების საშუალებას იძლევა. დიდი ხანია მრავალი სპორტის სახეობაში თავის ტრავმები გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ასე რომ, ამ ტექნოლოგიის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

 


საუკეთესო პერსონალური კომპიუტერი ან პლანშეტი: Lenovo ThinkPad X1 Carbon
Lenovo არ დაკმაყოფილდა მისი მთავარი პროდუქციის უკანასკნელი განახლებით. მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ThinkPad X1 Carbon-ის დაცვითი მექანიზმი. ამ მოდელს ასევე დაემატა ორმაგი მიკროფონი, რომელიც ხმას დიდ დისტანციაზე იწერს. გარდა ამისა, განუმეორებელი Dolby Vision HDR დისპლეი, კომფორტული კლავიატურა, ელექტრონული სიმ-ბარათი და დამხმარე Alexa (Amazon-ის ასისტენტი) ThinkPad X1 Carbon-ს წლის საუკეთესო ლეპტოპად აქცევს.

 


საუკეთესო რობოტი ან დრონი: Sony AIBo
Sony-ს ყველასათვის საყვარელი ძაღლი-რობოტი დაბრუნდა. ამჯერად იგი უფრო ჭკვიანი და სწრაფია. შინაურ ცხოველს აქვს კამერა და მრავლისმეტყველი ელექტრონული თვალები, რომლებიც WiFi-სა LTE-ს საშუალებით თითქოს ბუნებრივად მოძრაობენ. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საყოფაცხოვრებო რობოტის ღირსეული დაბრუნება.

 


მომავლის საუკეთესო ხედვა (Smart ქალაქი): Wi-Fiber Intelli- Platform integrated Streetlights
ჩვენ გვინდა „ჭკვიან ქალაქში“ ცხოვრება, თუმცა ამის მიღწევა ძალიან რთული და ძვირია. კომპანიები ცდილობენ, არსებულ ინფრასტრუქტურას დაუმატონ საჭირო აღჭურვილობა სასურველი შედეგის მისაღწევად. Wi-Fiber-მა შექმნა ქუჩის განათება დაცვის კამერით, IoT-ით (ნივთების ინტერნეტი) და მუნიციპალური Wi-Fi-ით. მეტიც, ქუჩის განათებას შეუძლია ფერი იცვალოს, იმისათვის რომ სასწრაფო დახმარების მანქანას მიუთითოს სწორი მიმართულება.

 


საუკეთესოთა შორის საუკეთესო: Toyota e-Palette
ტექნოლოგიამ უნდა გააჩინოს ახალი შესაძლებლობები, თუმცა ხანდახან იგი კარგად განსაზღვრულ ჩარჩოებში გვაქცევს, რომელიც კომპანიის მოგებაზე მუშაობს. CES-ზე, Toyota-მ საკუთარი ჩარჩო – Toyota e-Palette წარმოადგინა. ამ „მოძრავ მართკუთხედს“ შეუძლია მფლობელის სურვილისამებრ შეასრულოს არაერთი ფუნქცია: მიწოდების სერვისი, სავაჭრო ან მოძრავი საკვები ობიექტი, ოფისი… არსებობს სხვადასხვა ზომის მოდელები, რაც პოტენციურ მფლობელებს სხვადასხვა ფუნქციის გამოყენების საშუალებას აძლევს. Toyota-ს კონცეფცია დაეხმარება არამხოლოდ დიდ კომპანიებს, არამედ მცირე ბიზნესსაც.

 


ხალხის რჩეული: Dell x Nikki Reed Circular Collection Jewelry
დაახლოებით 29 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ჩვენს გამოკითხვაში და 24 საათის შემდეგ გამარჯვებულიც გამოვლინდა. ხმების 30%-ზე მეტი (შედარებისთვის: მეორე ადგილზე გასულმა ხმათა მხოლოდ 9% მიიღო) კომპანია Dell-ის და მსახიობ ნიკი რიდის კოლაბორაციამ დაიმსახურა. როგორც აღმოჩნდა, ათასობით ადამიანს მოსწონს გადამუშავებული კომპიუტერული ნაწილებისგან დამზადებული სამკაული – ბეჭდები და საყურეები.

წყარო: engadget.com


რეკომენდებული სტატიები
სტარტაპ საქართველოს ყველაზე საინტერესო და ყველაზე სათუო გამარჯვებულები

სტარტაპ საქართველოს ყველაზე საინტერესო და ყველაზე სათუო გამარჯვებულები

სტარტაპ საქართველოს ყველაზე საინტერესო და ყველაზე სათუო გამარჯვებულები
წარმოგიდგენთ ამ სტარტაპებიდან AT.ge-ს აზრით ყველაზე საინტერესო და ყველაზე სათუო იდეების წყვილს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.