fbpx

15 მარტი – დილიდან 


გააზიარე სტატია

ფეისბუქმა ბრიტანული ანტიისლამური ორგანიზაციის და მისი ლიდერების გვერდები წაშალა

ფეისბუქმა განმარტა, რომ გვერდების წაშლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ორგანიზაციამ უგულებელყო საბოლოო შენიშვნა, რომელიც ფეისბუქის საზოგადოების სტანდარტებს არღვევდა. წყარო: http://www.bbc.com/

სერიალ The Crown-ში ელიზაბეტ მეორეს როლის შემსრულებელ კლერ ფოის ჰონორარი

სერიალ The Crown-ში ელიზაბეტ მეორეს როლის შემსრულებელ კლერ ფოის ჰონორარი იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მისი პარტნიორის, პრინცი ფილიპის როლის შემსრულებელი მეთ სმიტის ანაზღაურება. ამ საკითხთთან დაკავშირებით სერიალის პროდიუსერმა სიუზან მეისკიმ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ მესამე სეზონში სიტუაცია გამოსწორდება და სერიალში გენდერული ნიშნით ჰონორარის გაცემა აღიკვეთება. წყარო: http://www.bbc.com/

30-წლიანი პაუზის შემდეგ ლეგენდარული ამერიკული კომედია, Twins, ბრუნდება

ამჯერად ფილმს Triplets ერქმევა, დენი დევიტოსა და არნოლდ შვარცნეგერის პერსონაჟები კი მესამე ძმას იპოვნიან, რომლის როლსაც ედი მერფი შეასრულებს. კინოსურათი ეკრანზე სავარაუდოდ 2019 წელს გამოვა. წყარო: https://pagesix.com/

მაია ჯიმშელეიშვილის გამოფენა, სახელწოდებით “ვოიაჟი”

15 მარტს 19.00 საათზე ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება მაია ჯიმშელეიშვილის გამოფენა, სახელწოდებით “ვოიაჟი”. ავტორის მიერ წარმოდგენილი 40-მდე ტილო მხატვრის შინაგანი მოგზაურობის დინამიკური პროცესის ილუსტრაციაა: ხშირად განმეორებული ქალის გამოსახულება თვითშემეცნების ნიუანსებითაა აღბეჭდილი და ავტორის შინაგან პორტრეტს ეხმიანება. წყარო: https://www.facebook.com/events/

დღეიდან Lady Bird, საქართველოს კინოთეატრებში

კინოს მოყვარულებს დღეიდან საშუალება ექნებათ 2018 წლის 5 ოსკარის ნომინანტი ფილმი, Lady Bird, საქართველოს კინოთეატრებში ნახოთ. ფილმის შემქმნელი გრეტა გერვიგი, ოსკარის 90-წლიან ისტორიაში, მეხუთე ქალი გახდა, რომელიც საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაზე წარადგინეს.
ფილმის სიუჟეტი უფროსკლასელის (სირშა რონანი) გარშემო ვითარდება, რომელიც ერთ დღეს გადაწყვეტს, რომ სახელი შეიცვალოს და ლედი ბერდი დაირქვას. Lady Bird ამერიკაში იმდენად პოპულარული ფილმი გახდა, რომ ერთ-ერთი სახლი, რომელიც ფილმში ჩანს, ტურისტების საყვარელ ადგილად იქცა. წყარო: https://www.kinoafisha.ge

ჯონ უილიამსი ფილმებისთვის მუსიკას აღარ შექმნის

კომპოზიტორ ჯონ უილიამსის განცხადებით, “ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი IX” უკანასკნელი ფილმი იქნება სერიაში, რომლისთვისაც მუსიკას შექმნის. სერიის მომდევნო ფილმის პრემიერა 2019 წლის 20 დეკემბრისთვის იგეგმება. აღსანიშნვია, რომ უილიამსის მიერ შექმნილმა კომპოზიციებმა (ინდიანა ჯონსი, ვარსკვლავური ომები, ჰარი პოტერი) საბოლოო ჯამში ის რეკორდსმენად აქცია და 2018 წელს ოსკარის ნომინანტი 51-ედ გახდა. წყარო: https://www.thewrap.com/

კომპანიამ Kitty Hawk-მა ახალ ზელანდიაში მფრინავი ტაქსის გამოცდა ჩაატარა

მფრინავმა აპარატმა საათში 180 კილომეტრი სიჩქარე განავითარა. მისი შემქმნელები ამტკიცებენ, რომ სატრანსპორტო საშუალებას ერთჯერადად დამუხტული ელემენტებით 100 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. წყარო: https://www.youtube.com

ვერსაჩეს ბრენდის დიზაინით შექმნილ ტანსაცმელში ბეწვს აღარ გამოიყენებენ

ლეგენდარულმა იატლიელმა დიზაინერმა დონატელა ვერსაჩემ ოფიციალურად განაცხადა, რომ ვერსაჩეს ბრენდის დიზაინით შექმნილ არც ერთ ტანსაცმელში ბეწვს აღარ გამოიყენებენ.
“ბეწვის დრო წავიდა, ჩვენ ცხოველების ტანჯვის გარეშეც შეგვიძლია შევქმნათ მოდა”, – ამბობს ვერსაჩე.  წყარო: https://www.vogue.com/


რეკომენდებული სტატიები
14 მარტი -დილიდან 

14 მარტი -დილიდან 

14 მარტი -დილიდან 
Big Little Lies-ის ახალ სერიალს გადაიღებენ, რომელშიც მთავარ როლს ნიკოლ კიდმანი შეასრულებს. 2017 წლის მსოფლიოს ყველაზე “ჭკვიან” ქალაქად სინგაპური დასახელდა. Apple-მ რუკის დასახვეწად ველოსიპედების გაქირავების მონაცემების ბაზა დაამატა.
13 მარტი - დილიდან 

13 მარტი - დილიდან 

13 მარტი - დილიდან 
ტეილორ სვიფტმა ახალი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა. ირაკლი ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული რომანი გერმანული ენაზე გამოიცემა. მსახიობმა კამერონ დიაზმა სამსახიობო კაერიერა ოფიციალურად დაასრულა.
11 მარტი - დილიდან

11 მარტი - დილიდან

11 მარტი - დილიდან
"ვარსკვლავური ომების" თემაზე მშენებარე პარკის პირველი ოფიციალური კადრები, ირანელი ქალი, რომელმაც ჰიჯაბი საჯაროდ მოიხსნა, 2 წლით დააპატიმრეს, ფეხბურთელი ლიონელ მესი მესამე შვილი მამა გახდა. დიდ ბრიტანეთში საუკეთესო დედის გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში პრინცესა დაიანამ გაიმარჯვა
12 მარტი - დილიდან 

12 მარტი - დილიდან 

12 მარტი - დილიდან 
Black Panther ოფიციალურად შეუერთდა იმ ფილმებს, რომლებმაც კინოგაქირავებაში მილიარდ დოლარზე მეტი დააგროვეს. Facebook ახალი ფუნქციის - ხმოვანი სტატუსის დამატებაზე მუშაობს. 13 მარტიდან მუსიკისა და დრამის თეატრში ინგლისურენოვანი მიუზიკლი Welcome to Georgia – the Musical იწყება.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.