fbpx

ლისაბონის საუკეთესო ბინები ხანმოკლე ვიზიტებისთვის


გააზიარე სტატია

თუ თქვენ ევროპაში მოგზაურობას გეგმავთ, თამამად შეგიძლიათ ლისაბონზე შეაჩეროთ არჩევანი.

ლისაბონი თავისუფლად შეიძლება ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ტურისტულ ქალაქად ჩაითვალოს ბევრი მიზეზის გამო: იქნება ეს ისტორიული არქიტექტურა, ინტენსიური ღამის ცხოვრება, კლიმატი თუ კულინარიული მრავალფეროვნება, რომელიც ნებისმიერ გემოვნებასა და ბიუჯეტს აკმაყოფილებს.

მზე ლისაბონში წელიწადში 290 დღის განმავლობაში ანათებს და ტემპერატურა იშვიათად თუ ჩამოვა +15 გრადუსის ქვემოთ.

Airbnb ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ონლაინ-პლატფორმაა ლისაბონში დროებითი საცხოვრებლის შესარჩევად. ის ყველანაირ საჭირო ინფორმაციას გაწვდით მსოფლიოს წამყვან ქალაქებში გასაქირავებელ საცხოვრებლ ბინებზე, სადაც არდადეგები შეგიძლიათ მყუდროდ და კომფორტულად გაატაროთ.

გთავაზობთ Airbnb-დან ჩვენ მიერ შერჩეულ 5 ბინას ლისაბონში, რომლებმაც ყურადღება საინტერესო ინტერიერის დიზაინით, ზომიერი ფასითა და იდეალური ადგილმდებარეობით მიიქცია.

1. დიდი, კომფორტული ბინა ალფამაზე – 60 დოლარი

სახლი ლისაბონის სამხრეთ ნაწილში, ალფამას უბანში მდებარეობს. ალფამა ლისაბონის ერთ-ერთი ისტორიული მხარეა, რომელსაც კარგად აქვს შენარჩუნებული ქალაქის ავთენტური იერსახე. ლისაბონის ამ ნაწილში თქვენ რომაული და არაბული არქიტექტურის ნაკვალევსაც წააწყდებით. ბინა მე-9 საუკუნის შენობაში მდებარეობს. ინტერიერში ჭარბობს ნათელი ფერები და საინტერესო გაფორმება. ბინა 8 ადამიანს იტევს და იდეალურია საოჯახო არდადეგებისთვის, რადგან მასში საბავშვო ოთახი ცალკეა გამოყოფილი.

2. თანამედროვე ბინა-სტუდიო – 73 დოლარი

სახლი თანამედროვე დიზაინით – ნათელი კედლებითა და კომფორტული ავეჯით ჩიადუზე, ბაირო ალტოსა და მდინარე ტეჟუს ჩაყოლებაზე მდებარეობს. უბანში ბევრი სასტუმრო, რესტორანი და სასაუზმო კაფეა. ასევე ახლოა ადგილები, საიდანაც ქალაქის ხედი იშლება. სახლი თანამედროვე ტენდენციებისა და ძველებური გარემოს მიქსია. მას პატარა ბაღი და შუშით გამოყოფილი ორიგინალური სამზარეულო ოთახი აქვს. საცხოვრებელი იდეალურია ორი ადამიანისთვის.

3. მყუდრო, პატარა ბინა თავისუფლების გამზირთან – 57 დოლარი

მომხიბვლელი ბინა მსუბუქი, დახვეწილი დეკორით, თავისუფლების გამზირიდან 10 წუთის დაშორებით მდებარეობს. ამ უბანში ხშირად წააწყდებით XVIII-XIX საუკუნის შენობებს, მათ სიახლოვეს კი ჭარბადაა სარეკრეაციო ზონები. ბინა ისტორიული შენობის პირველ სართულზეა განთავსებული, განკუთვნილია 4 ადამიანისთვის და აქვს 2 მყუდრო საძინებელი.

4. ბინა ხედით – 115 დოლარი

პატარა ბინა გრასას უბანში მდებარეობს. ის გარშემორტყმულია კაფეებით, რესტორნებით და მაღაზიებით.
ბინის ადგილმდებარეობა საკმაოდ მოსახერხებელია, რადგან ის ახლოსაა ლისაბონის ყველა ღირსშესანიშნაობასთან, თუმცა ბინის მთავარი ხიბლი მისი არაჩვეულებრივი ხედებია, საიდანაც პანორამა მთელ ქალაქზე იშლება.
ეს ბინა კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც მზის ამოსვლისა და ჩასვლის ყურება უყვარს.

5. ბინა მეგობრებისთვის – 109 დოლარი

ნათელი, დიდი ბინა თეთრი ინტერიერით. კომბინირებულია მსუბუქ დეკორაციასთან. ბინა მაურაირას რაიონში მდებარეობს და ახლოსაა სან-ჟორჟეს ციხესიმაგრესთან. სახლს პატარა აივანი აქვს, რომელზეც შუადღისას ან საღამოს ჭიქა ღვინის დალევა შეგიძლიათ. სახლი ახლოსაა ლისაბონის ბევრ ღირსშესანიშნაობათან და მოსახერხებელია ფეხით სიარულის მოყვარულთათვის. ამ სახლში სტუმრობა იდეალურია მეგობრებთან ერთად, რადგან ის 7 ადამიანს იტევს.


რეკომენდებული სტატიები
მადრიდში სანახავი მუზეუმები

მადრიდში სანახავი მუზეუმები

მადრიდში სანახავი მუზეუმები
ქალაქის თითქმის ყველა მუზეუმი ცენტრში მდებარეობს და იქ მსოფლიო მხატვრობის საუკეთესო ნიმუშებია თავმოყრილი. ამ სტატიაში რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.
სად ვჭამოთ მადრიდში

სად ვჭამოთ მადრიდში

სად ვჭამოთ მადრიდში
თითქმის ყველგან, სადაც უნდა მოხვდეთ, გემრიელი საჭმელი გელოდებათ. თუმცა, ჩვენ გირჩევთ განსაკუთრებულ ადგილებს, სადაც ინტერიერი, ადგილმდებარეობა და კერძები სრულ ჰარმონიაშია
ფრანგული რესტორანი პარიზში: Le Grand Café Capucines

ფრანგული რესტორანი პარიზში: Le Grand Café Capucines

ფრანგული რესტორანი პარიზში: Le Grand Café Capucines
Le Grand Café Capucines-ში შეგიძლიათ ნამდვილი ფრანგული საღამო მოიწყოთ, პარიზულ ატმოსფეროში. ჟაკ გარსიას მიერ შექმნილი ინტერიერი პარიზული არტ ნუვოს სტილშია გადაწყვეტილი - წითელი ხავერდის სკამებით, მოხატული კედლებითა და ფერადი შუშის ჭერით.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.