fbpx

ცხოველების წამება მოდაში აღარაა


გააზიარე სტატია


მსოფლიოში სულ უფრო მეტი დიზაინერი და ცნობილი ბრენდი ამბობს უარს საკუთარ კოლექციებში ნატურალური ბეწვისა თუ ტყავის გამოყენებაზე. ამბობენ, რომ ეს ერთგვარი „ახალი ტრენდია“ და აქაც ჯაჭვურ რეაქციასთან და წამხედურობასთან გვაქვს საქმე. თუმცა, ეს ალბათ ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვა „წამხედურობა“ დადებით კონტექსტს იძენს.

ბრენდები, რომლებმაც უარი თქვეს ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე:

Stella Mccartney –„სისასტიკისგან თავისუფალი მოდა“ ამ დიზაინერის კარიერის ლაიტმოტივია. გარდა იმისა, რომ სტელა მაკარტნი უარს აცხადებს ნატურალურ ბეწვეულსა და ტყავზე, იგი მუშაობს ისეთი ალტერნატიული მასალის შექმნაზე, რომელსაც ნაკლები ზიანი მოაქვს გარემოსთვის.

 

Vivienne Westwood – 2006 წლიდან ვესტვუდი უარს ამბობს თავის კოლექციებში ტყავისა და ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე.

 

Vika Gazinskaya – ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა რუსი დიზაინერი იზიარებს მოსაზრებას, რომ ცხოველები ჩვენი საკუთრება არ არის და „რუსული ზამთრის“ პირობებშიც კი ხელოვნური ბეწვის ქურქს ანიჭებს უპირატესობას და ამბობს, რომ ის საკმაოდ კომფორტულია.

 

Ralph Loren –კიდევ ერთი ცნობილი „მწვანე“ ბრენდია, რომელიც 2006 წლიდან უარს ამბობს ნატურალურ მასალაზე მას შემდეგ, რაც ნახა ვიდეო, რომელშიც ასახულია, როგორ ატყავებენ ერთ-ერთ ფერმაში ცხოველებს სწორედ მისი კოლექციისთვის.

 

Gucci – თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პროვოკაციული ბრენდი, რომელიც სოლიდარობას უცხადებს ყველაფერ ცოცხალს, და 2018 წლიდან აღარ იყენებს კოლექციებში ბეწვეულს. მოდის სახლის მეთაური მარკო ბიზარი ამბობს: „Gucci დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სოციალურ პასუხისმგებლობას და შეეცდება, რომ გარემოსა და ცხოველთა მიმართ დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეცვალოს.

 

ARMANI – „ვერაფერი გაამართლებს ცხოველების ხოცვას,“ – განაცხადა ჯორჯო არმანიმ და 2016 წლიდან ნატურალური ბეწვეული და ტყავი ხელოვნურით ჩაანაცვლა.

 

Versace – ახლახან დონატელა ვერსაჩე შეუერთდა “მწვანე” მოდის სახლებს და განაცხადა: ”ბეწვი? მე ამაში აღარ ვმონაწილეობ. არ მსურს ცხოველების ხოცვა, მოდის გამო.”

 

Furla – იტალიური ბრენდი 2019 წლის კოლექციაში მხოლოდ ხელოვნურ ბეწვს გამოიყენებს. “ჩვენ სიახლე გვაქვს და ამიერიდან აღარასდროს გამოყენებთ ნატურალურ ბეწვეულს, ვინაიდან ვზრუნავთ ცხიველებსა და გარემოზე”. აცხადებენ კომპანიაში.

Givenchy – 2019 წლიდან უარს აცხადებს ნატურალურ ბეწვზე და ცხოველთა მიმართ სოლიდარული ხდება .

 

 

ნატურალურ ბეწვეულზე უარს აცხადებენ ასევე ბრენდები:

2008 წლიდან უარი თქვეს ეგზოტიკური ცხოველების ბეწვზე ცნობილმა “იაფმა” ბრენდებმაც:


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.