fbpx

საბჭოთა სიმბოლიკის ონლაინ კოლექციები


გააზიარე სტატია

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმპერიის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების კვლევა და იმ კვლევების შემდგომი ანალიზი.

დღეს, საბჭოთა კავშირის დაშლიდან თითქმის 3 ათეული წლის გასვლის შემდეგ, კვლევისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები ის ვიზუალური მემკვიდრეობაა, რაც მაშინდელ ცხოვრების წესს, არქიტექტურას, პროპაგანდას, ყოველდღიურობას ასახავს და საკმაო ინფორმაციის მატარებელია.

ინტერნეტში მრავლად მოიძებნება ისეთი ბლოგები, რომლებიც საბჭოური ვიზუალების გამოყენებით გვიამბობს წარსულის ამბებს. ჩვენ ავარჩიეთ 10 საუკეთესო ბლოგი Tumblr-ის პლატფორმიდან, რომელთა ნაწილი სოციალისტ ახალგაზრდებს ეკუთვნით, ნაწილი დღეს რუსეთში მოქმედი პროპაგანდითაა გაჯერებული და ქმნის ილუზიას, რომ საბჭოთა კავშირი ბედნიერი ადამიანების ქვეყანა იყო, ნაწილი კი ციფრული კოლექციონერობის მცდელობებია.


soviet-postcards.com/ – საბჭოთა კავშირის დროინდელი საფოსტო ბარათები, წიგნების ილუსტრაციები, გულსაბნევები და სხვა ვიზუალური მასალა არა მხოლოდ 7 წლის ისტორიის მქონე ბლოგზეა თავმოყრილი, რიგი მათგანი იყიდება კიდეც Etsy-ზე ონლაინ მაღაზიაში.

 


fuckyeahussrposters-blog.tumblr.com/
– სხვადასხვა შინაარსისა და ესთეტიკის მქონე საბჭოთა პოსტერები წლების მიხედვით არის დალაგებული, რაც საშუალებას გვაძლევს ვნახოთ, საბჭოთა კავშირის არსებობის სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა მმართველის დროს რა თემები იყო მნიშვნელოვანი პროპაგანდისტული მანქანისთვის.

 

post-soviet.tumblr.com/ – საბჭოთა არქიტექტურის თვალსაჩინო და გამორჩეული ძეგლები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან.

 

sovietreality.tumblr.com/ – საბჭოთა რეალობა, იმპერიისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები და გმირები ბლოგის ავტორის ნოსტალგიურ გრძნობებს აღვიძებს.

 

sovtime.com/ – მარქსიზმ-ლენინიზმი, საბჭოთა კავშირი და წითელი ოქტომბერი საკვანძო თემებია ამ ბლოგის ავტორისთვის, რომელიც საბჭოთა ვიზუალებს ათწლეულების მიხედვით ყოფს და ისე გვთავაზობს.

 

thesovietbroadcast.tumblr.com/ – მარქსიზმის, ლენინიზმისა და მაოიზმის იდეოლოგიების ხიბლქვეშ მყოფი ავტორი საკუთარ ბლოგს განიხილავს, როგორც სასწავლო რესურსს ინტერნეტში სოციალიზმითა და ამ იდეოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

 

www.monumentalism.net/ – საბჭოთა პერიოდში აგებული სხვადასხვა შინაარსისა და დატვირთვის მქონე მონუმენტები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, რომელიც მოგზაური მწერლისა და მკვლევარის, დარმონ დიხტერის 10-წლიანი კვლევისა და მოგზაურობის შედეგად შეგროვდა, ერთ პლატფორმაზე გაერთიანებული საინტერესო სურათს იძლევა.

 

prizmakommunizma.tumblr.com/ – საბჭოთა პროპაგანდის პოსტერები და სხვა ვიზუალური მასალა ადაპტირებული ანიმეების ესთეტიკაზე ანიმეების მოყვარული ინტერნეტმომხმარებლების დასაინტერესებლად კარგად მიგნებული ხრიკია. ამ ბლოგის ავტორი საბჭოთა კავშირს კარგ ქვეყანად, კომუნიზმს კი დიდებულ იდეოლოგიად მიიჩნევს.


country-ussr.tumblr.com/ – კიდევ ერთი საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგიური განწყობითა და სენტიმენტებით ნაკვები ბლოგი “ქვეყანაზე, რომელიც დავკარგეთ”.

 

my-home-ussr-blog.tumblr.com/ – ამ ბლოგის მთავარი გმირი იური გაგარინია, საბჭოთა კოსმონავტი, რომელსაც საბჭოთა პროპაგანდა აქტიურად იყენებდა თავისი მიზნებისთვის.


რეკომენდებული სტატიები
მომავლის პროფესიები

მომავლის პროფესიები

მომავლის პროფესიები
გთავაზობთ პოსტების ციკლს მომავლის იმ პროფესიებზე, რომლებზეც სხვადასხვა კვლევების თანახმად მომდევნო წლებში მოთხოვნა გაიზრდება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.