როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტის დახმარებით
საქართველოში ბოლო წლებში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემა უმუშევრობა და სიღარიბეა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით კი საქართველოში ეკონომიკურად აქტიური ყოველი მეორე მოქალაქე თვითდასაქმებულია.
სტატისტიკის ბიუროს კრიტერიუმებით, თვითდასაქმებულად ითვლება ნებისმიერი ის პირი, რომელიც -შეიძლება მუშაობდეს საოჯახო საწარმოში ან სხვა ტიპის სამუშაოთი იყოს დაკავებული (მაგალითად, ყიდდეს მზესუმზირას, ალაგებდეს სახლებს, ეხმარებოდეს მოსწავლეებს გაკვეთილების მომზადებაში და ა.შ.) და შემოსავალს იღებდეს ამ საქმიანობიდან.
ჩვენ გთავაზობთ თვითდასაქმების რამდენიმე გზას, რისთვისაც მხოლოდ ინტერნეტი და საკუთარი უნარების განვითარება დაგჭირდებათ.
გავაკეთოთ ონლაინ მაღაზია Facebook-ზე, instagram-ზე ან Etsy-ზე
ონლაინ მაღაზიის გაკეთების შემთხვევაში სასურველია გვქონდეს ცოტაოდენი საწყისი კაპიტალი რეკლამისა და სასტარტო ნივთებისთვის, თუმცა მათ გარეშეც შეიძლება დაწყება საკუთარი ხელით შექმნილი ნივთებით, ან სახლში ნაპოვნი და თქვენთვის არასაჭირო საგნებით.
ონლაინ მაღაზიაში შეიძლება გავყიდოთ: მეორადი ტანსაცმელი, მეორადი სათამაშოები, აქსესუარები, ავეჯი, ჩვენი ხელით დამზადებული ნივთები (ნაქსოვები, მოხატული ან დაპრინტული მაისურები, ხელნაკეთი სამკაულები, წიგნაკები, პოსტერები) სახლის ყვავილები, რომელთა გახარებაც სრულიად უფასოდ არის შესაძლებელი.
ონლაინ მაღაზიის შექმნისას გაითვალისწინეთ, რომ მას უნდა ჰქონდეს კარგად ჩამოყალიბებული სტილი, იმისათვის რომ მომხმარებელმა გამოარჩიოს, დაიმახსოვროს და შეიყვაროს, შესაბამისად, ნუ გაყიდით ყველაფერს ერთი პლატფორმიდან და იმას, რასაც გაყიდით, შეეცადეთ, რომ კარგად შეფუთოთ.
საინტერესო ქართული ონლაინ მაღაზიები:
- méli-mélo • მელი-მელო
- VintageGalShop
- Kaia • კაია
- Anna Bakradze Production
- Kant • კანტი
- Moriarty • მორიარტი
გავაქირავოთ ჩვენი ბინა (airbnb, tripadvisor, myhome)
თუკი გაქვთ ბინა/ფართი, რომელსაც არ იყენებთ, შეგიძლიათ ის აქციოთ სტაბილური შემოსავლის წყაროდ. სხვადასხვა პლატფორმები ღიაა ნებისმიერი ფართის წარსადგენად და ჯავშნების მისაღებად, შესაბამისად, თქვენ მხოლოდ ამ ფართის მოწესრიგება და რეკლამირება მოგიწევთ აიღოთ საკუთარ თავზე. გაითვალისწინეთ, რომ ერთნაირად წარმატებით შეგიძლიათ გააქირავოთ როგორც ქალაქებში არსებული ბინები, ასევე ქალაქგარეთ არსებული სახლები, სადაც შეგიძლიათ მოაწყოთ საოჯახო სასტუმროები, გესთჰაუსები, საკვები პუნქტები ან სადღესასწაულო სერვისი შესთავაზოთ სტუმრებს.
საინტერესო ქართული პრეცედენტები:
გავყიდოთ სერვისი
თუკი არც ფართი გაქვთ და არც მეწარმეობა გხიბლავთ, შესაძლოა სერვისის გაყიდვით იშოვოთ ფული. მაგალითად, გაასეირნოთ ან დაიტოვოთ ცხოველები, მოამზადოთ საკვები (სასურველია, ადგილზე მიტანის სერვისით), შესთავაზოთ ადამიანებს ფოტო-ვიდეო გადაღება ან რაიმეს სწავლება, საჩუქრების შეფუთვა და ა.შ.
საინტერესო ქართული სერვის-მომწოდებლები:
- დაბადების დღეების მოწყობა ბავშვებისთვის
- ბავშვების ანიმატორები
- ტორტები
- ინტერიერის მოხატვა
- Ninime’s Healthy Food
დაფიქრდით იმაზე, რა შეუძლიათ თქვენი ოჯახის წევრებს
შესაძლოა თქვენ არ გჭირდებათ დამატებითი შემოსავალი, მაგრამ გყავთ მოხუცი, მაგრამ მხნე ბებო, აქტიური დედა, ხელმარჯვე მამა და ა.შ. დაეხმარეთ მათ, მოსინჯონ საკუთარი უნარები და ისინი შემოსავლის წყაროდ აქციონ.
საინტერესო პროდუქტები ოჯახის წევრებისგან: