თბილისში „საბჭოთა ბეტმენის“ პანო ნადგურდება
ფოტო: Helene Veilleux
უცხოელ ენთუზიასტებს შორის „საბჭოთა ბეტმენად“ მონათლულ პანოს, რომელიც თბილისში, მარშალ გელოვანის 4 ნომერში არსებულ პროფესიულ კოლეჯ „იკაროსის“ შენობის თავზეა განთავსებული (ავტ. ნ. ლასარეიშვილი), განადგურება ემუქრება.
28 მარტს, ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოზე კარგად ჩანს ნამუშევრისთვის ბოლო დღეებში მიყენებული დაზიანებები.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 18 და 20 მარტს, უცხოურ არქიტექტურულ გვერდებზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე, „საბჭოტა ბეტმენის“ პანო შედარებით სრული ფორმითაა გამოსახული.
ფოტო: BACU
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ საინიციატივო ჯგუფი მოითხოვდა შენობის შეტანას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სიაში, რაზეც სააგენტოს 7-კაციანმა კომისიამ უარყოფითი დასკვნა გამოიტანა.
„საბჭოთა ბეტმენი“ დიდ ინტერესს იწვევდა საბჭოთა მოდერნიზმის მკვლევარებისა და ენთუზიასტების წრეებში. პანოს გამოსახულებები ხშირად ქვეყნდებოდა ინტერნეტის სხვადასხვა არქიტექტურულ და სამოგზაურო რესურსებზე (Google: Soviet Batman Tbilisi).