„ეკონომიური ნათურების“ შესაძლო საფრთხეები ჯანმრთელობისთვის
ბოლო ათწლეულში მთავრობების მიერ სითბური ნათურების ჩანაცვლების პრაქტიკის ხელშეწყობით გავრცელებული „ეკონომიური ნათურების“ – იგივე შუქდიოდის / LED Lighting-ის შუქი შესაძლოა ცუდად მოქმედებდეს ჩვენს მხედველობაზე და აზიანებდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციებს, მათ შორის ენდოკრინულ სისტემას – ამის შესახებ ვისმარის უნივერსიტეტის ლექტორი, ფიზიკოსი ალექსანდრ ვუნში რამდენიმე სამეცნიერო კვლევაზე დაყრდნობით აცხადებს.
ვუნში ირწმუნება, რომ ყველა სხვა ფერისგან იზოლირებული „ლურჯი შუქი“, აზიანებს ჩვენს ბადურებსა და ენდოკრინულ სისტემას, რაც ფიზიკურ და ფსიქიკურ პრობლემებს იწვევს.
მსგავსი გაფრთხილებები, ცხადია, არ სიამოვნებთ როგორც შუქდიოდის მწარმოებელ კომპანიებს, ასევე მთავრობებს, რომლებსაც სურთ გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობის შემცირება. ეს განათებები „აწყობს“ მოსახლეობასაც, რომელიც შუქდიოდის გამოყენებით ელექტროენერგიაში 5-ჯერ ნაკლებ თანხას იხდის.
გაფრთხილებების იგნორირების მიუხედავად, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ცნობით, „უამრავი კვლევა ამყარებს შუქდიოდების საწინააღმდეგო არგუმენტებს.”
ბუნებრივი შუქი vs შუქდიოდი
ბუნებრივი (მზის) შუქი სისტემატურად გამოყოფს ცისარტყელას ყველა ფერს (ტალღებს), – ხსნის ვუნში ფოტობიოლოგ ჯოზეფ მერკოლასთან ინტერვიუში.
ტიპური „თეთრი“ შუქდიოდი კი შედგება „ლურჯი შუქისა“ და ფოსფორის (ფლუორესცენტიული) საფარისგან.
ფლუორესცენტიური საფარი „ლურჯი შუქის“ ნაწილს ხანგრძლივ ტალღად გარდაქმნის, რაც მოყვითალო განათებას ქმნის, თუმცა გამოსხივებული სინათლის დიდი ნაწილი უჩინარი, „ლურჯი შუქია“.
ლურჯი – მოკლე ხანგრძლივობის „აგრესიული“ შუქია, რომელიც ადამიანს აფხიზლებს. „ეკონომიური ნათურების“ გარდა, ასეთ შუქს მობილური ტელეფონები, პლანშეტები და სხვა ეკრანიანი ხელსაწყოები გამოსცემენ.
ლურჯი შუქი, როგორც მზის სინათლის შემადგენელი ნაწილი, აუცილებელია სიცოცხლისთვის, თუმცა ის უნდა დაბალანსდეს ყველა სხვა ცისარტყელას ფერით, განსაკუთრებით კი საპირისპირო – წითელით.
როგორც სქემაზე ხედავთ, ფლუორესცენციურ შუქსა და შუქდიოდებში წითელი საერთოდ არ არის, შესაბამისად, როგორც ალექსანდ ვუნში ირწმუნება, „ეკონომიური ნათურების“ ლურჯი შუქი დაუბალანსებელია.
როგორც ვუნში ამბობს, ბევრი ჩვენგანი განიცდის ინფრაწითელთან მიახლოებული გამოსხივების დეფიციტს, რომლის ტალღის სიგრძეც 700-დან 2500 ნანომეტრამდეა.
ჩვეულებრივი, სითბური ნათურებით გამომუშავებული სითბო შეიცავს ინფრაწითელ რადიაციას. მსგავსი ნათურების მოხმარება უფრო ხარჯიანია, რადგან სჭირდებათ მეტი ელექტროენერგია, თუმცა ეს დადებითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე, ასე რომ, ხარჯი გამართლებულია, – ამბობს ექიმი მერკოლა.
ინფრაწითელთან მიახლოებული გამოსხივება, რომელსაც ცეცხლი და სანთელი გამოიმუშავებს, უზრუნველყოფს ბადურაში არსებული უჯრედების აღდგენას. სწორედ ამიტომ, ვუნში მას პაციენტების მკურნალობისას იყენებს.
აგრეთვე, ინფრაწითელთან მიახლოებული შუქი არის უმნიშვნელოვანესი ენერგიის წყარო ადამიანის ორგანიზმისთვის. როგორც ვუნში ამბობს, ჩვენი სხეული თერმოდინამიკული ენერგიის მხოლოდ ერთ მესამედს იღებს საკვებიდან. უდიდესი ხვედრითი წილი მოდის მზის სინათლიდან მიღებული ფოტონიკური ენერგიიდან.
რაც უფრო მეტად განიცდის ინფრაწითელთან მიახლოებულ გამოსხივებას ორგანიზმი, მით ნაკლები საკვებია საჭირო თერმული ჰომეოსტაზის სტაბილურობისთვის.
ლურჯ შუქთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები
შუქდიოდი შესაძლოა იყოს ერთ-ერთი მთავარი, არაბუნებრივი ელექტრომაგნიტური რადიაციის წყარო, რომლის ზეგავლენასაც ადამიანი ყოველდღიურად განიცდის.
გარდა იმისა, რომ შუქდიოდები არის ჩვენს სახლში, ოფისში, ქუჩაში, მაღაზიაში და ა.შ. ის გახდა დომინანტური ტექნოლოგია სხვადასხვა პლანშეტების, მაგალითად, iPad-ისა და e-reader-ის ეკრანებისთვის/დისპლეებისთვის, ისევე როგორც LCD ტელევიზორებისთვის. წიგნებისა და გაზეთების კითხვისას ჩვენზე გავლენას ფურცლიდან არეკლილი შუქი ახდენს, ხოლო ვირტუალურ სივრცეში – შუქდიოდები პირდაპირ ჩვენს თვალებს აზიანებენ.
ბევრი ოპტომეტრისტი საუბრობდა შუქდიოდიზე, რომელიც ჩვენს მხედველობას აზიანებს. ერთ-ერთმა მათგანმა გააკეთა პროგნოზი, რომ შემდეგ ათწლეულში 100000 ამერიკელს, ლურჯი შუქის გამო, ნორმაზე უარესი მხედველობა ექნება.
ლიცენზირებულ ჟურნალ Molecular Vision-შის გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ლურჯი შუქის გრძელვადიანი გავლენა, ტალღის სიგრძით 400-470 ნანომეტრამდე, ძლიერ აზიანებს ბადურას.
ლურჯმა შუქმა მოკლე დროშიც შესაძლოა დააზიანოს ბადურის პიგმენტის, ეპითელიუმის სინთეზი. ეს კი ანადგურებს ფოტორეცეპტორებს, რამაც შესაძლოა ადამიანი დააბრმაოს.
გარდა მხედველობის დაზიანებისა, ლურჯი შუქი, მზის ჩასვლის შემდეგ, აზიანებს ენდოკრინულ სისტემასაც.
„მრავალი კვლევიდან ჩანს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა და შუქის მავნე გავლენა იწვევს რამდენიმე სახის სიმსივნეს (მათ შორის, მკერდისა და პროსტატის), დიაბეტს, გულის დაავადებასა და ჭარბწონიანობას“, – ვკითხულობთ „ჰარვარდის სამედიცინო სკოლის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
ამის მიზეზი შეიძლება იყოს შუქის მიერ მელატონინის სინთეზისთვის ხელის შეშლა, ჰორმონისთვის, რომელიც გავლენას ახდენს ცირკადულ რიტმზე. სტატიაში ვკითხულობთ:
„მიუხედავად იმისა, რომ მელატონინს ყველანაირი შუქი აზიანებს, ლურჯი გაცილებით ძლიერად მოქმედებს. ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 6,5 საათის განმავლობაში შეადარეს მწვანე და ლურჯი შუქის ზეგავლენა მელატონინზე. ლურჯი შუქი მწვანეზე ორჯერ უფრო დიდხანს ახშობდა მელატონინს. ანალოგიური განსხვავება იყო ცირკადული რიტმების შეფერხებისას.“
ვუნშის თქმით, მელატონინის ჩახშობის გარდა, ლურჯი შუქი ქმნის „ოქსიდაციურ სტრესს“, რაც აზიანებს ლიპიდებს, პროტეინსა, დნმს და დაკავშირებულია უამრავ პათოლოგიასთან.
რაში მდგომარეობს გამოსავალი?
„გრილი“ შუქდიოდი მეტ ლურჯ შუქს გამოყოფს, ვიდრე „თბილი“, თუმცა ამ მომენტმა შესაძლოა შეცდომაში შეგიყვანოთ. ეს მხოლოდ ვიზუალური ეფექტია. „თბილი“ შუქდიოდის მიერ გამოყოფილი შუქი განსხვავებულად გამოიყურება, რადგან ლურჯ შუქს ფარავს ყვითელი ან ნარინჯისფერი ფილტრი, თუმცა ეს ნათურა მაინც არ შეიცავს წითელ დამაბალანსებელს.
ვუნში გვირჩევს, ნათურის ყიდვისას დავაკვირდეთ ფერის ცვლილების ინდექსს – CRI-ს.
ოქროს სტანდარტი არის მზის შუქი, რომლის ინდექსიც უდრის 100-ს. ისევე როგორც სითბური ნათურებისა და სანთლების ინდექსი. თუკი შუქდიოდის ყიდვა აუცილებელია, სასურველია შეიძინოთ 97 CRI-ს მქონე ნათურა, ეს არის ბუნებრივ განათებასთან ყველაზე მიახლოებული ვარიანტი.
შუქდიოდი ყველაზე სახიფათო ღამით არის, რადგან ამ დროს, მას არ აბალანსებს წითელი შუქი. ბიოლოგიური რისკი მცირდება, თუკი თქვენს სახლში ბევრი მზის შუქი შემოდის, თუმცა ღამით ბალანსის დარღვევა პრობლემას ქმნის.
ვუნშის თქმით, ოპტიმალური ვარიანტი, მზის ჩასვლის შემდეგ ბუნებრივად ბნელ გარემოში ყოფნაა. სანთლის შუქი საკმარისია გადასაადგილებლად, თუმცა, თუკი საქმის კეთება აუცილებელია მზის ჩასვლის შემდეგაც, სასურველია სითბური ნათურების ყიდვა.
სამწუხაროდ, ისინი არ შეგხვდებათ ყველა მაღაზიაში, თუმცა თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ვინტაჟური სითბური ნათურები ამაზონიდან. ყიდვისას დარწმუნდით, რომ ნათურები კრისტალურად სუფთაა და არ აქვს სპეციალური საფარი, რომელიც არ აძლევს წითელ შუქს დაბალანსების საშუალებას.
მეტი ენერგოეფექტიანობით გამოირჩევა დაბალძაბვიანი ჰალოგენური ნათურა. გამოყენებისას დარწმუნდით, რომ იყენებთ DC დენის წყაროს, და არა AC-ს, რათა თავიდან აიცილოთ ელექტროსმოგი.
თუკი თქვენ გიწევთ ლურჯ შუქთან შეხება მზის ჩასვლის შემდეგ, გაიკეთეთ სპეციალური, ლურჯი შუქის „დამბლოკველი“ სათვალეები.
წყარო: returntonow.net