fbpx

20 მარტი – დილიდან


გააზიარე სტატია

დღეს, 20 მარტს, მსოფლიო ბედნიერების დღეს აღნიშნავს

2012 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა, რითაც მხარი დაუჭირა იდეას, რომ ბედნიერებისკენ სწრაფვა არის საერთო გრძნობა ჩვენი პლანეტის ყველა ადამიანისთვის. გარდა ამისა, როგორც ზეიმის დამფუძნებლებმა განაცხადეს, მათ სურდათ, ადამიანებისთვის მიენიშნებინათ, რომ ბედნიერება კაცობრიობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია.
ამასთანავე, მსოფლიო ბედნიერების 2018 წლის გაეროს ანგარიშში ფინეთმა ნორვეგია შეცვალა და ყველაზე ბედნიერ ქვეყნად დასახელდა. 156 ქვეყანას შორის საქართველო 128-ე ადგილს იკავებს.

ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება: ფინეთი, ნორვეგია, დანია, ისლანდია, შვეიცარია, ნიდერლანდები, კანადა, ახალი ზელანდია, შვედეთი, ავსტრალია.
წყარო: https://en.wikipedia.org/

 

შესაძლოა Rick and Morty აღარ გაგრძელდეს

პოპულარული ანიმაციური სერიალის, Rick and Morty-ის შემქმნელმა დენ ჰარმონმა დაადასტურა, რომ შოუ შესაძლოა, მეოთხე სეზონით აღარ დაბრუნდეს: “ძალიან რთულია საწყისი სტადიის ალკოჰოლიზმის ფონზე სცენარი დაწერო შოუსთვის, რომელიც ჯერ არავის დაუკვეთავს”, – წერს ტვიტერზე ჰარმონი.
წყარო: https://io9.gizmodo.com/

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შესახებ გადაღებული ფილმის პირველი ტიზერი

Lifetime-მა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ურთიერთობის შესახებ ფილმი გადაიღო. ფილმში, Harry & Meghan: A Royal Romance, წყვილის სიყვარულის ისტორია მათი გაცნობის დღიდან იქნება აღწერილი. რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ფილმის პირველი ტიზერიც.
წყარო: https://www.youtube.com/

 

რუსთავი 2-ის კულინარიული შოუ, ჩემი სამზარეულოს წესები, სულ მალე მეორე სეზონით დაბრუნდება.

ამჯერად შოუს ფორმულა კრეატივი გადაიღებს, გადაცემის წამყვანები კი გურამ ბაღდოშვილი და მერიკო გუბალაძე იქნებიან. პირველი სეზონისგან განსხვავებით, ამჯერად გამარჯვებული წყვილი საჩუქრად 100 ათას ლარს მიიღებს.
წყარო: https://www.facebook.com/

 

ბრიჯიტ ჯონსის ვარსკვლავი რენე ზელვეგერი ახალ ფილმში ლეგენდარული ამერიკელი მსახიობის, ჯუდი გარლანდის როლს შეასრულებს

ჯუდი გარლანდს პოპულარობა ოზის ჯადოქრებში შესრულებულმა დოროთი გეილის როლმა მოუტანა. მსახიობი ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე. ჯუდი გარლანდი მომღერლისა და მსახიობის, ლაიზა მინელის დედა იყო. 1969 წლის 22 ივნისს გარლანდი მისმა მეუღლემ აბაზანაში გარდაცვლილი იპოვა.
წყარო: https://edition.cnn.com/

 

Apple საკუთარ ქარხანაში ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით გაუმჯობესებული ეკრანის შექმნაზე მუშაობს

ტექნოლოგია MicroLED გარკვეული ნიშნებით OLED-ს ჰგავს, თუმცა MicroLED ტექნოლოგიით დამზადებული ეკრანები უფრო თხელი და ნათელია, იყენებს ნაკლებ ენერგიას და OLED ეკრანებზე უფრო გამძლეა. პირველი პროდუქტი, რომლისთვისაც Apple ახალ ტექნოლოგიას გამოიყენებს, სწორედ Apple Watch იქნება, თუმცა, შესაძლოა, ამ სიახლის ხილვამდე რამდენიმე წელი გავიდეს.
წყარო: https://www.bloomberg.com/

 

დიდ ბრიტანეთში მიქელანჯელოს დაშიფრული პორტრეტი აღმოაჩინეს

პოეტ ვიქტორია კოლონას პორტრეტში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მუზეუმში ინახება, იტალიელი მხატვრის, მიქელანჯელოს დაშიფრული ავტოპორტრეტი აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, მიქელანჯელომ ის 1525 წელს დახატა.
წყარო: https://www.mirror.co.uk/

 

Facebook ვიდეოს შემქმნელებისთვის ფულის გამომუშავების გზებს ხსნის

კომპანია გეგმავს, რომ ახალი ფუნქციით კონკურენცია YouTube-ს გაუწიოს. ახალი ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ავტორების შექმნილი ვიდეოპროდუქტი ყოველთვიურად გამოიწეროს და ამაში კონკრეტული თანხა გადაიხადოს.
წყარო: https://www.cnbc.com/

 

ზოდში მდებარე გამყრელიძეების სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზოდში მდებარე გამყრელიძეების სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სახლი აზნაურმა კაცია გამყრელიძემ, სავარაუდოდ, მე-19 საუკუნის 90-იან წლებში ააშენა.
წყარო: https://www.facebook.com/


რეკომენდებული სტატიები
16 მარტი - დილიდან

16 მარტი - დილიდან

16 მარტი - დილიდან
დავით გარეჯის კომპლექსი ევროპა ნოსტრას "განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის" ფინალისტებს შორის მოხვდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.