fbpx

23 მარტი – დილიდან


გააზიარე სტატია


აშშ-ს კონგრესი მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის 1,6 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს

Image result for usa kongress mexico border wall 1,6 million

ამის შესახებ აშშ-ს ბიუჯეტის პროექტშია ნათქვამი და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერზეც დაწერა, რომ 1,6 მილიარდი დოლარი სამხრეთით კედლის მშენებლობის საწყის ეტაპს მოხმარდება, დანარჩენი კი მომავალში იქნება.
წყარო: https://twitter.com/

 

ოსკარის ნომინანტი მარგო რობი წარმატებულ კინოკარიერას განაგრძობს

ამჯერად ის ვოგან შტერნის ახალ ფილმში, Terminal, საბედისწერო ქალის როლს მოირგებს. ფილმი ორი დაქირავებული მკვლელის ისტორიას გვიყვება, რომელთაც საერთო სამიზნე ჰყავთ. მისიის შესრულების პროცესში კი გამოჩნდება ქალი, რომელიც იმაზე მეტად არის სამივე პერსონაჟთან დაკავშირებული, ვიდრე რომელიმე მათგანს წარმოუდგენია.
წყარო: https://www.youtube.com/

 

სელინ დიონმა ავადმყოფობის გამო კონცერტები გადადო

Image result for celine dion

ჩვენი დროის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა და მაღალშემოსავლიანმა მომღერალმა სელიონ დიონმა ლას-ვეგასში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა. როგორც აღმოჩნდა, დიონს ყურზე პრობლემები აქვს, რის გამოც მას სიმღერა ძალიან უჭირს. როგორც მომღერალი ფეისბუქზე წერს, აქამდე მკურნალობას ყურის სხვადასხვა წამალი შველოდა, თუმცა ბოლო დროს მოქმედება წვეთებმაც დაკარგა, ამიტომ გარდაუვალი გახდა ქირურგიული ჩარევა.
წყარო: https://www.facebook.com/

 

Deadpool-ის მეორე ნაწილი ეკრანზე 2018 წლის 15 მაისს გამოვა

ფილმის შემქმნელები გვპირდებიან, რომ წინ ძალიან, ძალიან საინტერესო სანახაობა გველოდება – საინტერესო ისტორიით, ახალი პერსონაჟებით და რაც მთავარია, ბევრი იუმორით. და სანამ ფილმის მეორე ნაწილი გამოვა, კინოსტუდიამ Deadpool-ის ახალი ტრეილერი გაავრცელა
წყარო: https://www.youtube.com/

 

ბიტკოინის კოდში ბავშვთა პორნოგრაფია აღმოაჩინეს

შოკისმომგვრელმა აღმოჩენებმა შესაძლოა, ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის არსებობას საფრთხე შეუქმნას. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ უცნობი ადამიანები ბიტკოინის ბლოკჩეინს ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველი ფოტოებისა და ვიდეოებით ვაჭრობისთვის იყენებდნენ, რის სანაცვლოდაც ბიტკოინს იხდიდნენ. გერმანელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ბიტკოინის ბლოკჩეინში 1600-ზე მეტი ფაილი იყო ატვირთული, რომელთა ნაწილიც სექსუალურ შინაარს ატარებდა. მათგან ერთი ბავშვის გაუპატიურების ამსახველი ფოტო იყო. ერთ-ერთი ფაილი ბავშვთა პორნოგრაფიის 274 ლინკს შეიცავდა. გარდა ბავშვთა პორნოგრაფიისა, ბლოკჩეინში საავტორო უფლებების დარღვევით სხვადასხვა მასალები ვრცელდება. ამასთან, დაფიქსირდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებისა და ინფორმაციის გავრცელების ფაქტებიც.
წყარო: https://www.theguardian.com/

 

23 მარტს, 19:30 საათზე, ეზოში, თემურ ბაბლუანის რომანის – “მზე, მთვარე და პურის ყანა” (მანუშაკა მელოდება) პრეზენტაცია გაიმართება

No automatic alt text available.

ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ სათავგადასავლო რომანია, რომელშიც აღწერილი ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავი ერთი ამოსუნთქვით იკითხება. თემურ ბაბლუანის წიგნი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა.
წყარო: https://www.facebook.com/

 

დღეს მოძრაობის თეატრში ყოველკვირეული საღამო “რეჩიტატივი ქალაქში” გაიმართება

ტრადიციულად თქვენი მასპინძელი კახა ბაკურაძე იქნება, რომელიც მონაწილეებთან ერთად, ცოცხალი მუსიკის თანხლებით ქალაქის ამბებს მოგიყვებათ.
წყარო: https://www.facebook.com/

 

ხელოვნების სასახლე ქრისტინე კაკაბაძის პერსონალურ გამოფენა-გაყიდვაზე გიწვევთ

ექსპოზიცია მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში სხვადასხვა თემაზე შესრულებულ ფერწერულ ნამუშევრებს აერთიანებს და დამთვალიერებელს ავტორის მომნუსხველ სამყაროში ამოგზაურებს. 2001 წელს ქრისტინე კაკაბაძემ თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი ფერწერის სპეციალობით, ხოლო 2005 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი დაასრულა. ხელოვანის ნამუშევრები სხვადასხვა დროს გამოიფინა საქართველოსა და გერმანიაში.
წყარო: https://www.facebook.com/

 

ოსკარის მფლობელი “კოკო” ახალი მზიურის თავისუფალ კინოჩვენებაზე

დღეს კინომოყვარულებისთვის ტრადიციულად საყვარელი დღეა, დანიშნულების ადგილი კი – ახალი მზიურის კაფე, სადაც 20:00 საათზე, თავისუფალი კინოჩვენებების სივრცეში, ოსკარის მფლობელი ანიმაციის, “კოკოს” ჩვენება გაიმართება. “კოკო” Disney-ისა და Pixar-ის უახლესი ნამუშევარი, მართლაც რომ გასული წლის აღმოჩენაა. მან დამსახურებულად დაისაკუთრა ყველა პრესტიჟული ჯილდო და რაც მთავარია, შეძლო და დაიპყრო მაყურებელთა გულები, განურჩევლად ასაკისა და მისწრაფებისა.
წყარო: https://www.facebook.com/

 

მშობლიურ ქალაქში კარლ მარქსის ორიგინალური შუქნიშნები გამოჩნდა

გერმანელი ფილოსოფოსის, კარლ მარქსის მშობლიურ ქალაქ ტრირში მისივე გამოსახულებიანი შუქნიშნები დააყენეს. ქალაქის ქუჩებში ასეთი ორიგინალური შუქნიშნების გამოჩენა კი ფილოსოფოსის დაბადების დღეს უკავშირდება, რადგან 2018 წლის 5 მაისს მისი 200 წლის იუბილეა.
წყარო: http://www.bbc.com/


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.