fbpx

ქართული ავეჯი


გააზიარე სტატია

ინტერიერისთვის სასურველი ნივთების არჩევა საკმაოდ საპასუხისმგებლო ამბავია. სახლებს, ოფისებსა თუ სხვა სივრცეებს ხასიათს სწორედ ეს ნივთები სძენენ, რომლებიც სასურველია ერთდროულად იყოს ვიზუალურად საინტერესო და მოხმარებისთვის კომფორტული.

ბოლო რამდენიმე წელია ქართულ ბაზარზე ჩნდებიან დამწყები ქართული კომპანიები, რომლებიც ავეჯს და ინტერიერის აქსესუარებს აწარმოებენ. მათი ერთი ნაწილი მსოფლიოში არსებული ტენდენციების გათვალისწინებით ქმნის ინდუსტრიული ტიპის ავეჯს, მეორე ნაწილი კი ორიგინალურ დიზაინზე მუშაობს და საკმაოდ საინტერესო ექსპერიმენტულ პროდუქციასაც აწარმოებს.

გთავაზობთ რამდენიმე კომპანიას, რომლებიც ქართული ავეჯსა და ინტერიერის აქსესუარებს აწარმოებენ:

ფუნდუკი

თანამედროვე, მსუბუქი, ადვილად ასაწყობი და გადასაადგილებელი ეკომეგობრული ავეჯი ქართული პროდუქციიდან ერთ-ერთი გამორჩეულია. ფუნდუკის სახელოსნოში ავეჯის გარდა სხვა ნივთებიც მზადდება, რომლებიც ავეჯზე არანაკლებ შთამბეჭდავი და მიმზიდველია.

ანუკი თავართქილაძის ავეჯი

პროფესიით არქიტექტორი დახვეწილი ფორმების ფუნქციურად დატვირთულ ავეჯს 2013 წლიდან აწარმოებს.

თაობა


ინდუსტრიული ტიპის ავეჯს ქმნის ხისა და მეტალის კომბინაციებისგან, რომლებიც საკმაოდ მოხერხებულია და მინიმალისტური დიზაინის გამო თითქმის ყველა ტიპის ინტერიერში ადვილად ინტეგრირდება.

Liquidink

პიტო სეთურიძისა და ლიზა ტიმჩენკოს დიზაინით შექმნილი სკამები და სავარძლები;

ავეჯი

ხის ავეჯის მოყვარულებისთვის;

ტასო 

ძველებური ავეჯის მოყვარულებს ტასო სთავაზობს როგორც რეტრო ავეჯის განახლების სერვისს, ასევე ახალ, ძველმოდურ ავეჯს.

და ბოლოს, თუ ბევრ სხვადასხვა ადგილას მისვლა დაგეზარებათ, შეგიძლიათ ესტუმროთ ახლად გახსნილ მაღაზიას “ქართული ავეჯის ანდერგრაუნდი”, სადაც მხოლოდ ქართული პროდუქცია დაგხვდებათ, და ასე შეიქმნათ ზოგადი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ ავეჯს აწარმოებენ დღეს საქართველოში.


რეკომენდებული სტატიები
სად შევიძინოთ ხარისხიანი ქართული სუვენირები

სად შევიძინოთ ხარისხიანი ქართული სუვენირები

სად შევიძინოთ ხარისხიანი ქართული სუვენირები
ადამიანთა უმრავლესობა მოგზაურობისას სამახსოვროდ ყიდულობს რაიმე პატარა ნივთს - სუვენირს, რომელიც შესაძლოა იმ ქვეყნის ან ქალაქის სიმბოლოდაც კი აღიქმება
ქართული საბავშვო პროდუქტები - სათამაშოები და გასართობები

ქართული საბავშვო პროდუქტები - სათამაშოები და გასართობები

ქართული საბავშვო პროდუქტები - სათამაშოები და გასართობები
გაგიადვილოთ ბავშვებისთვის საჩუქრების შერჩევის პროცესს და გთავაზობთ რამდენიმე ქართულ კომპანიას, რომლებიც გამორჩეულ საბავშვო პროდუქტს აწარმოებენ
ხელნაკეთი სამკაული საქართველოდან

ხელნაკეთი სამკაული საქართველოდან

ხელნაკეთი სამკაული საქართველოდან
აქსესუარები თქვენთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გოგონასთვის მარგალიტის საყურე, გაგაცნობთ კომპანიებს, რომლებიც საინტერესო ხელნაკეთ სამკაულს ამზადებენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.