ქალებისთვის განკუთვნილი პორნოგრაფია რეიტინგებში ლიდერობს


გააზიარე სტატია


ბოლო ხუთი წელია ნომერი პირველი პორნოგრაფიული ვებგვერდი Pornhub ვიზიტორების შესახებ წლიურ ანგარიშს აქვეყნებს.

რა ტენდენციები გამოვლინდა ბოლო დროს პორნოგრაფიაში, რაზე ღელავდა და რა უხაროდა დედამიწის მოსახლეობას, როგორი რეაქცია ჰქონდა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე – ყველა ამ კითხვაზე Pornhub-ის წლიური ანგარიში გაგვცემს პასუხს.

როგორც აღმოჩნდა, 2017 წელი საკმაოდ “ხელმომჭირნედ” გაგვიტარებია:

  • გასულ წელს მსოფლიოს პირველ პორნოსაიტს 28,5 მილიარდი სტუმარი ეწვია, რაც დღეში 81 მილიონ ვიზიტორს ნიშნავს.
  • ვებგვერდზე წამში 800 ძიების ოპერაცია ხორციელდებოდა. დაახლოებით ამდენ ჰამბურგერს ყიდის მაკდონალდსი წამში მსოფლიოს მასშტაბით.
  • წელს მომხმარებლებმა 4 მილიონი ვიდეო ატვირთეს, რომელთა საერთო ხანგრძლივობა 68 წელიწადია.ვებგვე
  • რდზე განხორციელდა 3,7 პეტაბაიტი ინფორმაციის სტრიმი. რამდენია ეს? 1024 გიგაბაიტი = 1 ტერაბაიტი, 1024 ტერაბაიტი = 1 პეტაბაიტი. 3,7 პეტაბაიტი იმდენი ინფორმაციაა, რომ დღეს დედამიწაზე არსებული ყველა აიფონის მეხსიერებას შეავსებდა.

რას ვსერჩავდით შარშან ყველაზე ხშირად?

  • Porn for Women – სავარაუდოდ ნიშნავს პორნოს, სადაც ქალია დომინანტი ფიგურა მაგრამ ეს თემა წლის ტოპ-სერჩი იყო. ამას მიზეზი შეიძლება რამდენიმე რამ გამხდარიყო: ან pornhub-ის ვიზიტორებში ქალბატონების პროცენტულმა წილმა იმატა, ან უბრალოდ სტაჟიანი მამაკაცი პორნომანები ნელ-ნელა იმითაც ინტერესდებიან, თუ როგორ პორნოს უყურებენ ქალები. თუ რამე უფრო ლოგიკური ახსნა მოგაფიქრდათ, კომენტარებში გაგვიზიარეთ.
  • Rick and Morty – ამ ცნობილი სერიალის ანიმაციური პორნო – მხოლოდ მაღალინტელექტუალი ვიზიტორებისთვის ^_^
  • Fidget Spinners – დიახ, სპინერებიანი პორნო
  • 1080p – მაღალი დეტალიზაციის მოყვარულებისთვის
  • ASMR – აუდიო-პორნოს მოყვარულებისთვის
  • Hentai – იაპონური ანიმე-პორნო
  • Cheerleader

ყველაზე მოთხოვნადი პორნოვარსკვლავების სამეული?

ქალბატონები:

  1. Riley Reid
  2. Mia Khalifa
  3. Lisa Ann

ბატონები:

  1. Jordi El Nino Polla
  2. Mandingo
  3. Johnny Sins

მსოფლიო უფრო და უფრო გადადის მობილურ პლატფორმებზე. ეს ტრენდი პორნო ინდუსტრიასაც დაეტყო. Pornhub-ის ვიზიტორების 67% სწორედ სმარტფონებით სტუმრობდა საიტს.

ასევე აღმოჩნდა, რომ ცნობილი ადამიანებიდან ყველაზე მეტად კიმ კარდაშიანს, სელენა გომესისა და გალ გადოტის ხილვა გვსურდა. ამ სიაში მოხვდა აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მეუღლე მელანია ტრამპი და ქალიშვილი ივანკა ტრამპი.

2017 წელს ყველაზე სასურველი პერსონაჟების სამეული კი DC-ს სუპერგმირებს უჭირავთ – Harley Quinn, Wonder Woman და Batman.

კიდევ ერთი საინტერესი ფაქტი – როგორც წესი, რაიმე განსაკუთრებული მოვლენები, ისეთები, როგორებიცაა არჩევნები, პრეზიდენტების ინაუგურაცია, ტერაქტები და ა.შ. Pornhub-ზე ტრაფიკს ამცირებს, მაგრამ მხოლოდ 5-10%-ით.

თუმცა, არის მოვლენები, რომლებიც ათწლეულში ერთხელ ხდება და ასეთ დროს ვებგვერდის სტუმრების ყურადღება სრულიად გადაერთვება ხოლმე იშვიათ მოვლენებზე.
2017 წლის აგვისტოში იმ შტატებში, საიდანაც მზის სრული დაბნელების ნახვა შეიძლებოდა, ვიზიტორთა რიცხვი საშუალოდ 30%-ით შემცირდა.

სტატიის წერის დროს არავინ დაშავებულა : )

დეტალური ანგარიში იხილეთ აქ. SFW


რეკომენდებული სტატიები
ქართული გრაფიკა ინსტაგრამში - ეროტიკა, გლამური, პრიმიტივიზმი

ქართული გრაფიკა ინსტაგრამში - ეროტიკა, გლამური, პრიმიტივიზმი

ქართული გრაფიკა ინსტაგრამში - ეროტიკა, გლამური, პრიმიტივიზმი
წარმოგიდგენთ ქართველ არტისტებს, რომლებიც ინსტაგრამზე ეროტიკულ და არა მხოლოდ ეროტიკულ კონტენტს ანთავსებენ
პირველი სექს-რობოტი უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

პირველი სექს-რობოტი უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

პირველი სექს-რობოტი უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია
მას ასე უბრალოდ ვერ “შეითრევთ საწოლში” - ანდოიდის სხეული სენსორებითაა აღჭურვილი, რომლებითაც თოჯინა თქვენ შეხებას გრძნობს და სანამ სექსზე დაგთანხმდებათ, თქვენგან მოფერებას და ყურადღებას ითხოვს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.