fbpx

9 მარტი – დილიდან


გააზიარე სტატია


„ფიორენტინას“ გულშემატკივრები კაპიტან დავიდე ასტორის უკანასკნელ გზაზე ოვაციით აცილებენ. დავიდე ასტორი რამდენიმე დღის წინ უდინეს ერთ-ერთ სასტუმროში მძინარე, გულის შეტევით გარდაიცვალა.

Google-მა ოპერაციული სისტემა Android P-ს ტესტური ვერსია გამოუშვა, თუმცა ახალი Android-ისთვის ჯერ სახელი არ მოუფიქირებიათ. როგორც წესი Google-ი ოპერაციულ სისტემებს ტკბილეულობის სახელებს არქმევს. Android-ის ბოლო ვერსიას Oreo ჰქვია, წინას კი – Nougat.


წყარო: https://www.theverge.com/

პრინც ჰარის საცოლე მეგან მარკლი ანგლიკანური ეკლესიის წესით მოინათლა. ცერემონია სამეფო ოჯახის ტაძარში კენტერბერში გაიმართა. ანგლიკანური რწმენის მიღება მეგანისთვის სავალდებულო არ არის იმისათვის, რომ ცოლად გაჰყვეს ჰარის, თუმცა დედოფალ ელიზაბეტ მეორეს პატივსაცემად ამერიკელმა მსახიობმა ამის გაკეთება გადაწყვიტა. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ჯვარს 19 მაისს ლონდონში დაიწერენ.


წყარო: https://edition.cnn.com

კომპანიაში, რომელიც ბარბის თოჯინებს ამზადებენ, გადაწყვიტეს, რომ დიდი ცვლილებების დროა და ყველასათვის საყვარელ თოჯინებში მნიშვნელოვანი სოციალური მესიჯი უნდა ჩაედოთ. სწორედ ამიტომ, ბარბიმ 17 ცნობილი ქალის ინსპირაციით ახალი კოლექცია შექმნა, რომლებიც თავისი სიძლიერით, პროფესიონალიზმითა და შემოქმედებით არიან გამორჩეულები და თავისი განუმეორებლად საინტერესო ცხოვრებით ყველა ქალის მისაბაძი მაგალითები გახდნენ. ბარბის ახალი თოჯინები გახდნენ – ამილია ერჰარტი (მფრინავი), პატი ჯენკინსი (რეჟისორი), ფრიდა კალო (მხატვარი), ელენ დაროზი (შეფ-მზარეული), ავა დიუვერნი (რეჟისორი) და ა.შ.


წყარო: https://www.cosmopolitan.com/

პროექტ ახალი ტფილისის ფარგლებში, გუდიაშვილის მოედნის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება. პროექტის განმავლობაში იგეგმება: 30-ზე მეტ მისამართზე განთავსებული ინდივიდუალური შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია-რესტავრაცია-რეაბილიტაცია; მოედნისა და მიმდებარე არეალის შენობების ეზოების საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეკონსტრუქცია; მოედნისა და მიმდებარე არეალის კეთილმოწყობა. სამუშაოების დასრულება 2019 წლის დასასრულს იგეგმება.

წყარო:  https://www.youtube.com/

9 მარტს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში ერიკ ემანუელ შმიტის წიგნის – “ორი მამაკაცი ბრიუსელიდან” პრეზენტაცია გაიმართება. წიგნში თავმოყრილ ხუთ ნოველაში მწერალი მისთვის ჩვეული სიფაქიზით ძერწავს პერსონაჟებს: ორი უცნობი მამაკაცის მზრუნველობითა და ყურადღებით განებივრებულ ქალს, რომლისთვისაც ცხოვრება ხშირად დამთრგუნველი და უფერულია; პროვინციელ ექიმს, რომლის სიცოცხლე აზრს კარგავს მისი მხსნელი ძაღლის სიკვდილის დღეს; მამაკაცს, რომელიც ახალშერთულ ცოლს მუდმივად მოუწოდებს თავისი ყოფილი, გარდაცვლილი ქმრის მეტი დაფასებისა და პატივისცემისკენ; მოსიყვარულე და მზრუნველ დედას, რომელიც მოულოდნელად შვილს შეიძულებს; წყვილს, რომლის ბედნიერება მკვლელობაზეა დაფუძნებული. მოკლედ, ეს გახლავთ ვარიაციები ერთ მარადიულ თემაზე – სიყვარულზე.


წყარო: https://www.facebook.com/events/175992949854848/

მრავალი კვლევისა თუ გამოკითხვის შედეგად ნათლად ჩანს რომ დღესდღეობით საქართველოში მწვავედ დგას გენდერული უთანასწორობის პრობლემა. ნომინალურია ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და კერძო სექტორში. სწორედ ამიტომ, 9 მარტს 19 საათზე “კავკასიური სახლი” მართავს დისკუსიას თემაზე: ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში. დისკუსიაზე იდენტიფიცირებული იქნება ის მთავარი გამოწვევები, რომელიც დგას ქვეყანაში ქალთა უფლებების დაცვის კუთხით. ასევე მიმოიხილება გენდერული უთანასწორობის კულტურული და ეკონომიკური ასპექტები.
მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის # 20, კავკასიური სახლი.


წყარო: https://www.facebook.com/events/1588711147891642/

ახალი მზიურის კინოჩვენებები გრძელდება. 9 მარტს 20:00 საათზე კინომოყვარულებს საშუალება ექნებათ ნახონ 2017 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი “პროექტი ფლორიდა”. “პროექტი ფლორიდა” არის ფილმი ბავშვებზე და მშობლებზე, რომლებიც იბრძვიან საკუთარი თავის გადასარჩენად, უბრალოდ არსებობისთვის, ნებისმიერი სამუშაოს ფასად. რისი ჩადენა შეუძლია მშობელს საკუთარი შვილის გამო და რა როლი აქვს ამ ყველაფერში სახელმწიფოს, რომელსაც მხოლოდ საკუთარ დაუცველ მოსახლეობაზე ზრუნვა ევალება… რეჟისორი და ოპერატორი გვამოგზაურებენ მზიან ფლორიდაში, სადაც დისნეის სამყაროს და მზიანი პლაჟების მიღმა შიშველი სიმართლე იმალება.


წყარო: https://www.facebook.com/events/172394120059707/

„გრეის ანატომიის“ მაყურებლებს მე-14 სეზონის შემდეგ ორ პერსონაჟთან მოუწევთ გამომშვიდობება. ჯესიკა კეპშოუმ (არიზონა რობინსი) და სარა დრიუმ (ეიპრილ კეპნერი) ABC-ის სამედიცინო დრამის დატოვება გადაწყვიტეს.


წყარო: http://deadline.com

Hulu-მ The Handmaid’s Tale-ის მეორე სეზონის ახლა კადრები გაავრცელა და დააანონსა, რომ შოუ 25 აპრილს დაბრუნდება.

წყარო: https://www.youtube.com/

HBO-ს საკულტო სერიალის, “სოპრანოს კლანის” შემქმნელმა დევიდ ჩეისმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სოპრანოს ისტორიის დასაწყისზე მხატვრულ ფილმს გადაიღებს, რომლის სიუჟეტიც 1960-იანი წლების ნიუ-ჯერსიში განვითარდება. როგორც ცნობილია ფილმში სოპრანოს მშობლების პერსონაჟებსაც ვიხილავთ.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/


რეკომენდებული სტატიები
8 მარტი - დილიდან

8 მარტი - დილიდან

8 მარტი - დილიდან
8 მარტი, სექსი დიდ ქალაქში, „ფორბსის“ მილიარდერების განახლებული სია და დილის სხვა სიახლეები
დილიდან - 7 მარტი, 2018

დილიდან - 7 მარტი, 2018

დილიდან - 7 მარტი, 2018
შევარდნაძის ჩამოსვლის წლისთავი, Black Mirror-ის ახალი სეზონი, ბიონსე, ჯეიზი და სხვა საინტერესო ამბები დილიდან
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.