fbpx

ხელოვნურმა ინტელექტმა ხელოვნური ინტელექტი შექმნა


გააზიარე სტატია

ხელოვნური ინტელექტისთვის რამის სწავლება რთული საქმეა. ნეიროქსელს უწყვეტად და დიდი ხნის განმავლობაში უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია იმ სფეროდან, რომელიც გვინდა რომ ისწავლოს. ამ პროცესის ავტომატიზაციისთვის Google Brain-ის ინჟინრებმა 2017 წელს “ავტომატური მანქანური სწავლების” ხელოვნური ინტელექტი შექმნეს (AutoML).

ამ ქმნილების დანიშნულება სხვა, შვილობილი ხელოვნური ინტელექტების შექმნა და მათთვის მასწავლებლობაა.

და, როგორც აღმოჩნდა, ხელოვნურმა ინტელექტმა აქაც აჯობა ადამიანებს.

AutoML-ის მიერ შექმნილი ხელოვნული ინტელექტი (AI – Artificial Intelligence), რომელსაც სახელად NASNet დაარქვეს, თვითმავალი მანქანებისთვის და რობოტებისთვისაა განკუთვნილი და ერთი სპეციფიკური ფუნქცია გააჩნია – ვიდეო-თვალების მეშვეობით გარემოს აღქმა და სხვადასხვა ობიექტების, ადამიანების და სხვა ავტომობილების ამოცნობა.

ამ დავალებას NASNet-მა თავი ადამიანების დაწერილ AI-ებზე უკეთ გაართვა და 82,7%-ის სიზუსტით ამოიცნო სხვადასხვა ფოტოებზე აღბეჭდილი საგნები.
მან ამ შედეგით ჩვენ მიერ შექმნილ ხელოვნურ ინტელექტებს 1,2%-ით აჯობა.

შეიძლება ეს დიდ გაუმჯობესებად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მაღალი სიჩქარით მოძრავი თვითმავალი ავტომობილისთვის ყოველი წამი მნიშვნელოვანია და რაც უფრო მალე შეძლებს ის გარშემო ობიექტების “ცნობას”, მით უფრო უსაფრთხო იქნება ეს ტექნოლოგია.

ასევე, NASNet შეიძლება მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებსაც დაეხმაროს, თუ ნეირონულ-ელექტრონული კავშირის დამყარებას წარმატებით მოვახერხებთ.

NASNet-ის მნიშნველობას Google Brain-ის მეცნიერებიც ხვდებიან და მის კოდზე წვდომა სრულიად ღია გახადეს. “იმედს გამოვთქვამთ, რომ მანქანური სწავლებით დაინტერესებული საზოგადოება ამ მოდელებით მოახერხებს კომპიუტერული ვიზუალური აღქმის ბევრი პრობლემის გადაჭრას”, – წერენ ისინი საკუთარ ბლოგზე.

თუმცა, ისეთი ხელოვნური ინტელექტის შექმნა, რომელიც ჩვენზე უკეთეს AI-ს ქმნის, ნამდვილად იწვევს შეშფოთებას. რა შეუშლის ხელს AutoML-ს, რომ საკუთარ შვილს ისეთი რამ ასწავლოს, რასაც მთლად მშვიდობიანად არ გამოიყენებს? ან ხომ არ შექმნის ის ისეთ შვილობილებს, რომლებიც ჩვენი კონტროლის სფეროდან გავლენ?

მსოფლიო ტექნოლოგიური გიგანტები – Facebook, Apple, Microsoft და ა.შ. უკვე შეთანხმდნენ ხელოვნური ინტელექტის სფეროს პასუხისმგებლიან განვითარებაზე.
თუ მოვახერხებთ და პროცესის მართვის სადავეებს შევინარჩუნებთ, მოაზროვნე მანქანებს კაცობრიობისთვის ზიანზე ბევრად მეტი სიკეთის მოტანა შეუძლიათ. მთავარია ეს სფერო ეთიკის და მორალის ჩარჩოებში დარჩეს.


რეკომენდებული სტატიები
ბლოკჩეინის კაზინო და სხვა ინოვაციური აპლიკაციები

ბლოკჩეინის კაზინო და სხვა ინოვაციური აპლიკაციები

ბლოკჩეინის კაზინო და სხვა ინოვაციური აპლიკაციები
ბლოკჩეინს, როგორც ცალკე აღებულ ტექნოლოგიას, უზარმაზარი მომავალი აქვს და მალე მას იმგვარად და ისეთ სფეროებში გამოვიყენებთ, დღეს რომ აზრადაც არ მოგვივა
ქართველი პროგრამისტები მობილური აპლიკაციების მსოფლიო ბაზარზე

ქართველი პროგრამისტები მობილური აპლიკაციების მსოფლიო ბაზარზე

ქართველი პროგრამისტები მობილური აპლიკაციების მსოფლიო ბაზარზე
საქართველოში სილიკონის ველი რომ არ გვაქვს ვიცით, მაგრამ AT_ მაინც შეეცადა თქვენთვის პატარა გზამკვლევი შეექმნა ქართული და მსოფლიო მობილური აპლიკაციების სამყაროს შესახებ
სუპერკომპიუტერების მფლობელი ქვეყნების ტოპ 10-ული

სუპერკომპიუტერების მფლობელი ქვეყნების ტოპ 10-ული

სუპერკომპიუტერების მფლობელი ქვეყნების ტოპ 10-ული
დღესდღეობით მსოფლიოს ორი უსწრაფესი სუპერკომპიუტერი ჩინეთშია. ტოპ ათეულიდან სხვები, ძირითადად, აშშ-სა და იაპონიაში გვხვდება.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.