fbpx

22 მარტი დილიდან


გააზიარე სტატია

სტივენ ჰოკინგის ფერფლს ისააკ ნიუტონის საფლავთან მოათავსებენ

სტივენ ჰოკინგის ფერფლს ისააკ ნიუტონის საფლავთან, უეტსმინსტერის სააბატოში მოათავსებენ. ცნობილი ფიზიკოსის განსასვენებელი ჩარლზ დარვინის საფლავთანაც ახლოს იქნება, რომელიც 1882 წლიდან ამ ადგილასაა დასაფლავებული. ჰოკინგი, რომელსაც მოტორული ნეირონული დაავადება ჰქონდა, 14 მარტს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
წყარო: http://www.bbc.com/

გუგლი დეზინფორმაციასთან საბრძოლველად $300 მილიონს დახარჯავს

ფეისბუქისა და ტვიტერის მსგავსად, გუგლმაც გადაწყვიტა საკუთარი წვლილი შეიტანოს სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. კომპანიამ ამ პოლიტიკის ეფექტიანად გასაგრძლებლად Google News Initiative (GNI) წარადგინა, რომელიც სამ ძირითად საკითხზე იქნება ფოკუსირებული. პირველ რიგში, პლატფორმა ხარისხიანი ჟურნალისტიკის გაძლიერებასა და წინ წამოწევაზე იმუშავებს. ამასთან ერთად, მისი მიზანი იქნება ბიზნესმოდელების განვითარება მედია ორგანიზაციებისთვის, რათა მუშაობა იყოს მომგებიანი და ბოლოს, მედიასაშუალებებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში დაეხმარება. Google ამბობს, რომ ამ მიზნების განხორციელებაში კომპანია $300 მილიონის დახარჯვას აპირებს.
წყარო: https://www.engadget.com/

რაიან მერფი FX-ის პოპულარული სერიალის, American Horror Story-ის მერვე სეზონისთვის ემზადება


შოუს გამოსვლამდე ძალიან ბევრ საინტერესო ამბავს გავიგებთ, თუმცა უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ AHS-ის მერვე სეზონში მთავარ როლებს კეტი ბეიტსი, სარა პოლსონი და ევან პიტერსი შეასრულებენ. როგორც რაიან მერფი ამბობს, ტრიოს წინ ძალიან დიდი საქმეები ელოდება.

“სარა და კეტი დიდ ამბებს დაატრიალებენ, რა თქმა უნდა, ევანთან ერთად. სამივე მსახიობი მთავარ როლს მოირგებს მერვე სეზონში”, – ამბობს მერფი. წინასწარი ინფორმაციით, FX-ის შოუს ახალ სეზონს Radioactive [რადიოაქტიური] ერქმევა, თუმცა რაიან მერფი ამ ფაქტს არ ადასტურებს.
წყარო: http://variety.com/

სოციალური ქსელი, LinkedIn განვითარების ახალ ეტაპზეა და თავის მობილურ აპლიკაციაში ინოვაციებს ნერგავს

LinkedIn აქტიურად მუშაობს ვიდეოფილტრების დამატებაზე, რომელიც თემატურად შეეხება იმ ღონისძიებებსა და კონფერენციებს, რომელსაც თქვენ ესწრებით. ამ ეტაპზე კომპანია რამდენიმე კონფერენციისა და ღონისძიების ფილტრის დამატებას განიხილავს, რადგან სრული გადაფარვა ჯერჯერობით უჭირს. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში დაემატება სხვადასხვა ჩარჩოები, რომლის რედაქტირებასაც თავად შეძლებთ.
წყარო: https://www.engadget.com

Wonder-ის ვარსკვლავი, ჯეიკობ თრამბლი Universal-ის ახალ კომედიაში, Good Boys მთავარ როლს შეასრულებს

ფილმის სიუჟეტი 12 წლის ბიჭის შესახებ გვიყვება, რომელიც ერთ დღეს სკოლიდან გაქცევას გადაწყვეტს და თავგადასავლების ძებნას დაიწყებს.
წყარო: http://variety.com/

ნეტფლიქსი ახალი ფილმის გადაღებას გეგმავს, რომლის რეჟისორიც ემი პოლერი იქნება

გარდა ამისა, ემი ფილმში მთავარ როლსაც შეასრულებს, მისი პარტნიორები კი ამერიკის ყველაზე სასაცილო გოგოები – მაია რუდოლფი, ანა გასტეიერი და რეიჩელ დრეჩი იქნებიან. Wine Country – ასე ერქმევა ემის პირველ სარეჟისორო ნამუშევარს, რომლიც სიუჟეტიც დიდი ხნის მეგობრების შესახებ გვიყვება, რომელთაგან ერთ-ერთი 50 წლის ხდება. ამის აღსანიშნავად მეგობრები სამოგზაუროდ წასვლას გადაწყვეტენ.
წყარო: http://variety.com/2018/

დუბაის ლაზერული შოუ გინესის რეკორდებში მოხვდა

დუბაი მსოფლიოს ყურადღების ქვეშ კიდევ ერთხელ, ამჯერად არნახული ლაზერული შოუს დამსახურებით მოხვდა, რომლის მასშტაბურობაც ყველანაირ ზღვარს გასცდა და გინესების წიგნში ჩაეწერა. ულამაზესი ლაზერული შოუ ქალაქის ცენტრში ჩატარდა და მის სანახავად ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი.
წყარო: https://www.boredpanda.com/

ევროპის ტერიტორიაზე უფასო Wi-Fi-ს გასავრცელებლად ევროკომისია 120 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, სულ მალე ევროკავშირის ქვეყნების, ასევე ნორვეგიისა და ისლანდიის მოსახლეობისთვის უფასო ინტერნეტი იქნება ხელმისაწვდომი. პირველ ეტაპზე Wi-fi სიგნალის გადამცემებით 1000 დასახლებულ პუნქტში მოედნებს, პარკებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს უზრუნველყოფენ. ამისთვის თითოეული დასახლებული პუნქტი ევროკავშირის ბიუჯეტიდან 15 000 ევროს მიიღებს. 2 წლის განმავლობაში კი ამ პროგრამისთვის, რომლის სახელწოდებაა “ერთიანი ქსელი ევროპისთვის”, 120 მილიონი ევრო გამოიყოფა.
წყარო: http://www.euronews.com/

22 მარტს მოძრაობის თეატრში ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობის, “იგის” მიხედვით დადგმული სპექტაკლის

პრემიერა გაიმართება სპექტაკლი დრამატული ცირკისა და ტრადიციული თეატრის სინთეზია. სხეულის ენით გადმოცემულია ის გრძნობები, რომელსაც მთავარი გმირი განიცდის. სიღრმეების წვდომისათვის დამატებულია მინიმალური თხრობა.
წყარო: https://www.facebook.com/events/

მწერალთა სახლში “ფემინისტური კითხვის” მორიგი შეხვედრა გაიმართება

გრძელდება ქალთა ფონდისა და მწერალთა სახლის პროექტი “ფემინისტური კითხვა”. 22 მარტს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში პროექტის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა გაიმართება კატო ჯავახიშვილთან და ლია ლიქოკელთან. პროექტის – ფემინისტური კითხვა მწერალთა სახლში – მთავარი მიზანია თანამედროვე ფემინისტური ლიტერატურის პოპულარიზაცია, მკითხველისათვის ქალი ავტორების გაცნობა და მათი ტექსტების ხელახალი გააზრება. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ლიტერატურულ და აკადემიურ წრეებში იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე საუბარი, რასაც ჩვენს გარემოში აწყდება ქალი. გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს საჯარო კითხვის მივიწყებული ტრადიციის გაცოცხლებას და მის ქცევას თანამედროვე ლიტერატურული პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად.
წყარო: https://www.facebook.com/events


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.