fbpx

26 მარტი დილიდან


გააზიარე სტატია

ემი ადამსი და მარკ რუფალო ოსკარის მფლობელი ქალი რეჟისორის, კეტრინ ბიგელოუს ახალ ფილმში, True American, მთავარ როლებს შეასრულებენ

Amy Adams True American

ფილმი ანანდ გირიდარადასის წიგნის ეკრანიზაცია იქნება, სიუჟეტი კი ტეხასში, 2001 წლის სექტემბერში ვითარდება, რამდენიმე დღით ადრე, სანამ ტერორისტები ნიუ-იორკში თვითმფრინავით ტყუპებზე თავდასხმას განახორციელებდნენ.
წყარო: http://variety.com/

 

ოსკარის ნომინანტი მარგო რობი სულ მალე ABC-ის ახალ სერიალში მიიღებს მონაწილეობას

Margot Robbie

შოუს სახელი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სიუჟეტი შექსპირის ქალი პერსონაჟების გარშემო ვითარდება. არხმა უკვე დაამტკიცა რამდენიმე სეზონი, თითოეულ მათგანში 10 სერია იქნება, ეპიცენტრში კი ინგლისელი დრამატურგის რომელიმე პიესის ქალი პერსონაჟი მოექცევა, თუმცა სიუჟეტი თანამედროვე ეპოქაში ვითარდება.
წყარო: https://www.thewrap.com/

 

ქართველი რეჟისორის ფილმს შვეიცარიაში საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენებენ

ratom ar akvt gorebs sakhelebi (Georgia)

ქართული ფილმი “რატომ არ აქვთ ღორებს სახელები?” დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალის, Visions Du Reel-ის პროგრამაშია. ფილმის მსოფლიო პრემიერა 17 აპრილს ფესტივალის ფარგლებში გაიმართება. ფილმი დებიუტანტ რეჟისორს ზურა მამაგულაშვილს ეკუთვნის.
წყარო: https://www.visionsdureel.ch/

 

17-საათიანი უწყვეტი ფრენის შემდეგ ავსტრალიიდან ლონდონში პირველი ყველაზე ხანგრძლივი რეისი უსაფრთხოდ დაეშვა

Handout photo from Qantas on 24 March 2018 shows Qantas 787-9 Dreamliner

Qantas ავიახაზების თვითმფრინავმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ფრენა შეასრულა. პირველი ასეთი რეისის თვითმფრინავი ჰითროუს აეროპორტში დაეშვა. რეისზე 16 ბორტგამცილებელი და 200-ზე მეტი მგზავრი იყო. თვითმფრინავმა 14 498 კილომეტრი ბოინგ 787-9-ით დაფარა.
წყარო: http://www.bbc.com/

 

Apple-მა შშმ პირებისთვის 13 ახალი emoji შექმნა


ჯერ უცნობია, როდის მიიღებს ახალ emoji-ებს მომხმარებელი. მანამდე ამ საკითხზე სპეციალური კომისია შეიკრიბება და თითოეულ აპლიკაციას შეისწავლის. სწორედ ამის შემდეგ იგეგმება ახალი emoji-ების სისტემაში ჩაშვება.
წყარო: https://www.theverge.com

 

ინსტაგრამი ნიუსფიდის ალგორითმს ცვლის

აქამდე აპლიკაცია პოსტებს თქვენთვის ყველაზე რელევანტური თანმიმდევრობით გიჩვენებდათ, თუმცა, მომხმარებლებისგან წამოსული უკუკავშირის შემდეგ, კომპანიამ მისი შეცვლა გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ ინსტაგრამის ძველი ალგორითმის გამო მომხმარებლებს სიახლეები გამორჩებოდათ ხოლმე, ახლა კი ფოტოებსა და ვიდეოებს გამოქვეყნებისთანავე დაინახავთ. კომპანია ნიუსფიდში პრიორიტეტს ახალდადებულ კონტენტს მიანიჭებს.
წყარო: https://www.nytimes.com/

 

“წიგნიერების მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში” – ლევან ბერძენიშვილის ლექცია

Image may contain: 1 person, text

არასამთავრობო ორგანიზაცია “ნოვაციოს” საჯარო ლექციებისა და ტრენინგების დეპარტამენტი ორშაბათს, 26 მარტს, 18:00 საათზე, თსუ-ს პირველი აკადემიური კორპუსის 317-ე, ზვიად გამსახურდიას სახელობის აუდიტორიაში წარმოგიდგენთ საჯარო ლექციას თემაზე – “წიგნიერების მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში”.
მომხსენებელი: ლევან ბერძენიშვილი
წყარო: https://www.facebook.com/

 

მოძრაობის თეატრი რეჟისორ ლელა ჭინჭარაულისა და შემოქმედებითი ჯგუფის სპექტაკლ “მატას” ქართულ პრემიერას უმასპინძლებს

Image may contain: 1 person, on stage, sitting, night and shoes

სპექტაკლის პრემიერა პირველად ქალაქ პოტსდამში გაიმართა. ფიზიკური თეატრის სპექტაკლი “მატა” სიტყვისა და მოძრაობის სინთეზში იმპროვიზაციული მეთოდით გვიყვება დრამატურგიას. “მატა” ნოვატორული სიტყვაა თანამედროვე ქართულ თეატრში. იმისათვის, რომ ფიზიკური თეატრის მონაწილე გახდე, არ არის აუცილებელი პროფესიით მსახიობი იყო. “მატას” შემოქმედებითი ჯგუფიც მოყვარულთა დასია, რომელიც მხატვრების, მსახიობებისა და მოცეკვავეებისგან შედგება.
წყარო: https://www.facebook.com/

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კრებულის, “კარს მიღმა” პრეზენტაცია გაიმართება


26 მარტს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გამომცემლობა “სეზანის” მიერ გამოცემული კრებულის, “კარს მიღმა” პრეზენტაცია გაიმართება. კრებულში შესულია ერლომ ახვლედიანის, გურამ რჩეულიშვილის, ლაშა თაბუკაშვილის, გოდერძი ჩოხელისა და აკა მორჩილაძის მოთხრობები და პიესები, რომელთა თარგმანებიც ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული ენის შემსწავლელ სტუდენტებს ეკუთვნით. გამოცემას თან ერთვის ლონდონის ქუინ მერის უნივერსიტეტის პროფესორის, დონალდ რეიფილდის შესავალი, სადაც ის მრავალსაუკუნოვან ქართულ მწერლობაზე, ქართველ მწერლებზე, ქართული ენის თავისებურებებზე საუბრობს.
წყარო: https://www.facebook.com/

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი საქართველოს რეგიონებში კონცერტებს გამართავს

Image result for პროექტ “Check in Georgia”-ს ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - “საქართველოს სინფონიეტა”

პროექტ “Check in Georgia”-ს ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – “საქართველოს სინფონიეტა” საქართველოს რეგიონებში კონცერტებს გამართავს. პროექტის ფარგლებში, 2018 წლის აპრილი-მაისში, 7 კონცერტი საქართველოს 5 სხვადასხვა რეგიონის 7 ქალაქში ჩატარდება. ეს ქალაქებია: თელავი, სტეფანწმინდა, დუშეთი, რუსთავი, მცხეთა, ქუთაისი და ზუგდიდი.

Spice Girls-ის შესახებ ახალი ანიმაციური ფილმი გამოვა

Spice Girls-ის სცენაზე დაბრუნების შესახებ ერთადერთი, რაც ვიცით, არის ის, რომ ჯგუფი მაისში მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწილში იმღერებს, დანარჩენი მითები მათი გაერთიანების შესახებ ამ დრომდე დაუდასტურებელია. სამაგიეროდ ვიცით ის, რომ სულ მალე ჯგუფის შესახებ ახალი ანიმაციური ფილმი გამოვა. როგორც Variety წერს, ჯგუფის ხუთივე წევრი მზად არის ანიმაციურ ფილმზე მუშაობის პროცესში ჩაერთოს, მთავარი მესიჯები კი ქალთა უფლებები იქნება. ამ ეტაპზე უცნობია, რომელი კომპანია იმუშავებს ანიმაციაზე, თუმცა, თუ გამოცემის წყაროს დავუჯერებთ, მოლაპარაკებები მარველთან და დისნეისთან მიმდინარეობს.
წყარო: http://variety.com


რეკომენდებული სტატიები
"In Her Image"- ქართულ Sci-Fi-ში მთავარ როლს ია სუხიტაშვილი შეასრულებს
Play Video

"In Her Image"- ქართულ Sci-Fi-ში მთავარ როლს ია სუხიტაშვილი შეასრულებს

"In Her Image"- ქართულ Sci-Fi-ში მთავარ როლს ია სუხიტაშვილი შეასრულებს
სამეცნიერო ფანტასტიკის ქართველ მოყვარულებს სულ მალე რეჟისორ ნიკა ქევხიშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმის In Her Image-ს ნახვის საშუალება ექნებათ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.