პირველი სექს-რობოტი უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია


გააზიარე სტატია


ქვის პირველი პენისი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 30 000 წლით თარიღდება და გერმანიაში, “Hohle Fels”-ის გამოქვაბულშია ნაპოვნი.

ფალოიმიტატორები აქტუალური იყო ძველ საბერძნეთშიც – ე.წ. დილდო რამდენჯერმე აქვს მოხსენიებული ძველ ბერძენ დრამატურგს არისტოფანე, თავის კომედიაში “ლისისტრატე”.

ჩინეთშიც – XV საუკუნის ჩანაწერებში გვხვდება ინფორმაცია დიდგვაროვანი ქალბატონებისთვის დამზადებული ხის ფალოიმიტატორების შესახებ.


და ინგლისშიც – ბრიტანელი დრამატურგის, Thomas Nashe-ს ეროტიკულ პოემაში “The Choise of Valentines” შუშის დილდო მნიშვნელოვან როლს “თამაშობს”.
ფალოიმიტატორი მოხსენიებულია შექსპირის პიესაში “ზამთრის ზღაპარი”.

გასაკვირი არაა, რომ ტექნოლოგიურ პროგრესთან, ლატექსის, სილიკონის და მსგავსი სინთეტიკური მასალების ფართოდ გამოყენებასთან ერთად, სექს-სათამაშოებიც იხვეწება, თუმცა “სამანტა”-ს შემქმნელებმა ეს სფერო სულ სხვა დონეზე აიყვანეს.

ესპანური კომპანია Synthea Amatus ირწმუნება, რომ სამანტა სექს-ინდუსტრიაში ნამდვილი ტექნოლოგიური გარღვევაა.

160 სანტიმეტრის სიმაღლის რეალისტური ინტერაქციული თოჯინა ხელოვნური ინტელექტითაა აღჭურვილი და პარტნიორთან კომუნიკაცია შეუძლია. სამანტა ხუმრობს, საუბრობს ფილოსოფიაზე, ხელოვნებაზე, ამინდზე. თოჯინა ასევე იმახსოვრებს თქვენთვის საინტერესო თემებს, თქვენს ხასიათს და ცდილობს უკეთ შეგეთვისოთ.

მას ასე უბრალოდ ვერ “შეითრევთ საწოლში” – ანდოიდის სხეული სენსორებითაა აღჭურვილი, რომლებითაც თოჯინა თქვენ შეხებას გრძნობს და სანამ სექსზე დაგთანხმდებათ, თქვენგან მოფერებას და ყურადღებას ითხოვს.

სამანტას სენსორები ასევე აფიქსირებენ, თუ როგორ ექცევით მას – ნაზად და ვნებიანად თუ უხეშად და დომინანტურად და შესაბამისი რეაქციაც არ აყოვნებს – სამანტას ან მოეწონება თქვენი შეხება, ან არა და უფრო ჯენტლმენური საქციელისკენაც კი შეიძლება მოგიწოდოთ.

სამანტას ასევე შეუძლია თქვენი სახლის სმარტ-ასისტენტს დაუმეგობრდეს. თუ, მაგალითად, სახლში Amazon Alexa გაქვთ, სამანტა მას უსინქრონდება და თუ ანდროიდი – უცებ მოფერების ხასიათზე დადგება, შეიძლება Alexa-ს რაიმე რომანტიკული მუსიკის ჩართვა და განათების შეცვლა სთხოვოს.

“თოჯინა იმდენად რეალისტურია, რომ ჩვენს კლიენტებს მის მიმართ მალევე უჩნდებათ გრძნობები”, – ამბობს სამანტას შემქმნელი Sergi Santos.

როგორც Synthea Amatus-ში აცხადებენ, საკუთარი პარტნიორი უკვე 40-მდე სექს-ანდროიდმა იპოვა. სრული კომპლექტაციით აღჭურვილი “სამანტა” 3750 ევრო დაგიჯდებათ. (პლუს ტრანსპორტირება და განბაჟება).
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მათი  მიზანი მომავალში მამაკაცი ანდროიდის შექმნაა.


რეკომენდებული სტატიები
როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტის დახმარებით

როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტის დახმარებით

როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტის დახმარებით
გთავაზობთ თვითდასაქმების რამდენიმე გზას, რისთვისაც მხოლოდ ინტერნეტი და საკუთარი უნარების განვითარება დაგჭირდებათ
სამი აპლიკაცია გაცნობისთვის, რომელიც შეგიძლიათ სცადოთ, როდესაც “ტინდერი“ არ „ჭრის“

სამი აპლიკაცია გაცნობისთვის, რომელიც შეგიძლიათ სცადოთ, როდესაც “ტინდერი“ არ „ჭრის“

სამი აპლიკაცია გაცნობისთვის, რომელიც შეგიძლიათ სცადოთ, როდესაც “ტინდერი“ არ „ჭრის“
აპების ბაზარზე არსებულ უამრავ პროგრამას შორის შეგხვდებათ ისეთი სერვისებიც, რომლებიც ბევრი პლიუსის მიუხედავად ჯერ კიდევ არ არის საყოველთაოდ ცნობილი, თუმცა კი ნამდვილად იმსახურებს მომხმარებლის ყურადღებას
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.