fbpx

სუპერკომპიუტერების მფლობელი ქვეყნების ტოპ 10-ული


გააზიარე სტატია


ევროკავშირი სუპერკომპიუტერებზე მილიარდ ევროს დახარჯავს, რათა არ ჩამორჩეს აშშ-სა და ჩინეთს

  • მსოფლიოს 10 უსწრაფესი სუპერკომპიუტერი ევროპის ფარგლებს მიღმაა განლაგებული.
    ევროკომისია სუპერკომპიუტერების შესაქმნელად 486 მილიონ ევროს გამოყოფს. კომისია იმედოვნებს, რომ 500 მილიონ ევროს კავშირის წევრები გაიღებენ.
  • ბრიტანელი კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტები დამწუხრებულები არიან, რომ გაერთიანებული სამეფო „ბრექსიტის“ გამო დაკარგავს დიდ სარგებელს, რომელიც სუპერკომპიუტერებს ახლავს თან.

ევროკომისიის ვებგვერდი იუწყება, რომ სუპერკომპიუტერებში განხორციელებული მილიარდიანი ინვესტიცია საზოგადოებას სარგებელს მოუტანს.

ევროკომისიის განცხადებით, კომპიუტერების შექმნა „EuroHPC” ინიციატივის ფარგლებში დაფინანსდება, იმისათვის რომ ევროპულ კომპანიებსა და მეცნიერებს არ მოუწიოთ ევროკავშირის ფარგლებს მიღმა მუშაობა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ანდრუს ანსიპის აზრით, სუპერკომპიუტერი ციფრული ეკონომიკის ძრავაა.

„ამ რბოლაში ევროკავშირი ჯერჯერობით მარცხდება – ევროპული კომპიუტერები არ არის შესული მსოფლიოს სუპერკომპიუტერების ტოპ ათეულში. “EuroHPC” ინიციატივით, ჩვენ გვსურს შევქმნათ უსწრაფესი სუპერკომპიუტერი 2020 წლისთვის. ევროპელ მეცნიერებსა და კომპანიებს ეს პროექტი მისცემს საშუალებას იმუშაონ ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტის, ჯანდაცვის, თავდაცვისა და ინჟინერიის სფეროების განვითარება.”

კომისია ამზადებს 486-მილიონიან ინვესტიციას იმ იმედით, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები დარჩენილ 500 მილიონს უზრუნველყოფენ. ამ პროექტში ინვესტიციის განხორციელება კერძო კომპანიებსაც შეუძლიათ.

ფოტო: statista.com

დღესდღეობით მსოფლიოს ორი უსწრაფესი სუპერკომპიუტერი ჩინეთშია. ტოპ ათეულიდან სხვები, ძირითადად, აშშ-სა და იაპონიაში გვხვდება. ევროკომისია იმედოვნებს, რომ ევროპას გაუჩნდება 2 უმძლავრესი სუპერკომპიუტერი, რომელიც დაიკავებს პოზიციებს ტოპ ათეულში.

როგორც „ბლუმბერგი“ იუწყება, ბრიტანელი კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტები დამწუხრებულები არიან ხელიდან გაშვებული შესაძლებლობით. გაერთიანებულ სამეფოს ფორმალურად აქვს უფლება, შეუერთდეს ინიციატივას, თუმცა „ბრექსიტის“ გამო, ეს, დიდი ალბათობით, ვერ მოხერხდება.

ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორის, საიმონ (McIntosh) სმიტის აზრით, „ბრექსიტმა“ ეჭვქვეშ დააყენა ბრიტანეთის მონაწილეობა ამ პროექტში, რაც ძალიან სამწუხაროა.

ევროკომისიის წევრი მარია გაბრიელი ამბობს, რომ სუპერკომპიუტერები დღესაც დიდ გავლენას ახდენენ ევროპელების ცხოვრებაზე. საკუთარი სუპერკომპიუტერების საშუალებით ევროკავშირი შეძლებს მედიცინის განვითარებას, ენერგიის დაზოგვასა და გლობალურ დათმობასთან უფრო ეფექტიან ბრძოლას.

სუპერკომპიუტერული ინფრასტრუქტურის განვითარება შექმნის სამუშაო ადგილებს. სუპერკომპიუტერები უზრუნველყოფენ მრეწველობის ციფრულ სივრცეში გადატანას, რაც დადებითად აისახება ევროპის ეკონომიკასა და კონკურენტუნარიანობაზე.

წყარო: uk.businessinsider.com


რეკომენდებული სტატიები
როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტის დახმარებით

როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტის დახმარებით

როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტის დახმარებით
გთავაზობთ თვითდასაქმების რამდენიმე გზას, რისთვისაც მხოლოდ ინტერნეტი და საკუთარი უნარების განვითარება დაგჭირდებათ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.