ქართველი მოგზაურების საუკეთესო ბლოგები


გააზიარე სტატია

ბლოგები მოგზაურობის შესახებ  მთელ მსოფლიოში საყვარელი საკითხავია როგორც დაუღალავი მოგზაურებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ წინ აქვს ამ სტატუსის “მორგების” სიამოვნება და დაგეგმვის ეტაპზეა.

ბლოგები მოგზაურობაზე  გარდა იმისა, რომ დაინტერესებულ მკითხველს იზიდავს, მიმზიდველია სპონსორებისთვისაც, რომლებიც სხვადასხვა სამოგზაურო პროდუქტს თუ სერვისს ყიდიან.

მსოფლიოში არაერთი წარმატებული მოგზაური ბლოგერია, რომელმაც ყველა სხვა საქმე მიატოვა და მოგზაურობა ცხოვრების წესად და შემოსავლის წყაროდ აქცია.

 

საქართველოში ჯერ  სამოგზაურო ჟანრის მაინცდამაინც ბევრი ისტორია არ დაწერილა, თუმცა ჟანრი ცოცხალია და პერიოდულად ჩნდებიან ახალი საინტერესო ავტორები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ.

გთავაზობთ “ცოცხალ” ქართულ ბლოგებს მოგზაურობაზე.

http://hotels.ltd.ge/blog/ – კახა მჭედლიძის ბლოგი განსაკუთრებით მათ დააინტერესებთ, ვინც იაფი მოგზაურობის გზებს ეძებს და აინტერესებს ბინები, სასტუმროები, სატრანსპორტო საშუალებები, კვების ობიექტები და ტურისტული ადგილები სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში. აქვე ნახავთ გამოსადეგ რჩევებს, თქვენ როგორ შეიძლება იშოვოთ ფული ტურიზმით (მაგალითად, როგორ ფუნქციონირებს ბინების გაქირავების სისტემა Airbnb-ზე);

 

https://gzashi.com/ – ახალგაზრდა წყვილის ბლოგია, რომლებიც საკუთარი მოგზაურობებისგან მიღებულ გამოცდილებას  უზიარებენ ინტერნეტმომხმარებლებს. მათი მოგზაურობის რუკაზე ამ დროისთვის 11 ქვეყანაა მონიშნული და ამ ქვეყნებში სანახავი ადგილების ფოტო და ვიდეომასალით საკმაოდ კარგად არის გაჯერებული ბლოგი.

 

https://www.redfedoradiary.com/mtavari/ – ორენოვანი ბლოგი (ქართული და ინგლისური) მოგზაურობის შესახებ, სადაც შეგიძლიათ წაიკითხოთ მისი ავტორის აზიაში გატარებული 213 დღის ამბები, ასევე პრაქტიკული რჩევები არა მხოლოდ სამოგზაურო ადგილების და იქ მოხვედრის საშუალებების, არამედ თავის მოვლის, ბარგის ჩალაგების და სხვა ყოფითი რიტუალების შესახებ.  

 

 

 

https://travelblog.ge/ – საიტის სტრუქტურის მქონე რესურსი პირად გამოცდილებაზე მეტად ტურიზმის დარგში არსებული სიახლეების გაზიარებით არის დაკავებული და როგორც ჩანს, სწორედ ამ ტიპის კონტენტით ფიქრობს ბლოგის კომერციალიზაციას მისი ავტორი.

 

https://cisiqitelis.wordpress.com/ – ნინო გაბაძის ბლოგი ოთხივე სეზონზე მოგზაურობის შესახებ.

 

 

და ბოლოს, მართალია, მოგზაურობის ეს ამბები ბლოგის პლატფორმაზე არ არის განთავსებული, მაგრამ თავისი შინაარსით ნამდვილი ბლოგინგია  ირაკლი გუჯაბიძის ჩანაწერები და ფოტოები მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის შესახებ.

https://www.facebook.com/gujabidzeplanet360/

 

თუკი მოგზაურობის შესახებ ბლოგის შექმნას გადაწყვეტთ, კარგად შეისწავლეთ წარმატებული მოგზაური ბლოგერების ჩანაწერები და დაფიქრდით იმაზე, რის დაწერას, გადაღებას და გაზიარებას შეძლებთ თქვენი ბლოგის სტუმრებისთვის, რომ ისინი კიდევ ერთხელ დაუბრუნდნენ ბლოგს.

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტები და ინტერნეტის მკვლევარები უკვე დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ თვით ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოგზაურების ბლოგებიც კი ხშირად ძალიან ჰგავს ერთმანეთს და მოსაწყენია საკითხავად.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ მოგზაურობისას მთავარია მაქსიმალურად მეტი ვიზუალური მასალის მოპოვება და პრაქტიკული რჩევების გაზიარება.

 


რეკომენდებული სტატიები
ლისაბონის საუკეთესო ბინები ხანმოკლე ვიზიტებისთვის

ლისაბონის საუკეთესო ბინები ხანმოკლე ვიზიტებისთვის

ლისაბონის საუკეთესო ბინები ხანმოკლე ვიზიტებისთვის
პორტუგალია ტურიზმისთვის ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია: იქნება ეს არქიტექტურა, გართობა, კლიმატი თუ კულინარიული მრავალფეროვნება, ის ნებისმიერ გემოვნებასა და ბიუჯეტს აკმაყოფილებს
მადრიდში სანახავი მუზეუმები

მადრიდში სანახავი მუზეუმები

მადრიდში სანახავი მუზეუმები
ქალაქის თითქმის ყველა მუზეუმი ცენტრში მდებარეობს და იქ მსოფლიო მხატვრობის საუკეთესო ნიმუშებია თავმოყრილი. ამ სტატიაში რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.
სად ვჭამოთ მადრიდში

სად ვჭამოთ მადრიდში

სად ვჭამოთ მადრიდში
თითქმის ყველგან, სადაც უნდა მოხვდეთ, გემრიელი საჭმელი გელოდებათ. თუმცა, ჩვენ გირჩევთ განსაკუთრებულ ადგილებს, სადაც ინტერიერი, ადგილმდებარეობა და კერძები სრულ ჰარმონიაშია
ფრანგული რესტორანი პარიზში: Le Grand Café Capucines

ფრანგული რესტორანი პარიზში: Le Grand Café Capucines

ფრანგული რესტორანი პარიზში: Le Grand Café Capucines
Le Grand Café Capucines-ში შეგიძლიათ ნამდვილი ფრანგული საღამო მოიწყოთ, პარიზულ ატმოსფეროში. ჟაკ გარსიას მიერ შექმნილი ინტერიერი პარიზული არტ ნუვოს სტილშია გადაწყვეტილი - წითელი ხავერდის სკამებით, მოხატული კედლებითა და ფერადი შუშის ჭერით.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.